მოსკოვის „სპარტაკის“ ლეგენდარული ფეხბურთელის, იური გავრილოვის ვაჟმა, ვასილიმ, მამის ინსულტის მიზეზზე ისაუბრა. ვასილის თქმით, ყოფილი ფეხბურთელი კიდევ რამდენიმე დღეს გაატარებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. „მამამ ინსულტი გადაიტანა. კისრის არტერიაში ეგრეთ წოდებული დაფა ჩამოიშლა, რამაც სისხლის მიწოდების 60 პროცენტი შეწყვიტა. ახლა ექიმები ყველა საჭირო მანიპულაციას აკეთებენ – სტენტს ჩააყენებენ. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ის რამდენიმე...
ჭდე: დავით ყიფიანი
ქართული ფეხბურთი გაცილებით დიდია…
მძიმე დღეები უდგას საქართველოს. გარშემო უნდობლობაა, დაპირისპირება. ხდება ის, რაც ათა-ბაბადან მოგვდგამს: ნაცვლად იმისა, რომ საქვეყნო საქმე ერთად გავაკეთოთ, ერთმანეთს ვერჩით და შვილებს მომავალს ვუფუჭებთ. დამძიმდა გული, აიმღვრა გონება. ნეტავ კი ვიყავით ოდესმე ერთსულოვანნი? – კითხულობს სასოწარკვეთილი ქართველი და აღარ ახსოვს, რომ სულ რაღაც ერთი-ორი კვირის წინ საერთოდ არ გვახსოვდა რამე თუ განგვასხვავებდა. არ გვახსოვდა,...
საქართველო: რაც ჭირს და რაც ჭრის
ბოსნია-საქართველო 0:1… ზედიზედ მეოთხე მოგება და აქედან სამი გოლის გაუშვებლად. მოგება საშუალო ევროპული კლასის ნაკრებთან, რომელსაც ჰყავდა ედინ ჯეკო. ფურცელზე ეს მშვენიერია, აისახება რეიტინგში, კარგია ფსიქოლოგიურად და თავდაჯერებას შემატებს ფეხბურთელებს. ტაქტიკურად რაც მოგვეწონა, სინქრონი იყო ნახევარდაცვასა და შეტევას შორის. 4-3-3-დან 4-2-3-1, წინ ბუდუ ზივზივაძით, რომელსაც ბოლო დროს კარგი პერიოდი აქვს და ვილი სანიოლი ენდო. წინა...
ქართველებმა შექსპირის დადგმა და ფეხბურთის თამაში გვასწავლეს
ნახევარი ცხოვრება კი გავიდა, მაგრამ ემოცია ჯერაც ვერ განელდა. Представляю, что сейчас творится в Тбилиси! Ликует столица Грузии – კოტე მახარაძის გულიდან ამოხეთქილი ეს ფრაზა საბჭოთა პოლიტკორექტულ ჩარჩოებში ნამდვილად ვერ ჯდებოდა, მაგრამ იმ წამს გენიალურ კომენტატორს ჩვენი, თბილისელების, მთელი საქართველოს მზიანი ღამის წევრობა სურდა. 13 მაისამდე ბევრი წელი, უდიდესი შრომა, დაწყვეტილი ნერვები და გაწყვეტილი ქანცი...
ჩემი ცხოვრება ჩემი ფეხებია
უწმინდესის შეგონება: კაცმა უნდა ააშენოს სახლი! დარგოს ხე! იყოლიოს შვილი! ეს უნდა გააკეთოს, თავსაც რომ უშველოს, ერსაც და ბერსაც! განვლილი 30 წლის მანძილზე არაერთი უბადლო ნიჭით დაჯილდოებული მობურთალი მინახავს. მათ არც პატრონ-მყვარებელი აკლდათ და არც სხვა სიკეთე, მაგრამ ღვთისგან ბოძებული ნიჭი უმოწყალოდ გაუფლანგავთ. იმას, ვისაც უნდა ეფრინა სიარულიღა შეძლო. ვისაც გამართულად სიარული ძალუძდა ფორთხვაღა მოახერხა....
ლოვჩევმა და თბილისის დინამომ სსრკ-ში წესები შეცვალეს
მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ევგენი ლოვჩევმა სსრკ ჩემპიონატის ორი მატჩი გაიხსენა, რომელიც შეთანხმებული იყო. ერთი თბილისის „დინამოს“ მონაწილეობით, მეორე – ანზორ კავაზაშვილის. „სპარტაკისა“ და „დინამოს“ შეხვედრამ იმ დროისთვის არსებული აბსურდული წესი შეცვალა, ამიტომაც ფეხბურთელებს მოლაპარაკებებში ბრალს ვერ დავდებთ. საქმე ის არის, რომ 1973 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის რეგლამენტში დაამატეს პუნქტი, თუ მატჩი ფრედ დასრულებოდა, გამარჯვებულის...
ნუ წამართმევთ ფეხბურთს!
როგორ შეიძლებოდა, ყიფიანი, ჩივაძე, დარასელია, გუცაევი, შენგელია ტრიბუნიდან გყოლოდა ნანახი და ფეხბურთელობა არ მოგდომებოდა?! ჟანი ლეჟავა ლეგენდა კაცი იყო და ათი წლისა, რადგან ცაცია ვიყავი, მარცხენა მცველობა მარგუნა. ელდეპოზე ბევრი მაგარი ბიჭი გაზარდა ჟანი მასწმა. სამი წლის მერე „სინათლეზე“ რეზო მახარაძესთან გავაგრძელე და ჯერ მარცხენა ნახევარმცველად, მერე კი მარცხენა თავდამსხმელად გადამაკეთა… მერე უფროსების გუნდი იყო...
ერთიც ვნახოთ – სავაისო ქუთაისი
საქართველო-ბელარუსის ხსენებაზე, უცებ „სარბიელის“ დღევანდელი რესპონდენტი გამახსენდა. თორნიკე ოქრიაშვილმა ხუთი წლის წინ რომ ატორღიალა მცველები, სამნი ერთი მოძრაობით რომ დააწვინა და საქართველოს გოლი-შედევრით მოაგებინა. იმ შესარჩევში შინ 1:0 მოვუგეთ, სტუმრად 0:2 წავაგეთ. მაშინ თემურ ქეცბაია წვრთნიდა ნაკრებს. ახლა არც თბილისშია თამაში და არც მინსკში. ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი დღეს უმასპინძლებს ამხანაგურს. ქუთაისში საქართველოს ადრეც...







