14 ოქტომბერს, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო მატჩში, ბულგარეთის ნაკრები სოფიაში ინგლისთან ხომ განადგურდა და მეტიც, – გაწბილებული ბულგარელ ქომაგებზე მეტად, მიუხედავად შთამბეჭდავი გამარჯვებისა (6:0), ეს მატჩი ინგლისელი ფეხბურთელების მეხსიერებაში უარყოფითი კუთხით, ალბათ, დიდხანს შემორჩება. ტრიბუნაზე, ადგილობრივ ქომაგთა საშინელი ქცევის გამო, რაც სტუმარი ფეხბურთელების მისამართით რასისტულ გამოხდომებში გამოიხატებოდა, პირველ ტაიმში მატჩი ორჯერ შეწყდა. არბიტრს შეხვედრის საერთოდ შეწყვეტის...
