ჭდე: მეისონ გრინვუდი

Home მეისონ გრინვუდი
გრინვუდს ნაიკი ცენტსაც არ მისცემს, იუნაიტედი კი კვირაში 75 ათასს უხდის
ჩანაწერი

გრინვუდს ნაიკი ცენტსაც არ მისცემს, იუნაიტედი კი კვირაში 75 ათასს უხდის

„ნაიკმა“ მეისონ გრინვუდს სპონსორული ხელშეკრულება გაუწყვიტა და კომპენსაციის სახით ცენტსაც არ გადაუხდის. გრინვუდის შესახებ ვწერდით: „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავი პოლიციაში აღმოჩნდა. მას ბრალად გაუპატიურება, ძალადობა და სიკვდილით დამუქრება ედება. გრინვუდის აგრესიის ობიექტი 18 წლის სტუდენტი ქალი აღმოჩნდა. სპორტული ნაწარმის აღშფოთებულმა ამერიკულმა გიგანტმა კი განაცხადა, რომ მომხდარის გამო „იუნაიტედის“ თავდამსხმელი „მისი ათლეტი“ აღარ არის. „დეილი მეილი“ წერს, [...]

იუნაიტედში აზრი გაიყო
ჩანაწერი

იუნაიტედში აზრი გაიყო

ესღა აკლდა პრობლემებით დატვირთულ „მანჩესტერ იუნაიტედს“. ფეხბურთელები მეისონ გრინვუდის დაჭერის გამო წაკიდებიან ერთმანეთს. როგორც ცნობილია, მოთამაშეების ნაწილმა, მათ შორის ედინსონ კავანიმ, კრიშტიანუ რონალდუმ, ვიკტორ ლინდელოფმა და სხვებმა 20 წლის თავდამსხმელი სოციალურ ქსელებში მეგობრებიდან წაშალეს და მის მიმართ მკაცრი პოზიცია დაიკავეს. ეს იმიტომ მოხდა, რომ გრინვუდი ჩავარდა. მას ქალის გაუპატიურებასა და ცემას სდებენ ბრალად. კავანის, რონალდუს, [...]

გრინვუდს საკნიდან არ უშვებენ
ჩანაწერი

გრინვუდს საკნიდან არ უშვებენ

მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაური უნდა იყო კაცი, რომელსაც კვირაში 75 000 გირვანქას გიხდიან, „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობ, მთელი ქვეყანა გიცნობს, უყვარხართ და თავს ისეთ დღეში იგდებ, რომ აგერ უკვე სამი დღეა გისოსებს მიღმა ზიხარ; ვექილებს გარეთ ვერც კი გამოჰყავხართ, დაკითხვებზე შინიდან რომ იარო. 20 წლის მეისონ გრინვუდზე მოგახსენებთ, რომელიც კვირას გაუპატიურებისა და ძალადობის ბრალდებით აიყვანეს. ბოლო [...]

მეისონ გრინვუდი დაიჭირეს
ჩანაწერი

მეისონ გრინვუდი დაიჭირეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი მეისონ გრინვუდი გაუპატიურებისა ძალადობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ დაადასტურა, რომ 20 წლის თავდამსხმელი წინასწარი პატიმრობის საკანშია. ბრალდებათა შესახებ კვირას დილით გახდა ცნობილი. ფეხბურთელის დასაჭერად დიდ მანჩესტერში ანუ ჩვენებურად ქალაქს მიერთებულ დასახლებაში, რომელსაც ბოუდონი ჰქვია, პოლიციის მანქანები და ესკორტი მივიდა. დაცვა, რომელიც ფეხბურთელს სავარაუდოდ კლუბმა მიამაგრა, მეზობლად მდებარე მშობლების სახლში იყო. დაცვის თანამშრომლებმა დაადასტურეს, [...]

ინგლისელების ჭირვეული სამეული
ჩანაწერი

ინგლისელების ჭირვეული სამეული

გარეთ საუთგეიტმა მოყვა, რომ სამი ფეხბურთელი ამ ეტაპზე ინგლისის ნაკრებში თამაშისგან თავს იკავებს. ერთ-ერთი მათგანია „მანჩესტერ იუნაიტედის“ 20 წლის თავდამსხმელი მეისონ გრინვუდი, რომელმაც სექტემბერში მწვრთნელს შვიდი(!) თამაშიდან განთავისუფლება სთხოვა. ოქტომბერში, „დორტმუნდში“ მოთამაშე ჯუდ ბილინგემმაც ითხოვა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევებიდან გაშვება, თუმცა დღეს ის შეკრებაზეა. ბილინგემი 18 წლისაა. „ჩელსის“ 20 წლის ფრთის მოთამაშე კალუმ-ჰადსონ ოდოი კი ამ [...]

პატარები და მაგრები
ჩანაწერი

პატარები და მაგრები

რატომ მოხდა ასე, გასაგებიცაა, ტალანტებმა გაიბრწყინეს და მათში დიდი პოტენციალი დაინახეს… არ გაგიკვირდებათ, როცა ნახავთ, რომ ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელები ახალგაზრდები არიან. ვინ იცის, ეგებ არც ის დღეა შორს, როცა უძვირესი ფეხბურთელების ხუთეულში, თუნდაც ათეულში, ქართველი ფეხბურთელის გამოჩნდეს. 5. მეისონ გრინვუდი  19 წლის, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მისი ამჟამინდელი ღირებულება 50 მილიონი ევრო გახლავთ, ფასი კი 2020-ში 30 მილიონი ევროთი გაეზარდა. [...]

ბიჭების ოცეული მზადაა
ჩანაწერი

ბიჭების ოცეული მზადაა

იტალიურმა გამოცემა „ტუტოსპორტმა“ 2020 წლის „გოლდენ ბოის“ გამოსავლენად 100-ფეხბურთელიანი სია გაფილტრა და მხოლოდ 20 დატოვა. ეს პრესტიჟული ჯილდო ყოველწლიურად 20 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა. გამოკითხვას თავად „ტუტოსპორტი“ ატარებს. ოცეული ასე გამოიყურება: მიტჩელ ბაკერი (პსჟ), ედუარდო კამავინგა (რენი), ჯონათან დავიდი (ლილი), ალფონსო დევისი (ბაიერნი), სერჟინო დესტი, ანსუ ფატი (ორივე ბარსელონა), ფაბიუ სილვა (ვულვზი), ფილ ფოდენი, ფერან [...]

ტრამპს პოპულარობის შეეშინდა
ჩანაწერი

ტრამპს პოპულარობის შეეშინდა

„მანჩესტერ იუნაიტედში” მეისონ გრინვუდს რამდენიმე დღის განმავლობაში მარტო ვარჯიში დაუწესეს. ასეთი იყო პირველი დღე, როდესაც 18 წლის თავდამსხმელი ნაკრების ბანაკში თავს გადახდენილი სკანდალური ამბის შემდეგ ქერინგტონის ბაზაზე დაბრუნდა. მეტიც, გრინვუდს უთხრეს, რომ სავარჯიშოდ მას მერე უნდა იაროს, რაც ოლე გუნარ სულშერი და გუნდი ბაზას დატოვებენ. შეგახსენებთ, რომ გრინვუდი და მისი მეგობარი „მანჩესტერ სიტიდან” ფილ ფოდენი [...]

ინგლისელი კოვიდიოტების რაოდენობა იზრდება
ჩანაწერი

ინგლისელი კოვიდიოტების რაოდენობა იზრდება

ფილ ფოდენი და მეისონ გრინვუდი ინგლისის ნაკრების შემდეგ ოთხ შეხვედრაში ვერ ითამაშებენ. ისინი დასაჯეს. „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდა ვარსკვლავები გარეთ საუთგეიტის ბანაკიდან დაიფრინეს და ისინი უკვე ინგლისში არიან. ფოდენმა და გრინვუდმა ისლანდიაში კარანტინის წესები დაარღვიეს და სასტუმროში გოგოები მიიყვანეს. „გულუბრყვილო ბიჭები”, რომელთაც 24 საათით ადრე რეიკიავიკში, ერთა ლიგის უღიმღამო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, თუმცა [...]

ბიჭები ბრდღვნიან ყველაფერს!
ჩანაწერი

ბიჭები ბრდღვნიან ყველაფერს!

მანჩესტერში ხალხს სერ ალექს ფერგიუსონის დრო გაახსენდა: „იუნაიტედში” ყმაწვილები თამაშობენ და ისინი ყველაფერს ბრდღვნიან! ოლე გუნარ სულშერის გუნდი შემტევ ფეხბურთს რომ თამაშობს, ამის დასტური პრემიერლიგის მიმდინარე ჩემპიონატში მის სასარგებლოდ დანიშნული სარეკორდო(!) 13 პენალტია, ხოლო ყველა შეჯიბრებაში ერთად მანჩესტერელებმა 18 თერთმეტმეტრიანი დაარტყეს. მათ შორის იყო გუშინდელი საეჭვო პენალტიც, რომლის წყალობითაც ბრუნო ფერნანდეშმა „ასტონ ვილასთან” 27-ე წუთზე [...]