„დორტმუნდის” აღმასრულებელი შეფი ჰანს-იოაჰიმ ვაცკე შეგუებულია იმ აზრს, რომ 38 წლის მწვრთნელი ედინ ტერზიჩი, რომელსაც კლუბთან 2024 წლამდე აქვს კონტრაქტი, სეზონის ბოლოს შეიძლება წავიდეს. ტერზიჩის ხელმძღვანელობით „შავ-ყვითლებმა” წლეულს გერმანიის თასი მოიგეს. WAZ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ვაცკემ თქვა: „მართალია, ჩვენ არ გვინდა ასე რომ მოხდეს, მაგრამ თუკი ედინი გვეტყვის, რომ მას სადმე უკეთეს პირობებს სთავაზობენ და გადასვლა [...]
ჭდე: ედინ ტერზიჩი
ჰოლანდმა ორი გოლი გაიტანა და გაბრაზდა
„დორტმუნდმა” ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა — კიოლნში 2:2 ითამაშა და რომ არ წააგო, ერლინგ ჰოლანდს უნდა უმადლოდეს. „კიოლნი” წლეულს სუსტად თამაშობს, ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. „დორტმუნმა” მასთან შეხვედრაში ანგარიში მე-3 წუთზევე გახსნა — პირველი გოლიც ჰოლანდმა შეაგდო — მაგრამ, შემდეგ მასპინძლებმა ფხა გამოიჩინეს, ორი გაიტანეს და გამარჯვებამდე აღარაფერი აკლდათ, მაგრამ სტუმრები [...]
ფავრი თუ ტერზიჩი?
არასტაბილური სეზონის შემდეგ, „დორტმუნდის” 25 წლის მცველი მანუელ აკანჯი ფეხზე უფრო მყარად დადგა; „ვოლფსბურგს” გოლიც კი გაუტანა. „შპორტ ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში, შვეიცარიელ ფეხბურთელს, დორტმუნდელთა ყოფილი და ახალი მწვრთნელების ლუსიენ ფავრისა და ედინ ტერზიჩს შედარება სთხოვეს. „დორტმუნდმა” გუშინ „ლაიპციგს” სტუმრად 3:1 მოუგო.„შავ-ყვითლებს” უახლოეს მომავალში „ლევერკუზენთან” და „გლადბახთანაც” უწევთ თამაში. თუმცა, ამ ორომტრიალში აკანჯისთვის ამოცანა დღესავით ნათელია. [...]
თურმე კრიზისი გრძელდება
„დორტმუნდმა” „იუნიონ ბერლინთან” 1:2 წააგო და საჩემპიონო ბრძოლისთვის პოზიცია გაიუარესა. თუ კვირას „ვოლფსბურგი” „შტუტგარტს” მოუგებს, ედინ ტერზიჩის გუნდი საახალწლოდ ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ადგილზეც კი არ იქნება. ეს გახლდათ დორტმუნდელთა მეორე თამაში მას მერე, რაც ლუსიენ ფავრი ახალგაზრდა და გამოუცდელმა მწვრთნელმა, ტერზიჩმა შეცვალა. პირველი თამაში „შვარცგელბენმა” ანუ შავ-ყვითლებმა ბრემენში „ვერდერს” 2:1 მოუგეს და გერმანულ პრესაში დაიწერა, [...]
უცნაური ახალი მწვრთნელის პირველი გამარჯვება
ბრემენში შედგა „დორტმუნდის” ახალი თავკაცის, მეოთხე ლიგაში ნათამაშევი ფეხბურთელისა და გამოუცდელი მწვრთნელის ედენ ტერზიჩის დებიუტი, რომლის შემდეგაც კლუბის სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი მას გადაეხვია და მინი-კრიზისის დასრულება მოულოცა — ლუსიენ ფავრის სამსახურიდან გაშვების ორი დღის თავზე, „ყვითლებმა” სტუმრად 2:1 მოიგეს. მართალია, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ეს არ იყო მსოფლიო ფეხბურთის სკალაზე უმაღლესი დონის თამაში, მაგრამ [...]
დორტმუნდის უცნაური ახალი მწვრთნელი
ედინ ტერზიჩი. 38 წლის. თამაშობდა გუნდებში, რომლებიც ბევრს ალბათ გერმანიაშიც არ გაუგია: „ისერლონში”, „ვესტფალია ჰერნეში”, „ვატენშაიდ 09″-ში და „კლოპენბურგში”. ის დაიბადა პატარა ქალაქ მენდენში, რომელიც დორტმუნდთან ანუ მაშინდელ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მდებარეობდა. დედით ხორვატია, მამით კი ბოსნიელი. გერმანიის გარდა ხორვატიის მოქალაქეცაა. ბოხუმში, რურის უნივერსიტეტში დამთავრებული აქვს სპორტულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ედინ ტერზიჩი „დორტმუნდის” მწვრთნელად დანიშნეს. მან [...]



