მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავის კარიერა სავარაუდოდ მთავარი ჯილდოს, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის გარეშე დასრულდა ― მერვედფინალურ შეხვედრაში ესპანეთმა პორტუგალიას მსაჯის წამატებულ წუთებში მიკელ მორენოს მიერ გატანილი გოლით 1:0 მოუგო და კრიშტიანუ რონალდუ შინ გაემგზავრა. 41 წლის თავდამსხმელი ხუთჯერ იყო ოქროს ბურთის მფლობელი, ხუთჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხოლო 2016 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. მან თავისი...
ჭდე: პორტუგალიის ნაკრები
გონსალო რამუში: როცა ბოლო წუთზე გოლი დაგჭირდებათ, იცით ვისაც უნდა დაურეკოთ!
როდესაც ახსენებენ სიტყვას სუპერსათადარიგო, ძნელია გონსალო რამუში არ გაგახსენდეს. ნეტავ თუ არსებობს ვინმე, ვისაც თამაშში სკამიდან ჩართვა მასზე უკეთესად ეხერხება, რაც „პარი სენ ჟერმენის“ აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატზეც დაამტკიცა, როდესაც ხორვატიას გაუტანა გამარჯვების გოლი – 2:1. 25 წლის რამუში მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კადრში გამოჩნდა, თუ როგორ არიგებდა მას ჭკუას...
პორტუგალიამ საოცარი გამარჯვება დიოგო ჟოტას მიუძღვნა
პორტუგალიამ მსოფლიოს ჩემპიონატის მეთექვსმეტედფინალში ხორვატიას სრულიად გიჟურ შეხვედრაში 2:1 მოუგო და… გამარჯვება ერთი წლის წინ ავტოკატასტროფაში დაღუპულ დიოგო ჟოტას მიუძღვნა. პორტუგალიის ნაკრებისა და „ლივერპულის“ მოთამაშე შარშან ზაფხულს, თავისი ქორწილიდან 11 დღის შემდეგ, 2025 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა. უბედურ შემთხვევას მასთან ერთად ემსხვერპლა მისი ძმა ანდრე სილვა. პორტუგალიისა და ხორვატიის დაუვიწყარი შეხვედრა კი 2:1 დამთავრდა. კრიშტიანუ...
დაბერდა!
ასაკი ასე არავის დასტყობია. „ოქროს ბურთის“ ხუთგზის ლაურეატმა, 41 წლის კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდი მიზნები დაისახა, მაგრამ ორგანიზმი აღარ ემორჩილება, რაც პორტუგალიისა და კონგოს შეხვედრაში (1:1) თვალნათლივ გამოჩნდა. ორ მცველს ახსელ ტუანზებესა და შანსელ მბემბას შორის ჩაკარგული თავდამსხმელი სრულიად უკბილო ფეხბურთს თამაშობდა. – გქონდათ თუ არა რონალდუს საწინააღმდეგო კონკრეტული გეგმა? – ჰკითხეს მატჩის შემდეგ...
პირველი ორგზის ჩემპიონი
პორტუგალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მეორედ მოიგო უეფას ერთა ლიგა. გუშინ, მიუნხენის „ალიანც არენაზე’’ მათ იბერიელი მეზობლები, ესპანელები დაამარცხეს. შეხვედრის ბედი მატჩისშემდგომი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. ნახევარფინალი ორივე გუნდს სანახაობრივი და დრამატული ჰქონდა: ესპანეთს საფრანგეთთან (5:4), პორტუგალიას ტურნირის მასპინძელ გერმანიასთან (2:1). ფინალიც ამავე ნოტაზე გაიმართა. შეხვედრის პირველ 20 წუთში პორტუგალიელთაგან ჟოაო ნევეშს შეეძლო ანგარიშის გახსნა, ხოლო...
კრიშტიანუს მაკრატელა, ლეაოს აღორძინება და ხვიჩა
ერთა A1 ლიგაში პორტუგალიამ პოლონეთს 5:1 მოუგო და ფლეი ოფში გაინაღდა ადგილი. ეს გახლდათ ბოლო 22 საშინაო შეხვედრიდან პორტუგალიელთა მეოცე გამარჯვება. იმისათვის, რომ ერთა ლიგის ჯგუფიდან ზედიზედ მეოთხედ გასულიყო რობერტო მარტინესის გუნდს ფრეც აძლევდა ხელს, მაგრამ უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა მასპინძლებმა სტუმრებს შავი დღე აყარეს. ამ მატჩში ლეგენდარულმა კრიშტიანუ რონალდუმ ორი გოლი გაიტანა...
ზარმაცი, გადაუწყვეტელი, აპათიური ლეაო
ზარმაცი, გადაუწყვეტელი, აპათიური — ასე ახასიათებს ერთა ლიგაზე პორტუგალიისა და ხორვატიის ნაკრებების შეხვედრის (2:1) შემდეგ იტალიური პორტალი calciomercato „მილანის” ვარსკვლავს რაფაელ ლეაოს, რომელიც მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა პირველი ტაიმის მერე შეცვალა. ლეაო ხორვატებთან შეხვედრაში გოლის გატანასთან ახლოსაც არ ყოფილა. მისი სტატისტიკაა: 0 დარტყმა კარში, 0 დარტყმა კარის მიმართულებით, 0 საგოლე მომენტი და მხოლოდ დრიბლინგის 2 მცდელობა...
გარი ლინეკერმა ერთი ბოთლი ღვინო წააგო
პორტუგალიამ საფრანგეთთან პენალტებში წააგო და ევრო 2024-ს გამოეთიშა. ნახევარფინალში ფრანგები ესპანელებს შეხვდებიან, პორტუგალიელები და მათი ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ კი შინ გაემგზავრნენ. პორტუგალიისა და საფრანგეთის შეხვედრაში იყო ეპიზოდი, როდესაც „ლურჯების” კარში ჯარიმა დაინიშნა და… სწორად მაშინ წააგო ცნობილმა ინგლისელმა ვარსკვლავმა და ტელეჟურნალისტმა გარი ლინეკერმა ნიძლავი. ლინეკერი და მისი ოპერატორი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჯარიმას რონალდუ დაარტყამდა, რიო...
მარტინესი პორტუგალიაში…
ბელგიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ესპანელი რობერტო მარტინესი, დიდი ალბათობით, პორტუგალიის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში – ინფორმაციას გამოცემა The Athletic-ი ავრცელებს. გამოცემის მტკიცებით, მწვრთნელსა და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციას შორის ზეპირი შეთანხმება უკვე მიღწეულია. 49 წლის ესპანელის ოფიციალური წარდგენა მომავალი კვირის ბოლოს არის დაგეგმილი. რობერტო მარტინესი 2016 წლიდან ბელგიის ნაკრებს წვრთნიდა. მან ეს პოსტი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის...
მილანში მაროკოელი გულშემატკივარი დაჭრეს
მაროკომ მსოფლიოს ჩემპიონატიდან პორტუგალია დაიფრინა (1:0) და გახდა პირველი აფრიკული გუნდი, რომელიც ნახევარფინალში გავიდა. არაბულ გუნდს ყატარში დიდი რაოდენობით გულშემატკივარი ახლავს, რომელმაც ადგილზე თავაწყვეტით იზეიმა, მაგრამ სიხარულის ტალღამ მთელი მსოფლიო მოიცვა. მაროკოელი ემიგრანტები მილანის ქუჩებსაც მოედნენ, სადაც ერთ-ერთი მათგანი დაჭრეს. ეს ტუნისის გამზირზე, ბუენოს აირესის ქუჩის კვეთაზე მოხდა. დაზარალებული კისერში დანით დაჭრეს. პირველი ინფორმაციის თანახმად...









