ნაკრებს მიღმა დარჩენილმა ქართველმა მორაგბეებმა ახალი სეზონი ძალიან წარმატებულად დაიწყეს. კერძოდ, ცუდი არასასურველი სპორტული ფორმის მიზეზით მსოფლიო თასზე წამსვლელთა შორის ვერმოხვედრილმა ვანო კარკაძემ „მონპელიეში“ თავის სადებიუტო მატჩში ევროპის საკლუბო ჩემპიონი „ლა როშელი“ დაალელოვა, ხოლო ნაკრებს მიღმა მესამეხაზელებში უდიდესი კონკურენციის პირობებში მიღმა დარჩენილმა ბექა შვანგირაძემ თავისი „ორიაკის“ პირველი სეზონური ლელო გაიტანა და გუნდის მიერ „რუანის“ ძლევაში...
ჭდე: ილია კაიკაციშვილი
და ისევ ბექა!
საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ ფლანკერმა ბექა საღინაძემ საფრანგეთის ტოპ 14-ში მორიგი სუპერმატჩი ჩაატარა, ზედიზედ მეორე შეხვედრაში ლელო გაიტანა და „მიდი ოლიმპიკის“ მიერ ტრადიციულად შედგენილ ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. ტოპ 14 ამ ჯერზე საღინაძის „ლიონმა“ ვერ მოიგო, მაგრამ პარიზში, „სტად ფრანსესთან“ სრულიად არანორმალური მატჩის ფრედ დასრულება კი შეძლო. პირველ ტაიმში დედაქალაქელებმა 4 უპასუხო ლელო-გარდასახვა გაიტანეს და...
კაიკაციშვილის -100 და აფციაურის მე-2
საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგა პრო დ2-ში 26-ე ტური გაიმართა, ანუ რეგულარული სეზონის დასრულებამდე გუნდებს 4-4 მატჩის ჩატარებაღა დარჩათ და უკვე დღეს ოფიციალურად ცნობილია, რომ „ოიონაქსმა“ ეს პირველობა მოიგო. ამ გუნდმა 96 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან „გრენობლისთვის“ თეორიულადაც მიუწვდომელი გახდა – „ალპელებს“ ხომ „მხოლოდ“ 75 ქულა აქვთ. არადა, გრენობლელებმა გასულ ტურშიც ბონუსით იმარჯვეს – ლიგიდან...
ცუცქირიძის ფრანგული ლელო
პრო დ2-ის მეორე ტურში პირველი ქართული ლელო დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრებისა და „ორიაკის“ მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ ძლიერი მეტოქე, ბასკური „ბაიონი“ გაწითლებულ დროში დაალელოვა. თუმცა გიოს ეს გაბრწყინება ერთობ დაგვიანებული გამოდგა — მისმა გუნდმა 20:28 წააგო და სანუგეშო ბონუსსაც ვერ შეწვდა. ცუცქირიძემ თამაში შეუცვლელად ჩაატარა, ტრადიციულად შეტევაში აქტიური და დაცვაში ხისტი იყო, ზოგჯერ ზედმეტადაც კი, რის გამოც...
ქართველები ბურჯებში
ფრანგული გამოცემა rugbyrama აგრძელებს მკითხველთა გამოკითხვას და პანდემიის გამო შეწყვეტილი 2019-2020 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრების შედგენას. მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე სულ 8 კანდიდატი შეირჩა და მათგან სამი ქართველია. ტრადიციულად, ჩამონათვალს თან მოკლე დახასიათება ახლავს: ბექა შეყლაშვილი (კოლომიე): 33 წლის ქართველი მესამე სეზონს ატარებს „კოლომიეში“ და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესოა ამ პოზიციაზეა. მან გასულ სეზონი 14...




