ჭდე: პეპ გვარდიოლა

Home პეპ გვარდიოლა
ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
ჩანაწერი

ფსიქიატრი გვარდიოლაზე…

„მანჩესტერ სიტის“ პატრონმა ხალდუნ ალ-მუბარაქმა განაცხადა, რომ კლუბში გატარებული 10 წლის განმავლობაში მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა, როდესაც რამით უკმაყოფილო იყო, რეგულარულად იმუქრებოდა გუნდიდან წასვლით. „არ ვიცი, აღიარებს თუ არა ამას პეპი, მაგრამ ზოგჯერ მისთვის ფსიქიატრის როლს ვასრულებდი. ამის გაკეთება მარტივია კარგი პერიოდის დროს, თუმცა მძიმე მომენტებიც გვქონია. და იმ მომენტებში, როდესაც გვარდიოლას რაღაც არ გამოსდიოდა, ამ...

გვარდიოლა პოლიტიკაზე
ჩანაწერი

გვარდიოლა პოლიტიკაზე

მანჩესტერ სიტის მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა და უკრაინასა და პალესტინაში გენოციდი ახსენა. „კაცობრიობის ისტორიაში არასდროს, არასდროს არ გვქონია ასეთი მკაფიო ინფორმაცია, როგორც ახლა: პალესტინაში გენოციდი, რა ხდება უკრაინაში, რა ხდება მთელ მსოფლიოში – სუდანში, ყველგან. ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება. გვინდა თუ არა ამის დანახვა, ეს ჩვენი პრობლემაა, ხალხის პრობლემა. ეს ჩვენი პრობლემებია“.  

შერკი, სიტის ახალი ვარსკვლავი
ჩანაწერი

შერკი, სიტის ახალი ვარსკვლავი

ჟორჟ მიქაუტაძის მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი რაიან შერკი „მანჩესტერ სიტიში’’ ძალიან დაიხვეწა. ფრანგ ნახევარმცველზე ადრე ამბობდნენ, რომ ის ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელსაც საჭირო კალაპოტში სჭირდება მოქცევა, ახლა კი ამბობენ, რომ იგი საუკეთესოდ იყენებს თვისებას, რომლის კალაპოტში მოქცევასაც ადრე ასე ცდილობდნენ: ინსტინქტს მიჰყვება. მისი თამაშის სტილი ხშირად ნორმებს და კლიშეებს ეწინააღმდეგება, მაგრამ გუნდისთვის სასარგებლოა. სპონტანურობის, მოულოდნელობის გარეშე...

გვარდიოლას საშობაო კონტროლი
ჩანაწერი

გვარდიოლას საშობაო კონტროლი

„მან. სიტის“ მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა საშობაო არდადეგების დროს ფეხბურთელების წონის მატების შემოწმებას გეგმავს. „მათ შეუძლიათ ჭამა, მაგრამ მინდა მათი კონტროლი. უნდა ავირჩიო შემადგენლობა 27-ში „ნოტინგემ ფორესტთან“ მატჩისთვის. წარმოიდგინეთ ფეხბურთელი, რომელიც ახლა შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ სამი ზედმეტი კილოგრამით ბრუნდება. ის მანჩესტერში დარჩება და ნოტინგემში არ წამოვა. ეს დანამდვილებით შემიძლია ვთქვა“, – ამბობს მწვრთნელი. ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებული...

გვარდიოლას მეათასე თამაში
ჩანაწერი

გვარდიოლას მეათასე თამაში

დღეს „მანჩესტერ სიტი’’ „ლივერპულს’’ ხვდება და ეს მანჩესტერელთა თავკაცის პეპ გვარდიოლას მეათასე მატჩია მწვრთნელის რანგში. მას მერე რაც 2007 წელს „ბარსელონა B’-ს ჩაუდგა სათავეში მან 715 შეხვედრა მოიგო. „ბარსას“, „ბაიერნისა’’ და „სიტის’’ გვარდიოლამ ჩემპიონის 12 ტიტული მოაგებინა. მისმა გუნდებმა სამჯერ გაიმარჯვეს ჩემპიონთა ლიგაშიც. მას აღმართული აქვს 14 სხვადასხვა თასი. გვარდიოლამ მხოლოდ 128 შეხვედრა წააგო. BBC...

გვარდიოლა: ფინალში ასეთ ანგარიშს არ ველოდი
ჩანაწერი

გვარდიოლა: ფინალში ასეთ ანგარიშს არ ველოდი

„პარი სენ ჟერმენი’’ და „მანჩესტერ სიტი’’ ამიერიდან „ერთ ლიგაში’’ არიან. თავის დროზე ორივე კლუბი არაბებმა იყიდეს და წლების განმავლობაში დიდძალი ფულის ხარჯვის შედეგად ბოლოს და ბოლოს ორივემ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. „სიტიმ’’ იგივე პროგრამა პსჟ-ზე ორი წლით ადრე შეასრულა. ფინალში ორივემ ერთი და იგივე მეტოქე დაამარცხა — „ინტერი’’. განსხვავება ანგარიშშია. მანჩესტერელებს გაუჭირდათ, 1:0 მოიგეს, პსჟ-მ კი...

გიხაროდენ!
ჩანაწერი

გიხაროდენ!

რაკი ქართველ გულშემატკივართა შორის პეპ გვარდიოლას ცოლთან ურთიერთობის ამბავმა დიდი ინტერესი გამოიწვია, ვიტყვით: ესპანური მედია იტყობინება, რომ წყვილი შერიგდა. შეგახსენებთ, 30 იანვარს „მანჩესტერ სიტის’’ თავკაცმა და მისმა მეუღლემ კრისტინამ განაცხადეს, რომ ერთმანეთს სცილდებიან, თებერვალში კი ოფიციალური განქორწინების პროცედურებს უნდა შედგომოდნენ. კატალონიური გაზეთი „ელ ნასიონალი’’ წერს რომ აღდგომაზე პეპი კერძო თვითმფრინავით ბარსელონაში საიდუმლოდ ჩავიდა, რის შემდეგაც...

პეპი ფლეი-ოფში გავიდა და ისევ ცხვირი გაიფხაჭნა
ჩანაწერი

პეპი ფლეი-ოფში გავიდა და ისევ ცხვირი გაიფხაჭნა

პეპ გვარდიოლა ისევ თავის კაწვრაში შეამჩნიეს – მისი „მანჩესტერ სიტი’’ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში „ბრიუგესთან’’ პირველ ტაიმში 0:1-ს აგებდა, რის გამოც კატალონიელმა მწვრთნელმა ინერვიულა. ფლეი-ოფში გასასვლელად  „სიტის’’ ბელგიურ გუნდთან აუცილებლად უნდა მოეგო, მაგრამ სტუმრების ნიგერიელმა თავდამსხმელმა 23 წლის რაფაელ ონიედიკამ პირველი ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე გოლი შეაგდო. ამ ამბავმა 54 წლის მწვრთნელი...

ლუის ენრიკე: ჩვენ მეფური გუნდი გვყავს
ჩანაწერი

ლუის ენრიკე: ჩვენ მეფური გუნდი გვყავს

„პარი სენ ჟერმენმა’’ ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის ბოლოსწინა ტურში „მანჩესტერ სიტისთან’’ 0:2 ჩამორჩენა შემოატრიალა, 4:2 მოიგო და ფლეი-ოფში გასვლის შანსი მნიშვნელოვნად გაეზარდა. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში მონაწილეობის უფლებას მხოლოდ ფლეი-ოფის ეტაპიდან მისცემენ. ემოციური, მაღალი დონის მატჩის შემდეგ პარიზელთა მწვრთნელმა  Canal + -ზე თავისი ფეხბურთელები შეაქო: „ეს იყო რთული, ინტენსიური მატჩი. პირველ ტაიმში...

პეპმა თავი დაიკაწრა
ჩანაწერი

პეპმა თავი დაიკაწრა

„სანი’’ ირონიულად წერს, რომ ერთი დადებითი რამ ნამდვილად გამოიკვეთა: „მანჩესტერ სიტიმ’’ მარცხიანი სერია დაასრულა, ზედიზედ მეექვსე შეხვედრა აღარ წააგო. სერიოზულად კი კრიზისი გრძელდება. პეპ გვარდიოლას მრისხანე გუნდმა მოახერხა და შინ „ფეიენოორდთან’’ სამგოლიანი უპირატესობა ქარს გაატანა – 3:3. თან, „ქალაქელებმა’’ გოლები ბოლო 14 წუთში გაუშვეს. ყვითელი პრესის დედოფალმა ყურადღება მიაქცია, რომ მატჩის შემდეგ გვარდიოლას სახე და...