ავსტრალიის ღია პირველობაზე მეოთხედფინალების პირველი დღე იყო. როგორც კაცთა, ასევე ქალთა შორის ორ-ორი ნახევარფინალსტი უკვე ცნობილია. კარლოს ალკარასმა ავსტრალიელი ალექს დე მინორი სამი სეტში დაამარცხა – 7:5; 6:2; 6:1. მატჩი 2 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. მსოფლიოს პირველ ჩოგანს მასპინძელმა წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია. შემდეგ კი, ესპანელი შეუდარებელი იყო და მარტივად მოიგო. მოიგო მესამე...
ჭდე: ელინა სვიტოლინა
უსენსაციო ავსტრალია
ავსტრალიის ღია პირველობა სენსაციების გარეშე მიმდინარეობს. წლის პირველი დიდ მუზარადის მეოთხედფინალში თითქმის ყველა განთესილი ჩოგბურთელი გავიდა. კაცთა შორის მეოთხედფინალში რვა განთესილიდან შვიდია, მერვედ 20 წლის ამერიკელი ლერნერ ტიენი (25-ე რეიტინგში) ჩაემატა. მეოტხედფინალური წყვილები ასეთაი: კარლოს ალკარასი – ალექს დე მინორი; ალექსანდერ ზვერევი – ლერნერ ტიენი; ლორენცო მუზეტი – ნოვაკ ჯოკოვიჩი; ბენ შელტონი – იანიკ სინერი....
საფრანგეთში სენსაცია მასპინძელია
„როლან გაროსზე“ ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია. კაცთა შორის სენსაციური არაფერი მომხდარა და ოთხეულში გასული ჩოგბურთელებიდან რეიტინგში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მეშვიდე ჩოგანია. ქალთა შორის კი… ნახევარფინალშია 361-ე ჩოგანი ლაურა ბუასონი. მასპინძელმა შინაურ კორტებზე მართლაც კარგად ითამაშა და ფინალში გასვლასთან ერთ ნაბიჯშია. ბუასონმა მეოთხედფინალში მარი ანდრეევას აჯობა – 7:6; 6:3. ახლა მისი მეტოქე ამერიკელი კორი გაუფი იქნება, ვისაც...
სენსაციური ქალები და დამაჯერებელი კაცები
„უიმბლდონის“ ტურნირზე ქალთა და კაცთა შორის მეოთხედფინალების ორ-ორი მატჩი გაიმართა და თითო ნახევარფინალური წყვილი გამოვლინდა. ქალთა შორის ორივე მატჩი იმ ჩოგბურთელებმა მოიგეს, რომლებიც აუტსაიდერებად ითვლებოდნენ. პირველ ნახევარფინალისტი ჩეხი მარკეტა ვონდროუსოვა გახდა, ვინაც ამერიკელ ჯესიკა პეგულას სამ სეტში მოუგო – 6:4; 2:6; 6:4. განსაკუთრებით საინტერესო მესამე სეტი გამოდგა, სადაც პეგულა 4:1 დაწინაურდა, მაგრამ ვონდროუსოვამ დარჩენილ გეიმებშე...
US OPEN: უილიამსი-ჰინგისი მეორდება
აშშ-ის ღია პირველობის სტარტზე ასეთ პროგნოზს ნამდვილად ვერავინ გააკეთებდა. 1999 წლის შემდეგ „დიდი მუზარადის“ ტურნირს თინეიჯერული ფინალი არ ჰქონია. მაშინ იმავე ნიუ-იორკში 17 წლის სერენა უილიამსმა 18 წლის მარტინა ჰინგისი დაამარცხა. ამჯერად სლემტიტულს 19 წლის კანადელი ლეილა ფერნანდეში და 18 წლის ბრიტანელი ემა რადუკანუ გაითამაშებენ. ლეილა ფერნანდეშმა წარმოუდგენლად რთული გზა გაიარა ფინალამდე. თავად განსაჯეთ: მესამე...
კვალიფიკაციიდან ნახევარფინალში
მსოფლიოს 131-ე ჩოგანი ნადია პოდოროსკა პირველია, ვინც Open Era-ში (1968 წლიდან დღემდე) „როლან გაროსის“ ნახევარფინალში გასვლა კვალიფიკაციიდან მოახერხა. 23 წლის უკრაინული წარმოშობის არგენტინელმა აშკარა ფავორიტად მიჩნეული „თანამემამულე“ უკრაინელი ელინა სვიტოლინა ორ სეტში, 6:2, 6:4 დაამარცხა. პოდოროსკა ნახევარფინალში ტურნირის კიდევ ერთ აღმოჩენას 19 წლის პოლონელ იგა შვიატეკს შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალში იტალიელი მარტინა ტრევიზანი 6:3, 6:1 დაამარცხა....
დებიუტანტი ჩემპიონი
შესანიშნავი 2019 წელი ჰქონდა ეშლი ბარტის, რომელიც იდეალურად დაასრულა. 23 წლის ავსტრალიელი ჩოგბურთელისთვის სეზონის გვირგვინი შენჟენში გამართული ქალთა შემაჯამებელი ტურნირი გახლდათ, სადაც მან საჩოგბურთო სამყაროს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ რეიტინგის სათავეში შემთხვევით არ იმყოფება. რა თქმა უნდა, 23 წელი ადამიანის ცხოვრებაში დიდი ასაკი არ არის, მაგრამ სპორტსმენისთვის და განსაკუთრებით ჩოგბურთელისთვის ცოტააო, ნამდვილად ვერ ვიტყვით. თუ...
ქალები ჩინეთში
ჩოგბურთის მოყვარულთ ეცოდინებათ, რომ ქალთა შორის წლის შემაჯამებელი ტურნირი დიდი ხნის მანძილზე სინგაპურში იმართებოდა, წლეულს კი WTA-მ ამ უპრესტიჟულესი შეჯიბრისთვის ადგილის შეცვლა გადაწყვიტა და მისი ჩინეთში გადატანა ბრძანა. ქალთა შორის სეზონის შემაჯამებელი ტურნირი სტარტს 27 ოქტომბერს აიღებს და ერთი კვირის მანძილზე 8 საუკეთესო ქალი ჩოგბურთელი ერთმანეთს ჩემპიონობას და მსუყე თანხის მოგებასაც შეეცილება. სიტყვამ მოიტანა და...







