„პარი სენ ჟერმენმა’’ შინ წააგო „ლიონთან’’ (1:2) და „პარიზიენმა’’ ამასთან დაკავშირებით დაწერა: „შემადგენლობაში ექვსი ცვილების მიუხედავად გუნდი კვლავ „ლივერპულზე’’ ფიქრობდა. ფეხბურთელები რეალობიდან უცნაურად გარიყულები ჩანდნენ და ამის გამო „ლიონმა’’ სინი მე-6 წუთზევე დასაჯა…’’. მართლა იმის ბრალი იყო პსჟ-ს ფეხის დაცდენა, რომ გუნდი მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა გადართული თუ არა, ფაქტია, რომ მე-18 წუთზე აფონსო მორეირამ იმავე...
ჭდე: ლიგა 1
მარსელთან წიტაიშვილი კარგი იყო, მეცი – ცუდი
სამი ქართველის, გიორგი წიტაიშვილის, გიორგი აბუაშვილისა და გიორგი ქვილითაიას „მეცს’’ სავარაუდოდ აღარაფერი ეშველება, მომავალ სეზონში ლიგა 2-ში მოუწევს წვალება ლიგა 1-ში დასაბრუნებლად, „მარსელი’’ კი ზედიზედ ორი წაგების შემდეგ გამარჯვების გზაზე დადგა- 3:1. ზღვისპირელები დომინირებდნენ. მათგან გოლები გაიტანეს პიერ-ემერიკ ობამეიანგმა (13), იგორ პაიშაომ (48) და ჰამედ ჟუნიორ ტრაორემ (93), მეცელთაგან კი თავი გიორგი წიტაიშვილმა (49) გამოიჩინა....
ლანსმა პარიზს უარი შეუთვალა
მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო: „პარი სენ ჟერმენმა’’ ოფიციალურად მოითხოვა „ლანსთან’’ შეხვედრის გადადება. ეს მატჩი დანიშნულია 11 მარტს, ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულთან’’ ორ თამაშს შორის. პარიზულ გუნდს სურს დაძაბული კვირა შეიმსუბუქოს, მაგრამ გადადების კატეგორიული წინააღმდეგია „ლანსი’’. ადრე ფრანგულ პრესაში ამოვიკითხეთ, თითქოს მეტოქის თანხმობის გარეშე ლიგა 1-ის კალენდარი ვერ შეიცვლება, მაგრამ „პარიზიენი’’ წერს, რომ საფრანგეთის პროფესიული ლიგის...
ხვიჩას უიღბლო დღე
„პარი სენ ჟერმენის’’ წარმატებული კვირა ლიგა 1-ის 27-ე ტურში „ნიცას’’ 4:0 ძლევით დასრულდა. ასეთ შეხვედრებზე შეიძლება თქმა, რომ გამარჯვებულ გუნდს ოფლი არ გამოსვლია ― პარიზელები ცხრილის სათავეში დარჩნენ და მდევარ „ლანსს’’ ძველებურად ერთი ქულით უსწრებენ. ერთადერთი, რაზეც ქართველ გულშემატკივარს ამ შეხვედრაში გული დასწყდა ხვიჩა კვარაცხელიას უიღბლობაა. პსჟ-ს ვარსკვლავს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ბურთი ხან...
პსჟ არ ვარგოდა
ბოლო ტურებში „მონაკომ’’ საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილზე სერიოზული გავლენა იქონია. გუნდმა, რომელიც ევროთასებზე გასვლისთვის იბრძვის ჯერ ჩემპიონობის პრეტენდენტ „ლანსს’’ მოუგო სტუმრად 3:2, შემდეგ კი ზედ, ასევე მის მოედანზე, „პარი სენ ჟერმენი’’ დააყოლა – 3:1. მართალია, ამ წუთის სატურნირო მდგომარეობით პსჟ 25-ე ტურის შემდეგ მაინც ცხრილის სათავეში რჩება, მაგრამ „მეცის’’ დამარცხების შემთხვევაში (რაც მაინცდამაინც ძნელი არ...
სამი ქართველის მცდელობა
„მეცის’’ საქმე არ მიდის კარგად. მიუხედავად იმისა, რომ 22-ე წუთის შემდეგ თერთმეტი ათს ეთამაშებოდა, მასპინძელი მაინც დამარცხდა – 0:1. „ბრესტთან’’ წაგება მისთვის რვა შეხვედრაში მეშვიდე გამოდგა. ასეთი სტატისტიკაც შეგვიძლია მოვიტანოთ: „მეცს’’ ბოლო 11 შეხვედრიდან ერთიც არ ჰქონდა მოგებული, მაგრამ იცოდა, რომ „ბრესტთან’’ შეხვედრა მისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობისა იყო. მას აუცილებლად უნდა მოეგო. თამაში მართლაც მასპინძელთა იერიშებით...
პსჟ-მ მოიგო, კვარამ – მოინდომა
„პარი სენ ჟერმენმა’’ სტუმრად „ლე ავრთან’’ მოგებით მთავარი საქმე გააკეთა ― სამი ქულა ჩაიწერა და ცხრილში „ლანსს’’ უკვე 4 ქულით უსწრებს. პარიზელები მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ ინიციატივას, რის პირდაპირი მტკიცებულებაც გახლავთ ის, რომ მედიამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ერთხმად და სამართლიანად დაასახელა მასპინძელთა მეკარე მორი დიავი. სენეგალელმა 7 დარტყმა მოიგერია, მათ შორის დეზირე დუეს მიერ 79-ე...
ქართველების ერთად ყოფნა… პარიზში
იმაში, რომ „პარი სენ ჟერმნმა’’ აუტსაიდერ „მეცს’’ შინ 3:0 მოუგო განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის ეს იყო გამორჩეული შეხვედრა, რადგან საფრანგეთის ლიგა 1-ში 11 წუთის განმავლობაში მოედანზე ერთბაშად ოთხი თანამემამულე იხილა: მასპინძელთა მხრიდან ხვიჩა კვარაცხელია, ხოლო სტუმართა მხრიდან სამი გიორგი – წიტაიშვილი, აბუაშვილი და ქვილითაია. თავიდან მხოლოდ წიტაიშვილმა ითამაშა. 64-ე წუთზე მას კვარაცხელია დაემატა, შემდეგ...
გიორგების მეცს ხვიჩას პარი სენ ჟერმენის არ ეშინია
სამი ქართველი ფეხბურთელის, სამი გიორგის ― წიტაიშვილის, აბუაშვილისა და ქვილითაიას ― გუნდი „მეცი’’ ლიგა 1-ის ცხრილში ბოლო ადგილზეა და შაბათს „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენს’’ უნდა ესტუმროს. ბენუა ტავენოს შეგირდები უმძიმესი გამოწვევის წინაშე დგანან, მაგრამ როგორც ფრანგული პრესა წერს ყურების ჩამოყრას არ აპირებენ. ტავენო, „ბასტიას’’ ყოფილი თავკაცი, დარწმუნებულია, რომ გუნდი ჯერ კიდევ შეიძლება გადარჩეს,...
ლანსმა პარი სენ ჟერმენს გაასწრო
მას მერე, რაც „პარი სენ ჟერმენმა’’ „რენთან’’ 1:3 წააგო, „ლანსს’’ ლიგა 1-ის ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა და შანსი ხელიდან არ გაუშვა. ჩრდილოელებმა „პარკ დე პრენსის’’ გვერდით მდებარე „სტად ჟან ბუენზე’’ 5:0 მოუგეს დედაქალაქის მეორე გუნდ „პარიზს’’. კარგად ესმოდათ რა შეხვედრის მნიშვნელობა პიერ საჟის ბიჭებმა თამაში სწრაფად დაიწყეს. უკვე მერამდენედ გამოავლინა ეფექტურობა ფლირიან ტოვენისა...








