გენიალური არგენტინელის პოსტსაფეხბურთო ცხოვრება ასეთივე გენიალური ვერ აღმოჩნდა, თუმცა უამრავი სკანდალისა და სამწვრთნელო ასპარეზზე არცთუ დიდი წარმატებების მიუხედავად, დღემდე არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დიეგოს სიდიადის ჯოკრად გამოყენებას ცდილობენ. ერთ-ერთი გახლავთ ანტონიო ტორესი – ყოფილი ფეხბურთელი და საფეხბურთო მსაჯი, რომელმაც ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის მზადება. მისი განცხადებით, თუ არჩევნებში [...]
