პარასკევს და შაბათს, ეროვნული ლიგის 24-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. სამივე ძალიან დაძაბული და მნიშვნელოვანი. პარასკევს, საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლი „ლოკომოტივი,“ თეიმურაზ შონიას პენალტით, 92-ე წუთამდე უგებდა აუტსაიდერ „ვიტ ჯორჯიას,“ მაგრამ „რკინიგზელებმა“ ბოლო წამებზე კონცენრაცია დაკარგეს და ზურაბ მუსელიანმა წონასწორობა აღადგინა. „ლოკომოტივს“ 24 თამაშიდან 36 ქულა აქვს და ოთხი პუნქტით ჩამორჩება მესამე ადგილზე მყოფ „საბურთალოს.“ თუმცა,...
