„პარი სენ ჟერმენში” გვარიანი ქაოსია. კილიან მბაპესა და ლუიშ კამპუშის აბურდულ ამბებს ახალდანიშნული მწვრთნელის ლუის ენრიკეს პრობლემაც დაემატა — „მარკას” თქმით ესპანეთის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა შესაძლოა პარიზული კლუბი დატოვოს. როგორც მადრიდული გამოცემა წერს, ლუის ენრიკე აღშფოთებულია. ის ხედავს, რომ პსჟ-ს ხელმძღვანელობა მბაპეს საკითხს ვერ აბამს თავს. პარიზელთა მრისხანე თავდამსხმელმა შესაძლოა გუნდი დატოვოს. ასევე შეიძლება წავიდეს...
