თებერვლისთვის უჩვეულო დარში ბორჯღალოსნებმა ავჭალაში სეზონის მეორე გამარჯვება იზეიმეს და „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემიონატის ა ჯგუფის სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნიდერლანდებს 31:10 მოუგო, ერთის წილ 5 ლელო გაუტანა და ამის ხარჯზე პრემიალური ქულაც მიიღო. მიუხედავად ქართველთა დიდი უპირატესობისა, თამაშის პირველი და დასკვნითი ქულები სტუმრებმა მიითვალეს. მათ დებიუტშივე მოიპოვეს ჯარიმის შესრულების უფლება,...
