რამდენიმე დღეა რაც იურგენ კლოპისა და ჟელკო ბუვაჩის 17 წლიანი განუყრელი თანამშრომლობა დასრულდა. 50 წლის კლოპი და 56-ის ბუვაჩი ყველგან წარმატებულები იყვნენ: 2004 წელს მათ „მაინცი” აღაზევეს ბუნდესლიგაში, „დორტმუნდთან” ერთად ორჯერ მოიპოვეს გერმანიის ჩემპიონის ტიტული, 2012 წელს გერმანიის თასს დაეუფლენ, 2013-ში დორტმუნდელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანეს, სადაც მიუნხენის „ბაიერნთან” დამარცხდნენ 1:2. შემდეგ იყო „ლივერპული”. ...
