საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ხერხემლად მიჩნეულმა „შავმა ლომმა“ პორტუგალიის ნაკრების საბაზო ფრენჩაიზ „ლუზიტანუშს“ სასტიკად გაუსწორდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ფრედ დასრულებული მატჩის გამო ჯავრი იყარა და პორტუგალიაშივე, დედაქალაქ ლისაბონში მშრალი ანგარიშით – 22:0 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ფრენჩაიზის შესრულებით გაცილებით ხარისხიანი რაგბიც გვინახავს, ლევან მაისაშვილის რაზმის უპირატესობა ცხადი და ნათელი მთელი 80 წუთის განმავლობაში იყო. მართალია,...
