ჭდე: ზურაბ ამონაშვილი

Home ზურაბ ამონაშვილი
მოგება, წაგება და ფრე აფრიკიდან
ჩანაწერი

მოგება, წაგება და ფრე აფრიკიდან

საქართველოს 18 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთაფრიკული ტურნე ოფიციალური სახელწოდებით „18-წლამდელთა საერთაშორისო სერია“ ირლანდიის ნაკრებთან ზავით დაასრულა – 13:13. ზურაბ ამონაშვილის გუნდმა დასკვნითი მატჩი სამხრეთ აფრიკის ქალაქ პაარლში წვიმასა და აზელილ გაზონზე ირლანდიასთან პირველი ტაიმი უქულოდ დაასრულა, მეტოქეს ორი ლელო დაადებინა (ორივე გარდაუსახავი დარჩა) და შესვევნებაზე 10-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა – 0:10. მეორე ტაიმი კი, ნორჩმა...

საქართველოს ბობოლების ტოლ-სწორია
ჩანაწერი

საქართველოს ბობოლების ტოლ-სწორია

ქართველმა 18-წლამდელებმა იტალიაში გამართულ სარაგბო ფესტივალზე მესამე მატჩი ინგლისელი თანატოლების წინააღმდეგ გამართეს და მოსაგები თამაში ბოლო წუთებზე 19:26 დათმეს. მარცხიცაა და მარცხიც. ეს თამაში აშკარად არ იყო დასათმობი, უფრო მოსაგები იყო, მაგრამ ამ დონეზე თამაშის გამოუცდელობამ, სოლიდური უპირატესობის ვერგამოყენებამ, დასანანმა შეცდომებმა და რეფერის ძალიან საკამათო გადაწყვეტილებებმა ჭაბუკ ბორჯღალოსნებს მორიგი სენსაციის შექმნაში ხელი შეუშალეს. ქართველები ფაქტობრივად...

18-წლამდელებმა ფრანგები დასცეს!
ჩანაწერი

18-წლამდელებმა ფრანგები დასცეს!

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა იტალიაში მიმდინარე 6 ერის ფესტივალზე ნამდვილი ფურორი მოახდინა – 30 მარტს, შოტლანდიელი თანატოლებისგან და აბსოლუტურად მიკერძოებული რეფერისგან განცდილი დასანანი მარცხის (14:22) შემდეგ ნორჩმა ბორჯღალოსნებმა ოთხშაბათს პარმაში ბეჭებზე თვით საფრანგეთის U18 დასცეს, რომელიც ამ ასაკობრივ ჯგუფში მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი მოწინავე გუნდია. ზურაბ ამონაშვილის მიერ მომზადებულმა 18-წლამდელმა ქართველებმა საფრანგეთს პარმაში არაფერი დაუთმეს, იბრძოლეს,...

ევროპა ჩვენია!
ჩანაწერი

ევროპა ჩვენია!

წლების წინ საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატში ფრანგ თანატოლებს მოუგო და ისტორიაში პირველად გახდა კონტინენტის ჩემპიონი. მას შემდეგ ეს ტურნირი საფრანგეთმაც დატოვა. მანამდე ერთი მეორის მიყოლებით ქართველ ჭაბუკების მზარდ ძალას ირლანდია, უელსი, ინგლისი, შოტლანდია და იტალია გაერიდნენ და ფრანგები გარკვეული დროის განმავლობაში პატარა ბორჯღალოსნების პროგრესის გზაზე დარჩნენ, მაგრამ ხსენებული მარცხის შემდეგ ისინი გამოეთიშნენ...

ფინალამდე – ბელგიასთან 86:0!
ჩანაწერი

ფინალამდე – ბელგიასთან 86:0!

ნორჩმა ბორჯღალოსნებმა საქართველოში მიმდინარე ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური სტადიაც იოლად გაიარეს და ფინალში გავიდნენ. ნახევარფინალების დღე რუსთავში მე-5 ადგილისთვის პირველი ნახევარფინალით გაიხსნა, სადაც საოცარი შედეგი დაფიქსირდა – გერმანიის U18-მა რუმინელებს 27:17 მოუგო. ზოგადად, „არასარაგბო“ გერმენელების მიერ „სარაგბო“ რუმინელების დამარცხება სენსაციად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა, მეორე მხრივ, სადაც რუმინეთი ესპანეთთან თავს უფლებას აძლევს 0:102 დამარცხდეს, იქ 5...

ჭაბუკი ბორჯღალოსნების 76:0
ჩანაწერი

ჭაბუკი ბორჯღალოსნების 76:0

ევროპის ჩემპიონატი 18 წლამდე ასაკის მორაგბეთა შორის საქართველოში იმართება და თავისი პირველი მატჩი ჩემპიონობის უმთავრესმა პრეტენდენტმა ნორჩმა ბორჯღალოსნებმაც ჩაატარეს. მოსაყოლი დიდი არაფერია – რუსთავის სარაგბო სტადიონზე ზურაბ ამონაშვილის აღსაზრდელებმა ჩეხი თანატოლები 76:0 დაამარცხეს, ანუ ცხადია, რომ ეს სხვადასხვა წონით კატეგორიაში მყოფი გუნდების შეხვედრა იყო. ქართველები ჩეხებს ყველა კომპონენტში რამდენიმე თავით აღემატებოდნენ და აშკარაა, რომ ეს...