ჭდე: იანიკ სინერი

Home იანიკ სინერი
ლინდას ამბავი
ჩანაწერი

ლინდას ამბავი

21 წლის ჩეხი ლინდა ნოსკოვა „უიმბლდონის“ გამარჯვებულია. მსოფლიო რეიტინგის მე-12 ჩოგანმა ფინალში 2:1 (6:2, 5:7, 6:3) თანამემამულე კაროლინა მუხოვა დაამარცხა. „უიმბლდონის“ ისტორიაში პირველად მოხდა, რომ სატიტულო მატჩში ერთმანეთს ერთი ქვეყნის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. შეხვედრამდე ფავორიტად მუხოვა ითვლებოდა, რეიტინგშიც ის სამი საფეხურით მაღლა იდგა, მაგრამ ნოსკოვამ პირველ სეტში ყველაფერი თავდაყირა დააყენა და იოლად მოიგო. ერთი შეხედვით მარტივად იგებდა...

სინერს ზვერევი დახვდა
ჩანაწერი

სინერს ზვერევი დახვდა

„უიმბლდონზე“ ვაჟთა შორის ფინალისტები გამოვლინდნენ. კვირას, ცენტრალურ კორტზე „როლან გაროსის“ ბოლო გამარჯვებული, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი და მსოფლიოს პირველი ჩოგანი, იტალიელი იანიკ სინერი ითამაშებენ. ნახევარფინალში ზვერევის მეტოქე ტურნირის მოულოდნელობა, არტურ ფერი იყო. ბრიტანელმა გერმანელს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია, რომელიც ზვერევმა ტაი-ბრეიკზე მოიგო – 7:6. მეორე და მესამე სეტში კი ზვერევმა მარტივად იმარჯვა – 6:2; 6:4....

ნოლე სინერზე გავიდა
ჩანაწერი

ნოლე სინერზე გავიდა

„უიმბლდონზე“, კაცთა და ქალთა შორის პირველი ნახევარფინალისტები ცნობილია. იტალიელმა იანიკ სინერმა სამ სეტში, მაგრამ ბრძოლაში მოუგო გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს – 7:5; 7:6; 6:3. პირველ სეტის ბედი ბოლოსწინა გეიმმა გადაწყვიტა, როდესაც აპენინელმა ბრეიკი გაახერხა; მეორეში ჩოგბურთელებმა თითო ბრეიკი სეტის დასაწყისში გაცვალეს და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც სინერის ერთადერთი მინი-ბრეიკი აღმოჩნდა გადამწყვეტი; მესამეში ბოლომდე თანაფარდობა იყო და...

დიდი სენსაცია პარიზში
ჩანაწერი

დიდი სენსაცია პარიზში

მსოფლიოს პირველი ჩოგანის, იტალიელი იანიკ სინერის 30-მატჩიანი მოგებათა სერია საფრანგეთის ღია პირველობაზე მოულოდნელად შეწყდა. სინერი აუტანელი სიცხის გამო თუ სხვა მიზეზით რეიტინგის 56-ე ნომერთან, არგენტინელ ხუან მანუელ ჩერუნდოლოსთან 1/32ფინალში ხუთსეტიან მატჩში დამარცხდა. „როლან გაროსის“ უპირველესი ფავორიტი გამარჯვებისკენ დამაჯერებლად მიიწევდა, მას ორი სეტი უკვე მოგებული ჰქონდა და მესამეც 5:1 მიჰყავდა, მაგრამ… იტალიელი სიცხესა და თავბრუსხვევას უჩიოდა, ამბობდა,...

ნოლემ ტრადიცია ჩაშალა
ჩანაწერი

ნოლემ ტრადიცია ჩაშალა

ავსტრალიის ღია პირველობის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია. კაცთა შორის ორივე ნახევარფინალში მაგარი ბრძოლა იყო და ორივე ხუთსეტიანი გამოდგა; ქალთა შორის კი გამარჯვებულები მარტივად გამოვლინდა. ესპანელმა კარლოს ალკარასმა გერმანელი ალექსანდერ ზვერევი დაამარცხა – 6:4; 7:6; 6:7; 6:7; 7:5. მატჩი ხუთ საათსა და 26 წუთს გაგრძელდა და ავსტრალიური სლემის ისტორიაში მესამე ყველაზე ხანგრძლივი შეხვედრა აღმოჩნდა. არადა, ზვერევი ახლოს...

ოთხეულები შეივსო
ჩანაწერი

ოთხეულები შეივსო

ავსტრალიის ღია პირველობაზე ნახევარფინალისტები სრულად შეივსო. მეოთხედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი გაუმართლა. სერბი ლორენცო მუზეტისთან სეტებში 0:2 ჩამორჩა, მაგრამ იტალიელმა ტრავმა მიიღო და ტურნირს გამოეთიშა, თუმც ჯოკოვიჩი  ნახევარფინალში იტალიელს მაინც ვერ აცდა – მისი მეტოქე იანიკ სინერი იქნება. რეიტინგის მეორე ნომერმა ამერიკელი ბენ შელტონი ისე დამარცხება, რომ ყველა სეტში თითო ჩაწოდება წაართვა – 6:3; 6:4; 6:4. ნახევარფინალისტები...

უსენსაციო ავსტრალია
ჩანაწერი

უსენსაციო ავსტრალია

ავსტრალიის ღია პირველობა სენსაციების გარეშე მიმდინარეობს. წლის პირველი დიდ მუზარადის მეოთხედფინალში თითქმის ყველა განთესილი ჩოგბურთელი გავიდა. კაცთა შორის მეოთხედფინალში რვა განთესილიდან შვიდია, მერვედ 20 წლის ამერიკელი ლერნერ ტიენი (25-ე რეიტინგში) ჩაემატა. მეოტხედფინალური წყვილები ასეთაი: კარლოს ალკარასი – ალექს დე მინორი; ალექსანდერ ზვერევი – ლერნერ ტიენი; ლორენცო მუზეტი – ნოვაკ ჯოკოვიჩი; ბენ შელტონი – იანიკ სინერი....

ჩანაწერი

სეზონი სინერმა შეაჯამა

იანიკ სინერი შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებულია! იტალიელმა ჩოგბურთელმა ტურინში შეკრებილ უძლიერეს ჩოგბურთელთა შორის იპირველა. სინერმა ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ესპანელი კარლოს ალკარასი დამარცხა – 7:6; 7:5. პირველ სეტში ჩოგბურთელები უშეცდომოდ აწვდიდნენ და საქმე ტაი-ბრეკამდე მივიდა. იქ კი, თავს უფრო კომფორტულად სინერი გრძნობდა და სეტიც წაიღო. მეორე სეტის დასაწყისშივე ალკარასმა ბრეიკი გაახერხა, მაგრამ სინერმა მეექვსე გეიმში დაიბრუნა,...

გასარკვევი ერთი დარჩა
ჩანაწერი

გასარკვევი ერთი დარჩა

ტურინში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე ერთი ნახევარფინალური წყვილი ცნობილია. A ჯგუფში კარლოს ალკარასმა მესამე მატჩის მოიგო და ნახევარფინალში მარტივად გავიდა. კარლიტომ ამჯერად იტალიელი ლორენცო მუზეტი დაჩაგრა – 6:4; 6:1. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ესპანელს მეტოქის ძლევა არ გასჭირვებია. ამ ჯგუფიდან ნახევარფინალში გავიდა ალექს დე მინაურიც, ვინაც საწყისი ორი მატჩი კი წააგო, მაგრამ ბოლო ტურში ამერიკელ ტეილორ...

სინერი და ფრიცი გადიან…
ჩანაწერი

სინერი და ფრიცი გადიან…

ტურინში გრძელდება შემაჯამებელი ტურნირი და პირველი მატჩები ამჯერად მეორე ჯგუფის მონაწილეებმა გამართეს. ლორენცო მუზეტისა და ტეილორ ფრიცის მატჩში გამარჯვება ამერიკელს დარჩა. ფრიცმა თითო სეტში თითო გეიმი წაართვა მეტოქეს და 6:3; 6:4 იმარჯვა. შემდეგ კორტზე იანიკ სინერი და ფელიქს ოჟე-ალისიამი გავიდნენ. სინერს თავიდან გაუჭირდა და კანადელი მხოლოდ გეიმის ბოლოს გატეხა – 7:5. აი, მეორეში კი, იტალიელმა...