ბოლოდროინდელმა მოვლენებმა პორტუგალიელი მცველი მარიო რუი ცოტა მიგვავიწყა, არადა მან შესაძლოა „ნაპოლის” უჩივლოს. რუიმ კლუბს გუნდში დაბრუნება მოთსთხოვა. ამავე პრეტენზიით 33 წლის მოთამაშემ მიმართა იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციასაც. ის პროფკავშირისგან დახმარებას ითხოვს. მას მერე, რაც „ნაპოლის” სათავეში ანტონიო კონტე ჩაუდგა, მარიო რუის „აძურისთან” ერთად ფაქტობრივად აღარ უვარჯიშია. ის კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე მარტო ცდილობს ფორმის შენარჩუნებას. საწვრთნელ...
ჭდე: მარიო რუი
მარიო რუიც უგუნდოდ დარჩა
ევროპაში სატრანსფერო სეზონი დაიხურა და გაირკვა, რომ „ნაპოლის” ფეხბურთელთაგან ვიქტორ ოსიმენის გარდა კიდევ ერთი დარჩა კლუბის გარეშე — მარიო რუი. პორტუგალიელმა მარცხენა მცველმა ბოლო რამდენიმე დღეში დაიწუნა „ნიცა”, „ლილი”, „სან პაულუ”, „არისი” და „ვალიადოლიდი”.
მარიო ჯიუფრედი: პირველად ინტერმა დამირეკა
„ნაპოლის” კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოს აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ დაპირებულ პრეს-კონფერენციაზე თავისი კლიენტისა და კლუბის ურთიერთობაზე ილაპარაკა. შესავალში მან თქვა, რომ დი ლორენცო „ნაპოლიში” რჩება. შემდეგ აგენტმა აღწერა ტრიუმფალური სეზონის შემდგომი პერიოდის სირთულეები, რომელსაც „აძურიში” მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ცვლილება დაემთხვა. ამ მიზეზების ერთობლიობამ განაპირობა ცუდი შედეგები. ჯამში ჩამოყალიბდა არასასურველი გარემო, რამაც მთლიანად გუნდზე და პირადად დი...
ოსიმენში 130 მილიონს არ გადაიხდიან
იტალიელი ჟურნალისტი და ტრანსფერების ექსპერტი ალფრედო პედულა SportItalia-ს პოდკასტში გამოვიდა და „ნაპოლისთან” დაკავშირებულ საკითხებს შეეხო: „ვიქტორ ოსიმენს საუდის არაბეთში გადასვლა არ უნდა. შესაბამისად, „ნაპოლი” 130 მილიონ ევროს ვერ მიიღებს. „პარი სენ ჟერმენმა” და სხვებმა კი მაქსიმუმ 80 მილიონი გაიღონ. და რა მოხდება თუ რომელიმე კლუბი აურელიო დე ლაურენტისს 80 მილიონს შესთავაზებს? უნდა ვივარაუდოთ, რომ მართალია...
კვარაცხელია სადღა წავა?
areanapoli წერს, რომ „ნაპოლი” ანტონიო კონტეს მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა. ბოლო დღეებში თვალშისაცემად ამოძრავებულა კლუბის ახალი სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა. როგორც „სქაი სპორტი” ამბობს, მან ყურადღება „ჟირონას” მარცხენა მცველზე, მადრიდში დაბადებულ-გაზრდილ, „რეალის” სკოლაგამოვლილ 22 წლის მიგელ გუტიერესზე გადაიტანა. შეგახსენებთ, რომ „ჟირონა” „რეალისა” და „ბარსელონას” შემდეგ ლა ლიგაში მესამე ადგილზე გავიდა. გუტიერესის ფასი 25...
ყველას, ვისაც ფეხბურთი უყვარს!
ნეაპოლური საიტი tuttonapoli ყოველი მატჩის შემდეგ გამოყოფს ათ მოვლენას, რომელმაც მისი აზრით ამ კონკრეტულ შეხვედრაში ითამაშა როლი. ჩვენ პერიოდულად ვცდილობთ გადმოვაქართულოთ ის აბზაცები, რომლებიც ქართველ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ეხება. „ტორინოსთან” 1:1-ის შემდეგ პორტალმა კვარაცხელიას მეცხრე პუნქტი მიუძღვნა, სადაც კერძოდ წერია: კვარაცხელია, რომელიც ყველასთვის ყველაფერს აკეთებდა. „მან დასაწყისში გოლი ვერ გაიტანა; ის Tinder-ზე (გაცნობათა საიტი) უკეთ...
ჯიუფრედი: ნეაპოლელებს მოკლე მეხსიერება აქვთ
„ნაპოლის” ფეხბურთელების ჯოვანი დი ლორენცოსა და მარიო რუის აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ Radio Crc-თან ინტერვიუში თქვა: „კრიტიკის მოსმენა ფეხბურთელის პროფესიის ნაწილია, რაც დი ლორენცომ კარგად იცის. ამ ბიჭს ფართე მხრები აქვს. ის იყო „ნაპოლის” კაპიტანი საჩემპიონო სეზონში და ახლაც, როდესაც საქმეები კარგად აღარ მიდის, სირთულეებს თვალს ჯიქურ უსწორებს. ჯოვანი წუხს, რომ „ნაპოლიში” ვითარება აირია და ვფიქრობ,...
მინუს ელმასი
„ნაპოლის” თავკაც ვალტერ მაცარის თავის ტკივილის მიზეზი არ ელევა. „კალიარისთან” შეხვედრის წინ ჩრდილო მაკედონიელი ელიფ ელმასი დაშავდა, პორტუგალიელი მარიო რუი და ურუგვაელი მატიას ოლივერა კი ჯერ არ გამოჯანმრთელებულან. კლუბის განცხადებაში წერია, რომ გუნდი გუშინ დილით კონამის საწვრთნელ ცენტრში „კალიარისთან” მე-15 ტურის შეხვედრისთვის ემზადებოდა. ვარჯიში მიმდინარეობდა მეორე მოედანზე. ფეხბურთელები ჯერ გახურდნენ, შემდეგ შესრულდა ტექნიკური სავარჯიშოები, ითამაშეს...
ნაპოლის კაცი დააკლდა
„ნაპოლის” ახალი მწვრთნელის ვალტერ მაცარის ერთ-ერთი პირველი ამოცანა მარცხენა მცველის მარიო რუის გარეშე თამაშის სწალვაა. პორტუგალიელი მის განკარგულებაში ტრავმის გამო თვენახევარი არ იქნება. რასაკვირველია, გუნდში რუის შემცვლელი არსებობს. ის გახლავთ მატიას ოლივერა, მაგრამ ვინაიდან სატრანსფერო ფანჯარა იანვრამდე არ იღება, ურუგვაელი თავის პოზიციაზე დროებით მარტო დარჩება. areanapoli წერს, რომ მაცარი სამარქაფო მარცხენა მცველად ალესანდრო ძანოლის, ჯოვანი...
მაცარი ძველი ნაცნობები და გრიპიანი ოსიმენი
„ნაპოლიში” ვალტერ მაცარის მეორე პერიოდი ოფიციალურად დაიწყო. იტალიელმა მწვრთნელმა პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან შეთანხმებას მიაღწია და 14 ნოემბერს ნეაპოლში ჩაფრინდა, 15 ნოემბერს კი დე ლაურენტისის თანხლებით კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ცენტრში მივიდა. როგორც ნეაპოლური მედია წერს, გარსიას ხელში სულ ბაზაზე ყოფნას დაჩვეული პრეზიდენტი იქაურობას ჯერჯერობით კვლავ ვერ ელევა. მაცარის კი კასტელ ვოლტურნოში დიდი წარდგენა არ სჭირდებოდა,...









