სეზონის ბოლოს, კეპა „ჩელსიში“ დაბრუნდება. მადრიდის „რეალი“ ესპანელი მეკარის ლონდონელებისგან გამოსყიდვას აღარ აპირებს. „რეალს“ უკრაინელი ანდრეი ლუნინის თამაში იმდენად მოეწონა, რომ მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავენ. ამჟამინდელი შეთანხმებით ლუნინი მადრიდში 2025-წლამდე უნდა დარჩეს, თუმც ახალი კონტრაქტი სავარაუდოდ გრძელვადიანი იქნება. სხვათა შორის, კეპას „ჩელსისთან“ კონტრაქტსაც 2025 წლის ზაფხულში გადის ყავლი და მერე თავისუფალი აგენტი გახდება.
ჭდე: კეპა
Home
კეპა
ჩანაწერი
25/12/2020 | 09:5925/12/2020 | 09:59აქეთურ-იქითური
მესიმ 160 მეკარეს ლუდი უკისრა
2020 წლის 22 დეკემბერი ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია. ლეო მესიმ „ვაიადოლიდს“ გაუტანა და ეს მის მიერ „ბარსელონას“ მაისურით გატანილი 644-ე გოლი იყო. ამდენი ერთი გუნდის სახელით ჯერ არავის გაუტანია. წინა რეკორდი 643 გოლი იყო, რომელიც თვით პელემ გაიტანა ბრაზილიურ „სანტოსში“ გატარებული 18 წლის განმავლობაში. ამ მოვლენის აღსანიშნავად კომპანია „ბუდვეიზერმა“ ლეოს თხოვნით სპეციალური საკოლექციო ლუდი მოხარშა. [...]
