საქართველოს სუპერთასი ქუთაისის „ტორპედომ“ მეოთხედ მოიპოვა – ფინალურ შეხვედრაში ქუთაისელებმა თბილისის „იბერია“ დაამარცხეს და გერმანელი დირკ შუსტერის ხელმძღვანელობით პირველი ტიტული მოიპოვეს. თბილისში გამართულ შეხვედრაში სტუმრებმა პირველ ტაიმში ანდრიჩისა და არაბიძის გოლებით ორბურთიანი ფორა მოიპოვეს, ტაიმის ბოლოს ბედოშვილმა სხვაობა შეამცირა. მეორე ტაიმში ნიკოლოზ დადიანმა ანგარიში გაათანაბრა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც სტუმრებმა უფრო იყოჩაღეს,...
ჭდე: დილა გორი
Home
დილა გორი
ჩანაწერი
16/06/2026 | 20:2816/06/2026 | 20:29სიახლეები
ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
უეფა-ს შტაბ-ბინაში კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრამ ქართული გუნდების მეტოქეები გამოვლინა. ტურნირში მონაწილე სამი ქართული გუნდიდან თბილისის „დინამო“ და „დილა“ განთესილნი იყვნენ, „ტორპედო“ – განუთესავი. წილისყრის შედეგად ქუთაისის „ტორპედო“ აზერბაიჯანულ „ზირას“ დაუპირისპირდება, „დინამოს“ მეტოქე ლუქსემბურგის „მონდორფი“ იქნება, „დილა“ კი სან მარინოს „ვირტუსს“ შეხვდება. „დინამო“ და „ტორპედო“ პირველ მატჩებს სტუმრად ჩაატარებენ, „დილა“ კი მასპინძლის რანგში...

