ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ გუნდს და მედიას ახალი მწვრთნელი, სტივ კინი წარუდგინა. 55 წლის შოტლანდიელმა სპეციალისტმა მომავლის გეგმებზე ისაუბრა. „მოლაპარაკების დროს გადამწყვეტი იყო ის ფაქტორი, რომ გუნდის განვითარებაზეა ლაპარაკი. მსურს, „ტორპედოს“ დავეხმარო და ჩემი გამოცდილება გამოვიყენო, რომ კლუბი უკეთესი გახდეს. თამაშის გამოსწორებას პირველივე შეხვედრიდან შევუდგებით. ქართულ ფეხბურთს არ ვიცნობდი. თუმცა ვიცნობ შოთა არველაძეს, ზურა...
