თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეც საქართველოს ჰიმნით დაიხურა. ჩემპიონი -90 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე გახდა. ფინალში მან სერბი ნემანია მაიდოვი ვაზარით დაამარცხა. ფინალამდე კი ლუკამ 4 შეხვედრა მოიგო. პირველ ბრძოლაში ფინელ მეტოქეს ვაზარით მოუგო, მეორეში კი სერბს ვაზარისა და იუკოს უპირატესობით. 1/4 ფინალში ბულგარელ ივაინო ივალოვთან ჰქონდა რევანში ასაღები და აიღო კიდეც.მიუხედავად...
ჭდე: ლუკა მაისურაძე
ორ-ორი ოქრო და ბრინჯაო
თბილისის გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს დელეგაციამ ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი ირგუნა. 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოქრო ლუკა მაისურაძემ მოიპოვა. მან მიყილებით დაამარცხა ლიეტუველი აუგუსტას სრატერისი, სერბი მილან რადული, გერმანელი იარნე დიუკი და უზბეკ ნურბეკ მურტოზოევი. ჩვენიანმა ფინალში კიდევ სერბი, ნემანია მაიდოვი დაამარცხა და ოქროს მედალი აიღო. ამავე წონაში მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ლუკა...
ორი ფავორიტის ერთი ბრინჯაო
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონმა მედლისკენ მიმავალი გზა იტალიელი კრისტიან პარლატის ძლევით დაიწყო; შემდეგ ჩეხი კლამერტი და ესტონელ კალიულაიდი ვაზარით დაამარცხა. ჩვენებურის მეტოქე ნახევარფინალში იაპონელ სანშირო მურაო იყო, ვისთანაც დამარცხდა და მესამე ადგილისთვის იტალიის წარმომადგენელს, კენი კომი ბედელს დაუპირისპირდა. მაისურაძემ შური იძია...
ევროპა ლუწად
ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მორიგი მედალი მიითვალა. ევროპის სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) ამჯერად ვერცხლს დასჯერდა. ტატო საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და უკრაინელ ვლადისლავ კოლობოვს იუკოთი სძლია, შემდეგ კი, ფინალამდე ყველა იპონით მოიგო: ჯერ ჩეხ იან სვობოდას აჯობა, შემდეგ ბულგარელ ჰრისტო ვალკოვს, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ზელიმ ტცკაევს. ფინალში გრიგალაშვილს...
ხარისხით ნაკლები მედალი
პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მედალი მეორე დღესაც მოიპოვა, მაგრამ ხარისხი უფრო ნაკლები იყო. ჩერნოგორიის დედაქალაქში ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ვერცხლს დასჯერდა. ლიპარტელიანმა მერვედფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოჭიდავე დარია კურბონმამადოვას იუკოთი სძლია, მეოთხედფინალში შვეიცარიელი ბინტა ნდიაე იპონით დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ისრაელის ნაკრების წევრ ტიმნა ნელსონ ლევის იუკოთი აჯობა. ფინალში ჩვენებური გერმანელ სეია...
მაისურაძე მედლით
ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე დისკვალიფიკაციით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ ტატამიზე დაბრუნდა და პირველივე ტურნირზე მედალი მოიპოვა. ტურნირი კი, უბრალო ნამდვილად არ ყოფილა – ტოკიოს გრანდ სლემზე ყოველთვის ძლიერი შემადგენლობა იყრის თავს და მაისურაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. 90 კგ. წონით კატეგორიაში მაისურაძე განთესილი იყო და საქმეში მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც იაპონელი ჰიდეტოში ტოკუმოჩი დაამარცხა, ვისაც მეოთხედფინალში ესტონელი...
ვერცხლი და ბრინჯაოს ტოკიოდან
ტოკიოში დაიწყო ძიუდოს პრესტიჟული გრანდ სლემი, სადაც საქართველოს ნაკრები 16 წარმომადგენლით არის ჩასული. თუმცა, შესუსტებული შემადგენლობით. ტურნირის პირველ დღეს მედლები მამაკაცთა 3 და ქალების 4 წონით კატეგორიაში გათამაშდა, აქედან ჩვენებმა 5 წონაში იასპარეზეს და ორი მედალი მოიპოვეს. ლუკა მაისურაძემ (90) მედლისკენ სვლა ისრაელელ გაი გურევიჩით ძლევით დაიწყო, შემდეგი იყო შვედი მარკუს ნიმანი, ვისაც ყირგიზი ერლან...
ქართული ფინალი ამჯერად ბექაურმა მოიგო
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს მასტერსის ბოლო დღეს საქართველოს დელეგაციამ ყველა სინჯის მედალი მოიპოვა – ოქრო, ვერცხლი და ორი ბრინჯაო. 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გარანტირებული ორი მედალი გვქონდა, რადგან, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ამჯერადაც ერთმანეთს ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე შეხვდნენ. დაძაბულ ბრძოლაში ბექაურმა გაფრთხილებების ხარჯზე იმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში წაგების გამო რევანში აიღო. ფინალამდე...
გუნდური ქართული…
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დოჰაში, მსოფლიო ჩემპიონატზე პირად პირველობაში მოპოვებული წარმატების შემდეგ კიდევ ერთი ისტორიული შედეგი დააფიქსირა – გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა და პირველი მედალი მოიპოვა… აღსანიშნავი ფაქტია, რომ მსოფლიო გუნდური პირველობა მეექვსედ ჩატარდა და ექვსივეჯერ იაპონიამ მოიგო. ჩვენი პირველი მედალი კი იმით არის განპირობებული, რომ გუნდურ შეჯიბრებაში 6 ძიუდოისტია – 3-3 ქალი და ვაჟი....
ქართული ფინალი მაისურაძემ წაიღო
ძალიან მაგარი შეგძნებაა, როდესაც ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ იცი, რომ ჩემპიონი აუცილებლად ქართველი გახდება… ასე მოხდა დოჰაში, სადაც დღეს საჭიდაოდ 90 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გავიდნენ და ფინალი ქართული გამოდგა –ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე. საინტერსო და დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში, მაისურაძემ ლამაზი ილეთით მოიგო. ოქროსკენ მიმავალ გზაზე მაისურაძემ უნგრელი როლანდ გოზი, თურქეთის წარმომადგენელი...

![big_058516f2a4250a3687f88c31f58ae624[downloader.la]-62761a575f4b6 ორ-ორი ოქრო და ბრინჯაო](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/big_058516f2a4250a3687f88c31f58ae624downloader.la-62761a575f4b6.jpg)







