ჭდე: კრისტიან ერიკსენი

Home კრისტიან ერიკსენი
მანჩესტერი ახლა სხვაა
ჩანაწერი

მანჩესტერი ახლა სხვაა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ დანიელმა ნახევარმცველმა კრისტიან ერიკსენმა გაამხილა, თუ როგორ შეცვალა ტრავმირებული მარსელ ზაბიტცერი სასტარტო შემადგენლობაში, პრემიერლიგის გუშინდელ მატჩში „ნოტინგემ ფორესტის“ წინააღმდეგ (2:0). „დიდი დრო არ მქონდა მოსამზადებლად. გავიგე, რომ მარსელი ტრავმირებულია. მითხრეს, მზად იყავიო. ცოტა ხნით თამაშის რიტმს ვერ შევეწყვე, მომზადება მჭირდებოდა. შემდეგ კი ყველაფერი დალაგდა. ადვილად ვეგუები გუნდის თამაშს. პარტნიორებმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს, მათ...

პორტუგალიელი მეშვიდე ნომერი
ჩანაწერი

პორტუგალიელი მეშვიდე ნომერი

ოსლოში, „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ატლეტიკოს” შეხვედრაში გადამწყვეტი სიტყვა მეშვიდე ნომრით მოთამაშე პორტუგალიელმა თქვა, ოღონდ ეს ის პორტუგალიელი არ იყო თქვენ რომ იფიქრეთ. ეს გახლდათ მადრიდელი ჟოაო ფელიქსი, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუს გუნდს ამხანაგური თამაშის მეორე ტაიმში გოლი გაუტანა და სეზონისწინა პერიოდის პირველი მარცხი აწვნევინა — 1:0. რაც შეეხება რონალდუს, ის მთელი ზაფხული ცდილობდა სხვაგან გადასვლას, „ოჯახური...

მანჩესტერში ფეხბურთის სათამაშოდ წავედი
ჩანაწერი

მანჩესტერში ფეხბურთის სათამაშოდ წავედი

დანიელმა ვარსკვლავმა კრისტიან ერიკსენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ემბლემის გულისთვის კი არა, არამედ ფეხბურთის სათამაშოდ მივიდა. „მანჩესტერში გადასვლის გადაწყვეტილება ახალ მთავარ მწვრთნელთან, ერიკ ტენ ჰაგთან საუბრის შემდეგ მივიღე. მისი სტილი და იდეები ძალიან ახლოა ჩემსასთან. გაიხსენეთ ნიდერლანდელის „აიაქსი“ როგორ შემტევ ფეხბურთს თამაშობდა. „მანჩესტერში“ ემბლემის გულისთვის არ გადავსულვარ. იქ ფეხბურთის სათამაშოდ მივედი. ფეხბურთისა, რომელიც მე...

ერიკსენი წვიმაში
ჩანაწერი

ერიკსენი წვიმაში

მას შემდეგ, რაც კრისტიან ერიკსენმა `მანჩესტერ იუნაიტედთან~ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი ქომაგების აზრი ორად გაიყო. ტვიტერში ბევრი პოსტებია. ზოგი ამბობს კარგად მოიქცა `ბრენტფორდიდან~ რომ წამოვიდა, იქ მისი ადგილი არ იყოო… მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც აკრიტიკებენ: ღმერთმა გადაარჩინა, მან კი ეშმაკებს მიჰყიდა სულიო. აქ იგულისხმება მისი შარშანდელი გულის ოპერაცია და მანჩესტრელთა მეტსახელი – ეშმაკები. მანამდე კი...

მანჩესტერ იუნაიტედმა მესამე იყიდა
ჩანაწერი

მანჩესტერ იუნაიტედმა მესამე იყიდა

„მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი თავის ყოფილ გუნდს „აიაქსს” მიადგა. ინგლისურმა კლუბმა დაადასტურა, რომ ამსტერდამელთა არგენტინელი მცველის ლისანდრო მარტინესის სანაცვლოდ 55 მილიონ გირვანქას იხდის. მარტინესის ყიდვა „არსენალსაც” უნდოდა, მაგრამ „იუნაიტედი” საქმის გაჩარხვაში უფრო ყოჩაღი გამოდგა. ცენტრალური მცველი 24 წლისაა. მან ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით „აიაქსში” სამი წელიწადი ითამაშა. „არსენალმა” ვაჭრობა 34 მილიონი გირვანქიდან დაიწყო,...

ერიკსენი დაწვეს
ჩანაწერი

ერიკსენი დაწვეს

„ტოტენჰემის“ გულშემატკივარმა კრისტიან ერიკსენის მაისურა საჯაროდ დაწვა და შემდეგ ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამით მან ჩრდილოლონდონელ ქომაგთა უმეტესობის დამოკიდებულება გამოხატა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც საქციელი არ მოუწონეს. ერიკსენს პრემიერლიგის „ბრენტფორდთან“ კონტრაქტი 1 ივლისს დაუმთავრდა და მისი გადაბირება რამდენიმე კლუბს, მათ შორის, „ტოტენჰემსაც“ სურდა, მაგრამ 30 წლის დანიელმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ არჩია, სადაც უახლოეს ხანში სამედიცინო შემოწმებას...

მანჩესტერი უშვებს!
ჩანაწერი

მანჩესტერი უშვებს!

„სანი” წერს, რომ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას ფლობს. გაზეთის მტკიცებით „მანჩესტერ იუნაიტედი” დანამდვილებით თანახმაა პორტუგალიელი გაუშვას. 37 წლის მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი ინგლისში გუნდთან ერთად სავარჯიშოდ ჯერ არ ჩასულა, რის მიზეზადაც ოჯახი მოჰყავს. ინგლისური გაზეთის თქმით კრიშტიანუს პირველად ჯერ კიდევ ათი თვის წინ წამოცდა, რომ სიყმაწვილის დროინდელ კლუბში დაბრუნება მისთვის წარუმატებელი გამოდგა და სხვაგან...

ერიკსენის ზღაპრული დაბრუნება
ჩანაწერი

ერიკსენის ზღაპრული დაბრუნება

კრისტიან ერიკსენი შარშანდელი გულის შეტევის შემდეგ სანაკრებო ფეხბურთს დაუბრუნდა და პირველივე შეხებით გოლი გაიტანა. ინგლისური „ბრენტფორდის“ 30 წლის ვარსკვლავი საკლუბო დონეზე იმდენად ეფექტურად ათამაშდა, რომ დანიის ეროვნულ გუნდშიც გამოიძახეს. კაცმა რომ თქვას, დანიელი ვარსკვლავის ამ შეხვედრაში მონაწილეობა კოვიდის გამო მაინც საეჭვო იყო. ავადმყოფობის გამო მან „ლესტერთან“ „ბრენტფორდის“ ბოლო შეხვედრა გამოტოვა, მაგრამ საბედნიეროდ დროულად მოშუშდა და...

დაბრუნდა !!!
ჩანაწერი

დაბრუნდა !!!

რვათვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, დანიელი ვარსკვლავი, კრისტიან ერიკსენი მოედანს დაუბრუნდა. ორშაბათს, მის 30-ე დაბადების დღეს დაემთხვა, მან ახალი კლუბის, „ბრენტფორდის“ მაისურით პირველად ითამაშა ამხანაგურ მატჩში „საუთჰენდ იუნაიტედის“ წინააღმდეგ. სუსხიან, წვიმიან ამინდში მასპინძლებმა 3:2 მოიგეს და ერთი გოლი ერიკსენის პასით გავიდა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი წერს, დანიელი შუახაზელი საკმაოდ დატვირთული იყო მოედნის ცენტრში. ბევრს მოძრაობდა და...

კეთილი ამბავი – ერიკსენი დაბრუნდა
ჩანაწერი

კეთილი ამბავი – ერიკსენი დაბრუნდა

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღის ყველაზე კეთილი ამბავი კრისტიან ერიკსენის ფეხბურთში დაბრუნება იყო. მასთან პრემიერლიგის „ბრენტფორდმა“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე უკვე ოფიციალურად გააფორმა კონტრაქტი, ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. 29 წლის დანიელი ფეხბურთში, ევრო 2020-ზე მომხდარი საშინელი ისტორიიდან შვიდი თვის თავზე ბრუნდება. მაშინ, ფინეთთან მატჩის პირველი ტაიმის მიმდინარეობისას, დანიის ნაკრების ნახევარმცველი გაითიშა და მინდორზე დაეცა. როგორც შემდეგ...