„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ დასრულებამდე 8 ტური დარჩა და ცხრილის ორივე პოლუსზე ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ლიდერმა „ტორპედომ“ მოულოდნელად აუტსაიდერ „სამტრედიასთან“ წააგო (1:2), „დილამ“ და „იბერიამ“ კი თავისი მატჩები მოიგეს, თანაბარი ქულები მოუგროვდათ და ახლა ორივე მხოლოდ ორი პუნქტით ჩამოჩება „ტორპედოს“. იმერულ დერბიში თავიდან „ტორპედო“ დაწინაურდა თორნიკე ფაცაციას გოლით. მათი მთავარმეგოლე, ნორვეგიელი ბიორნ იონსენი დისკვალიფიცირებული გახლდათ....
