ჭდე: ემპოლი

Home ემპოლი
საბა იანვრამდე და იანვრის მერე
ჩანაწერი

საბა იანვრამდე და იანვრის მერე

„უდინეზე’’ გამოცოცხლდა, შინ ზედიზედ ექვსი ვერ-მოგების მერე ორჯერ გაიმარჯვა. კვირას მან 3:0 მოუგო საბა გოგლიჩიძის „ემპოლის’’. საბამ იტალიური პრესის კრიტიკა დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ საიტებმა, რომლებიც ფეხბურთელებს სტატისტიკაზე დაყრდნობით აფასებენ მას უფრო მაღალი ქულები დაუწერეს ვიდრე იმ საიტებმა, რომლებიც თავიანთი შთაბეჭდილებებს ეყრდნობიან. ნაკლი შეფასების ორივე პრინციპს აქვს. აღსანიშნავია, რომ იტალიური პორტალების დამოკიდებულება გოგლიჩიძისადმი იანვრის სატრანსფერო პერიოდის...

გოგლიჩიძეს თამაშში მოულოდნელად მოუხდა ჩართვა
ჩანაწერი

გოგლიჩიძეს თამაშში მოულოდნელად მოუხდა ჩართვა

საბა გოგლიჩიძის „ემპოლი’’ შინ „მილანთან’’ 0:2 დამარცხდა. უკვე ცხრა შეხვედრაა, რაც რობერტო დ’ავერსას გუნდი ვერ იგებს. ეს გახლდათ მატჩი, რომელშიც ორივე მეტოქე მოედანზე ათი კაცით დარჩა. ჯერ მეორე ყვითლისთვის მილანელი ფიკაიო ტომორი გააგდეს, შემდეგ კი ლუკა მარიანუჩის მეტოქესთან ძიძგილაობაში მსაჯმა ემპოლელის მხრიდან არასპორტული საქციელი დაინახა. მატჩის შემდეგ დ’ავერსამ DAZN-ის კორესპონდენტს უთხრა: „ჩვენ დიდებულად ვითამაშეთ, მაგრამ...

გოგლიჩიძის უჩვეულო მატჩი
ჩანაწერი

გოგლიჩიძის უჩვეულო მატჩი

საბა გოგლიჩიძის „ემპოლი’’ ტურინში „იუვენტუსთან’’ 61-ე წუთამდე 1:0-ს იგებდა, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში ოთხი გოლი გაუშვა. სამწუხაროდ, სტუმრებმა გოლების გაშვება მას მერე დაიწყეს, რაც მოედანზე ნაცვლად ქართველი მცველი შევიდა. საბას უჩვეულო პოზიციაზე მოუწია თამაშმა – დაშავებული შუა მცველის, ადრიან ისმაილის შეცვლა მოუხდა, თუმცა გავრცელებული აზრით მისი ხელმოცარვა უცხო ამპლუით კი არა, სატრანსფერო ისტორიებით იყო განპირობებული....

გოგლიჩიძის მორიგი სოლიდური თამაში
ჩანაწერი

გოგლიჩიძის მორიგი სოლიდური თამაში

საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ’’ „ბოლონიასთან’’ 1:1 ითამაშა და შინ ზედიზედ მეოთხე მარცხს გადარჩა. გუნდი 21 ქულით მე-14 ადგილზეა. იტალიური საიტები ქართველი მცველის თამაშს ასე აფასებენ: calciomercato — 6.5 ეს იყო მისი მორიგი სოლიდური თამაში. როდესაც უტევდნენ, ბურთს არ ატარებდა. პირველი ტაიმის ბოლოს შვედი ემილ ჰოლმის დარტყმული ხაზიდან გამოიტანა. pianetaempoli — 6.5 მან დან ნდოიეს მეურვებას კარგად გაართვა...

ემპოლი და საბა ინტერთან ვერას გახდნენ
ჩანაწერი

ემპოლი და საბა ინტერთან ვერას გახდნენ

„ინტერმა’’ საბა გოგლიჩიძის „ემპოლის’’ 3:1 მოუგო და ლიდერ „ნაპოლისთან’’ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. მილანელებს „აძურიზე’’ ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. „შავ-ლურჯებს’’ სერია A-ში ახლა ზედიზედ 15 თამაში არ წაუგიათ. რაც შეეხება „ემპოლის’’, ის 21 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-14 ადგილზეა, მაგრამ გასავარდნთა ზონას ანუ მე-18 ადგილს მხოლოდ ერთი ქულით აღემატება. გოგლიჩიძე თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო,...

გოგლიჩიძის უიღბლო დღე
ჩანაწერი

გოგლიჩიძის უიღბლო დღე

საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ’’ შინ 1:3 წააგო „ლეჩესთან’’. „ლეჩე’’ გასავარდნთა ზონიდან გამოძვრა და „ემპოლის’’ გაუტოლდა. მათ 20 ქილა აქვთ, თუმცა ხსენებულ ზონას მხოლოდ ორი ქულით აღემატებიან. „ემპოლიმ’’ ცუდად ითამაშა. ასეთ დროს ყველა ფეხბურთელი სცოდავს. გოგლიჩიძის თვალშისაცემი შეცდომა მეორე გოლის წინ აუტის დროს წამით შეფერხება იყო. გთავაზებთ იტალიური საიტების შეფასებებს. calciomercato — 5.0. მეორე გოლის დროს სერიოზული შეცდომა...

სრულიად საკმარისი გოგლიჩიძე
ჩანაწერი

სრულიად საკმარისი გოგლიჩიძე

საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ’’ მოჯრით სამი მარცხის შემდეგ ვენეციაში ფრედ ითამაშა. სტუმართა მეკარის დევის ვასკესის უხეში შეცდომის გამო იოელ პოიანპალომ ვენეციელები მე-5 წუთზე დააწინაურა, მაგრამ სებასტიანო ესპოზიტომ 32-ე წუთზე გაქვითა. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე იტალიური და საერთაშორისო საიტის მოსაზრებას. მათ გოგლიჩიძის თამაში ასე შეაფასეს: calciomercato — 6.5 გოგლიჩიძე „ვენეციას’’ ფინელ თავდამსხმელ იოელ პოიანპალოს თავდაჯერებული მეურვეობდა. pianetaempoli — 6.0...

როგორ შეაფასეს გოგლიჩიძის თამაში?
ჩანაწერი

როგორ შეაფასეს გოგლიჩიძის თამაში?

„ჯენოამ’’ წაუგებელი სვლა განაგრძო, საახალწლოდ სტუმრად დაამარცხა საბა გოგლიჩიძის „ემპოლი’’ – 2:1 და 18 ტურის შემდეგ გაუტოლდა კიდეც მას. ახლა ორივე გუნდს 19 ქულა აქვს და ცხრილში მე-12 და მე-13 ადგილებზე არიან. გოგლიჩიძე თავიდან კარგად თამაშობდა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში, 46-ე წუთზე, წამით მოადუნა ყურადღება, რასაც „ემპოლის’’ საჯარიმოში არეულობა მოჰყვა. იმავე ეპიზოდში, რამდენიმე წამში, საბამ...

გოგლიჩიძე ატალანტას წინააღმდეგ
ჩანაწერი

გოგლიჩიძე ატალანტას წინააღმდეგ

„ატალანტამ’’ ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა ― სერია A-ში ზედიზედ 11 შეხვედრა მოიგო. საამისოდ ბერგამოს გუნდს შინ „ემპოლისთან’’ 0:2 ჩამორჩენის შემოტრიალება დასჭირდა. 17 ტურის შემდეგ ის „ნაპოლის’’ 2 ქულით უსწრებს და ცხრილის სათავეშია. „ემპოლის’’ სამიდან ორი გოლი მატჩის ბელგიელმა გმირმა, 23 წლის შარლ დე კეტელარემ გაუტანა. მან გამარჯვებისა 86-ე წუთზე შეაგდო. საბა გოგლიჩიძემ კი „ემპოლის’’ შემადგენლობაში...

საბას მორიგი სამუშაო დღე
ჩანაწერი

საბას მორიგი სამუშაო დღე

საბა გოგლიჩიძის „ემპოლი’’ მე-15 ტურის შემდეგ სერია A-ს ათეულში ეფექტურად შევიდა – სტუმრად 4:1 მოუგო „ვერონას’’. მართალია, მიმომხილველები წერენ, რომ ამ ეტაპზე ორივე გუნდი ცუდ ფორმაშია, მაგრამ ინიციატივა თავიდანვე სტუმრებმა იგდეს ხელთ და მათ გამარჯვებაში ეჭვის შეტანა შეუძლებელი იყო. ქართველმა მცველმა იტალიური პრესის ნაწილისგან ასეთი შეფასებები მიიღო: calciomercato — 6.5 დაცვა საიმედოდ ჰქონდა ჩაკეტილი, წინ კი...