„პარი სენ ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა ლუიშ კამპუშმა განაცხადა, რომ ზეიმის შემდეგ მუშაობის დრო დადგა. პორტუგალიელმა იცის, რომ სცენაზე ახლა მისი გამოსვლაა – იწყება ტრანსფერების სეზონი და საფრანგეთის თასის გარდა ყველაფრის მომგები გუნდი სწორედ მან უნდა გააძლიეროს. გასულ სეზონში ლუის ენრიკემ შეძლო ფეხბურთელებისთვის სათამაშო დრო ისე გაენაწილებინა, რომ უზარმაზარი დატვირთვების მიუხედავად მათ სეზონი ჯანმრთელად, კარგ ფორმაში...
ჭდე: ლაიფციგი
ელმასი ახლა ნაპოლიში რომ ყოფილიყო
საიტი spazionapoli წერს, რომ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის” ცხოვრებაში გასაგები და მისაღები ცოტა რამ მოხდა. ბევრ სხვა ამბავთან ერთად პარადოქსული იყო ელიფ ელმასის გაყიდვაც, რამაც სიკეთე არც გუნდს მოუტანა და არც ფეხბურთელს. მეტიც, ჩრდილო მაკედონიელ ვარსკვლავს ეტყობა ნოსტალგია შემოაწვა და როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, „ლაიფციგის” სათადარიგოთა სკამზე ჯდომისგან მოზღვავებული დარდის გასაქარვებლად ნეაპოლს ეწვია, სადაც ქუჩებში მანქანით...
ელმასი რეალს ემუქრება
„ნაპოლი” კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა — ჩრდილო მაკედონიელი ელიფ ელმასი „ლაიფციგში” გადავიდა. „ჩემთვის ბუნდესლიგაში, კერძოდ „ლაიფციგში” გადასვლა ოცნების ახდენაა. აქ გეგენპრესინგს თამაშობენ, ფეხბურთი ჩქარია და შემტევი. ასეთი სტილი ჩემთვის ზედგამოჭრილია. საკუთრივ გუნდი ახალგაზრდა ტალანტებისა და ვეტერანების საინტერესო კრებულია. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს საჩემო ადგილია. ერთი სული მაქვს, როდის დადგება იანვარი და ჩავერთვები საქმეში. ბოლო...
ბაიერნში წინასწარ…
„ლაიფციგის“ ნახევარმცველმა კონრად ლაიმერმა, რომელსაც კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მიუნხენის „ბაიერნთან“ ოთხწლიანი წინასწარი კონტრაქტი გააფორმა. წყაროს ცნობით, 25 წლის ავსტრიელმა ორჯერ გაიარა სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც კლუბი და ფეხბურთელი ურთიერთხელსაყრელ პირობებზე შეთანხმდნენ. ლაიმერი „ლაიფციგში“ 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 21 მატჩი ჩაატარა, ორი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა....
ვალენსია მორიბას დატოვებას არ აპირებს
გასული სეზონის მეორე ნახევარში, გვინეის ნაკრების 19 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ილიაშ მორიბა „ვალენსიაში” გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი იყო, თუმცა ის გერმანულ „ლაფციგს” ეკუთვნოდა. ახლა მორიბა როგორც ჩანს „აიაქსში” გადადის და თუ ეს ტრანსფერი განხორციელდება, მაშინ რაღაც თანხა… „ბარსელონასაც” ერგება. ასეთი დახლართული გახლავთ ფეხბურთელთა თანამედროვე ბაზარი. გვინეელი დედისა და ლიბერიელი მამის ვაჟი პროფესიონალად ესპანეთში ჩამოყალიბდა. თავიდან „ბარსელონას”...
იცით, ბოლოს როდის მოიგეს იტალიელებმა?
ბერგამოს „ატალანტას“ მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ ევროპა ლიგაზე „ლაიფციგთან“ თამაშის წინ აღნიშნა, არ დაგავიწყდეთ, იტალიის გუნდებს ეს თასი 1999 წლის მერე არ მოუგიათო. შეგახსენებთ, ევროპა ლიგას 2009 წლამდე უეფას თასი ერქვა … და 1999 წელს „პარმამ“ მოიგო. ჯანლუიჯი ბუფონი, ფაბიო კანავარო, ერნან კრესპო, ხუან სებასტიან ვერონი და სხვა ვარსკვლევები თამაშობდნენ მაშინ ალბერტო მალესანის გუნდში… „23...
გზა სევილიისკენ, გზა ტირანასკენ
გაიმართა ევროპა ლიგის მეოთხედფინალ – ნახევარფინალების წილისყრა. ევროპა ლიგით დავიწყოთ, სადაც საკმაოდ ძლიერი შემადგენლობაა. ჯერ მარტო „ბარსელონა“ რად ღირს… ჩავის გუნდი მშვენიერ ფორმაშია და რა თქმა უნდა, ამ ტურნირის მთავარი ფავორიტია, მით უმეტეს სწორედ აქეთაა გადართული: საშინაო სარბიელზე ვერც ლა ლიგას მოიგებს, ვერც სამეფო თასს. აი, წყვილებიც: „ლაიფციგი“ – „ატალანტა“; „აინტრახტი“ – „ბარსელონა“; „ვესტ ჰემი“...
უეფამ სპარტაკი გააჩერა
მოსკოვის „სპარტაკს“ ევროპა ლიგიდან მოკვეთენ და „ლაიფციგთან“ მერვედფინალურ მატჩებსაც ვეღარ ითამაშებს. უეფა ამ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს და გერმანული კლუბი ავტომატურად გავა ტურნირის მეოთხედფინალში. მანამდე „ლაიფციგის“ პრეზიდენტმა, ოლივერ მინტცლაფმა, ივარაუდა, რომ „სპარტაკთან“ მატჩები არ გაიმართებოდა. „უეფასთან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს. გვჯერა მათი გადაწყვეტილებების და ვვარაუდობთ, რომ „სპარტაკთან“ თამაში არ მოგვიწევს“, – ამბობს მინტცლაფი. მანამდე გაცხადდა, რომ „სპარტაკი“...
ჰიონესი: პატიმრობამ უფრო გამაძლიერა
მიუნხენის „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გულახდილად ისაუბრა საპატიმროზე, ტრანსფერებზე, მენეჯმენტზე… ჰიონესი ის კაცია, გადასახადების დამალვისთვის ციხეში რომ იჯდა. 2014 წელს მიუსაჯეს სამწელიწადნახევარი, მაგრამ წელიწადსა და ცხრა თვეში გაათავისუფლეს. „დიახ, დიდი შეცდომა დავუშვი. ამან ჩემს რეპუტაციას დაარტყა და პასუხისმგებლობა ავიღე. თუმცა პატივს მცემდნენ ისინიც კი, რომლებიც მაკრიტიკებდნენ. შემეძლო ბრძოლა, სარჩელის შეტანა და ციხის თავიდან არიდება,...
ემილ I
შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ემილ ფორსბერგი გახდა. მოსალოდნელიც იყო, რადგან ფორსბერგმა 4 გოლი გაიტანა ევროპის ჩემპიონატზე და შესარჩევშიც მაგრად თამაშობდა. გამონაკლისი იყო ბათუმში, საქართველოსთან შეხვედრა (საბედნიეროდ…) ფორსბერგი ტიპიური ათიანია, მარცხნიდან უტევს. ტექნიკური, სასიამოვნო თამაშის მანერით. უკვე რამდენი წელია, გერმანული „ლაიფციგის“ ერთ-ერთი ლიდერია. უკვე კი არა, მას შემდეგ რაც „ლაიფციგი“ „რედ ბულის“ გახდა და კლუბის აღმავლობა...









