გასული ევროუქმეები ქართველი მორაგბეებისთვის ნაკლებად პროდუქტიული გამოდგა. აქ ჩემპიონთა თასის გათამაშებასა და ჩელენჯ კაპს ვგულისხმობთ. აი, საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში კი, აბა როგორ იქნებოდა, თუნდაც ერთი ქართული ლელო არ დაფიქსირებულიყო?! თუმცა, ყველაფერზე – რიგრიგობით. ჩემპიონთა თასი მიუხედავად ელიტურ ლიგებში ქართველთა სოლიდური წარმომადგენლობისა, ჩემპიონთა თასის მატჩებში არცთუ მრავლად საქმდებიან ჩვენებურები. მორიგ ტურში მხოლოდ სამმა მოქმედმა თუ...
ჭდე: დუდუ ქუბრიაშვილი
გოგიჩამ ტოპ 14 საახალწლოდ დაასველა
მიმდინარეობდა „კასტრისა“ და „რასინგ-92“-ის შეხვედრის 44-ე წუთი, როცა მასპინძელთა ჩათვლის მოედნიდან 10 მეტრში დაინიშნა დერეფანი. პარიზელებმა ეშმაკურად მოაწოდეს: ბურთმა მხტომელთა ხელებს ზემოდან გადაუფრინა, ხოლო დერეფნის ბოლოში მას ჩასაფრებული გურამ გოგიჩაშვილი ელოდა. ქართველი ბურჯი მიზნისკენ მკვირცხლად დაიძრა, რამდენიმე კასტრელმა მისი შეყოვნება შეძლო, მაგრამ გურამს მისი პარტნიორი, აფრიკელი ვეტერანი ტრევორ ნიაკანე დროულად შემოეშველა, „გოგიჩამ“ კი ამ ბიძგის...
ქართული ლეგიონის 4 ლელო და 28 ქულა!
ვიდრე მსოფლიო ყატარში ლეო მესისა და მისი არგენტინის გაჩემპიონების პროცესს აკვირდებოდა, უფრო ჩრდილოეთით, ევროპაში რუტინული სარაგბო მოვლენები ვითარდებოდა. გაიმართა ტური ჩემპიონთა თასზე, ჩელენჯ კაპზე და საფრანგეთის პრო დ2-ში. ჩემპიონთა თასი მეორე ტურში სამმა ჩვენებურმა მიიღო მონაწილეობა და სამივეს გუნდმა მარცხი განიცადა. სასიხარულო იყო, რომ გიორგი კვესელაძე სრულად გამოჯანმრთელდა და „ლენსტერის“ წინააღმდეგ თავისი „გლოსტერის“ ღირსება 80-ვე...
ნინიაშვილი: ლელო! ლელო!
დიახ, ქართული რაგბის იმედმა და უკვე, გარკვეულწილად, სიამაყემ, ოციოდე წლის დავით ნინიაშვილმა მორიგი სპექტაკლი დადგა! მისი „ლიონისა“ და „სტად ფრანსეს“ მატჩი ხეირიანად გახურებულიც არ ყოფილა, როცა თავის ფრანგულ კარიერაში 15 ნომრის პოზიციაზე პირველად მოთამაშე ქართველმა უსწრაფეს შეტევას დაუდო სათავე და მისი დასრულებაც თავადვე მოახერხა! ეს მესამე წუთზე მოხდა, მაგრამ რაც ოთხიოდე წუთში დაფიქსირდა, ამას აღარავინ...
30 ქართველი ევროპულ ელიტაში
შაბათს, საღამოს 6 საათზე, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დაიწყება ადგილობრივი „რასინგ-92“-სა და „კასტრის“ შეხვედრა, რომელიც დასაბამს დაუდებს ევროპის უძლიერესი სარაგბო ჩემპიონატის – ტოპ-14-ის ახალ სეზონს. ის, რომ ტოპ 14 უძლიერესია ბებერ კონტინენტზე, ეს უდავოა, რადგან ბოლო 2 წელია ევროპულ საკლუბო ტურნირებს სწორედაც ფრანგული კლუბები იგებენ და ეს არგუმენტი ყველაზე წონადია, თუკი ტოპ 14-ისა და რომელიმე სხვა...
ჩილაჩავამ დახურა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ ლიგაში რეგულარული სეზონის ნახევარი გაილია. ტოპ 14-ში იქაური შობის შემდეგ ეგრევე გაიმართა პირველი წრის ბოლო, მე-13 ტური, მაგრამ თუკი მანამდე ყველა ტური სრულად ჩატარდა, კორონავირუსის პანდემიამ ამჯერად მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ევროპის უძლიერეს ეროვნულ ჩემპიონატში. ტურის 7 მატჩიდან მხოლოდ 3 ჩატარდა, ყველა დანარჩენი ვირუსით ინფიცირების შემთხვევათა სიმრავლის გამო გადაიდო, მაგრამ ამ 3...
გია ხარაიშვილი – მე-8 ქართველი ბარბაროსი!
შაბათს, 18:30-ზე, პლანეტის ყველაზე ცნობილ სარაგბო სტადიონზე ძალიან საინტერესო თამაში დაიწყება – ლონდონის „თვიქნემზე“ უელსელი რეფერი კრეიგ ევანსის სასტვენი დასაბამს დაუდებს „ბარბაროსებისა“ და სამოას ნაკრების მატჩს. „ბარბაროსები“ – ესაა რაგბის კლუბი, რომლის შემადგენლობა მატჩიდან მატჩამდე სრულად იცვლება და მასში, როგორც წესი, პლანეტის გამორჩეულ მორაგბეებს იწვევენ ხოლმე. „ბარბაროსების“ ფორმა შავ-თეთრ, ზოლებიან კვართს წარმოადგენს და მორაგბეები ერთმანეთისგან...
ქართული ლელო ჩემპიონს!
ბექა საღინაძისა და დავით ნინიაშვილის „ლიონმა“ ის შეძლო, რასაც მაისის მერე ვერავინ ახერხებდა: „მელიებმა“ საფრანგეთისა და ევროპის უძლიერესი საკლუბო გუნდი დაამარცხეს! ლიონში 19:25 წაგებით დასრულდა „ტულუზის“ ძლევამოსილი, 10-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია, რომელიც რაგბის საზომებით ძალიან სოლიდურია. ჩვენთვის მთავარი კი ისაა, რომ ბორჯღალოსანი მესამეხაზელი ბექა საღინაძე ამ წარმატების არათუ რიგითი მონაწილე, არამედ სულაც მისი სულისჩამდგმელი გახლდათ! სწორედ...
კატალონიურ-ბასკური ფინალი ქართველთა მონაწლეობით
საფრანგეთის სარაგბო სეზონი თანდათან ფინიშს უახლოვდება და თუ ტოპ 14-ში რეგულარულის ბოლო ტური და პლეი-ოფია დარჩენილი, პრო დ 2-ში ჩემპიონისა და შესაბამისად, ტოპ 14-ის ავტომატური საგზურის მფლობელის ვინაობის გამოსარკვევად ერთი მატჩიღა რჩება სათამაშო. კვირას საფრანგეთის მეორე ელიტურ დივიზიონში ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. პირველი შეხვედრა ფრანგულ კატალონიაში შედგა, სადაც ადგილობრივმა „პერპინიანმა“ „ოიონას“ უმასპინძლა და ზედმეტი დაძაბვის გარეშე...
ქართული ლელოები
საფრანგეთის მეორე ელიტურ ლიგა პრო დ2-ში პლეი-ოფის დრო მოვიდა და შაბათს პირველი წრის ორივე მატჩიც გაიმართა. ეს იყო ე. წ. შესარჩევი ნახევარფინალი, რომლის გამარჯვებულებიც „ნამდვილ“ ნახევარფინალში რეგულარულის გამარჯვებულსა და მეორეადგილოსანს შეხვდებიან. ისე მოხდა, რომ შაბათის მატჩების მონაწილე გუნდებშისულ ცოტა ერთმა ქართველმა ითამაშა. და ისე მოხდა, რომ წაგებულთა შორის პრესტიჟის ლელოები ჩვენებურებმა გაიტანეს. თავდაპირველად ერთმანეთის პირისპირ...









