„ტოტენჰემ ჰოთსპურმა” გამოაცხადა, რომ „ევერტონისგან” 60 მილიონ გირვანქად რიშარლისონი იყიდა. ბრაზილიელმა ლონდონის კლუბთან 2027 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება. ის გახდა მიმდინარე ზაფხულში ანტონიო კონტეს მეოთხე შენაძენი. რიშარლისონი 25 წლისაა. „სფურზი” მისთვის მესამე ინგლისური კლუბია. მანამდე ის თამაშობდა „უოტფორდსა” და „ევერტონში”, რომელთა შემადგენლობაში ჩაატარა 173 შეხვედრა და გაიტანა 48 გოლი. გასულ სეზონში „ევერტონმა” პრემიერლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნა,...
