ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი გუნდი „ნაპოლი’’ „პიზას’’ უმასპინძლებს. „აძურიმ’’ ბოლო შეხვედრა „მანჩესტერ სიტისთან’’ წააგო და ახლა მოგება სწყურია. ანტონიო კონტემ ამ შეხვედრაში ნეაპოლელთა შემადგენლობა შეიძლება გადაახალისოს. ლაპარაკია იმაზე, რომ 14 აპრილის(!) შემდეგ მოედანს შეიძლება ბრაზილიელი დავიდ ნერეში დაუბრუნდეს. ის ტრავმის გამო ჩამოშორდა მოედანს და 2025 წელს გუნდის წარმატებებში წვლილი დიდად არ შეუტანია. ნეაპოლური პრესა წერს, [...]
ჭდე: დავიდ ნერეში
ნაპოლის იმედი მოედანზე ბრუნდება
ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი გუნდი „ნაპოლი’’ სანაკრებო კვირის შემდეგ „მილანს’’ უნდა შეხვდეს. თამაში ნეაპოლში, „მარადონაზე’’ გაიმართება. „პარტენოპეელთა’’ გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ ეს მატჩი მათი გუნდისთვის სკუდეტოსთვის ბრძოლის ბოლო ძლიერი ფაზის დასაწყისი გახდება. მათ განსაკუთრებით ბრაზილიელი გარემარბის დავიდ ნერეშის იმედი აქვთ, რომელმაც კუნთის ტრავმის გამო ხუთი თამაში გამოტოვა. „კორიერე დელო სპორტი’’ წერს, რომ ნერეშმა მიმდინარე სეზონში უკვე [...]
დავიდ ნერეში ხუთი კვირით დაშავდა
ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი გუნდის „ნაპოლის’’ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ვერ მოინელა „უდინეზესთან’’ ფრე (1:1) და ორშაბათს დასვენების დღე გააუქმა. კონტემ გუნდი კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე დამატებითი მეცადინეობისთვის დაიბარა. „ლა რეპუბლიკა’’ წერს, რომ „ნაპოლი’’ დელიკატურ პერიოდს გადის. რომაული გაზეთის მტკიცებით ბოლო რამდენიმე კვირაა გუნდს არც მოედნის მიღმა მიუდის საქმე კარგად და შედეგის მიუხედავად ვრც მოედანზე ბრწყინავს. კლუბმა სატრანსფერო [...]
ნერეშის ბრწყინვალე გოლი და MVP-დ აღიარება
ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაში „ნაპოლიმ’’ სტუმრად 3:0 მოუგო „ფიორენტინას’’. ანგარიში 29-ე წუთზე დავიდ ნერეშმა გახსნა. ბრაზილიელმა, რომელსაც კვარას კონკურენტად განიხილავენ ამ შეხვედრაში მატეო პოლიტანოს პოზიციაზე ითამაშა და შესანიშნავი ინდივიდუალური გოლი შეაგდო. 54-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ ანგარიში ზამბო ანგისას მოპოვებული პენალტით ორამდე გაზარდა, 73-ე წუთზე კი სკოტ მაკტომინეიმ თამაშს წერტილი დაუსვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ნერეში დაასახელეს. მოგვიანებით [...]
კვარას სკამზე დასვამსო?
ხვალ, საქართველოს დროით 21 საათზე, „ნაპოლი’’, რომელიც 41 ქულით „ატალანტასთან’’ ერთად სერია A-ს ცხრილს ლიდერობს, მეხუთე ადგილზე მყოფ 32 ქულიან „ფიორენტინას’’ ეთამაშება. შეხვედრა ფლორენციაში გაიმართება. ბოლო წლებში „იები’’ ნეაპოლელებს პრობლემებს უქმნიან. იმ სეზონშიც კი, როდესაც „აძურიმ’’ ბრწყინვალედ მოიპოვა სკუდეტო, ერთი თამაში ნეაპოლელებმა მოიგეს, მეორე კი ფრედ დასრულდა. აგვისტოში იყო 0:0, ხოლო მაისში „ნაპოლიმ’’ ვიქტორ ოსიმენის [...]
სასტარტოში სავარაუდოდ კვარა და ნერეში იქნებიან
მატეო პოლიტანომ „ვენეციასთან’’ თამაშამდე ორი დღით ადრე „ნაპოლის’’ ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა ვერ მიიღო. მიზეზი: გრიპი. შეძლებს თუ არა ანტონიო კონტეს შეუცვლელი მარჯვენა გარემარბი კვირის შეხვედრაში მონაწილეობას (ვარჯიში რომც განაახლოს) დღეს-ხვალ გაირკვევა, თუმცა ნეაპოლური მედია დაჟინებით წერს, რომ ეუსებიო დე ფრანჩესკოს გუნდის წინააღმდეგ პოლიტანოს ფრთაზე დავიდ ნერეში ითამაშებს, ხოლო მარცხნივ, ჩვეულ ადგილს, ხვიჩა კვარაცხელია დაუბრუნდება. ამის [...]
რა მოხდება როცა კვარა დაბრუნდება?
„ნაპოლიმ’’ „უდინეზეს’’ სტუმრად 3:1 მოუგო. ტრავმის გამო ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ხვიჩა კვარაცხელიას. მის ნაცვლად ანტონიო კონტემ ბრაზილიელი დავიდ ნერეში ათამაშა. ნერეშმა ამოცანას ჩინებულად გაართვა თავი და საყოველთაო აღიარებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბევრმა სპეციალისტმა გამოთქვა თავისი შეხედულება ზოგადად თამაშისა და კერძოდ ნერეშის შესახებ, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენა ფრთაზე უფრო [...]
გამოჩნდა კომენტარები: ნერეში კვარას სჯობია!
„ლაციოსთან’’ ოთხ დღეში ორი წაგების შემდეგ „ნაპოლიმ’’ უდინეში 3:1 მოიგო. პირველ ტაიმში მასპინძლები ფლორიან ტოვინის გოლით (პენალტი ალექს მერექსმა აუღო, მაგრამ ფრანგმა დაამატა) დაწინაურდნენ, მაგრამ მეორეში რომელუ ლუკაკუმ, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ და დავიდ ნერეშის ბრწყინვალე გარღვევით დაბნეულმა ლაუტარო ჯანეტიმ სამჯერ შეაგდეს ბურთი „უდინეზეს’’ კარში. ნეაპოლური საიტები ხარობენ, რომ მათმა გუნდმა ძლიერი ხასიათი და თავდადება აჩვენა. [...]
ნერეში კარგი ჩოგბურთელი გამოვიდოდა
„ნაპოლის’’ ბრაზილიელმა გარემარბმა დავიდ ნერეშმა კლუბის ოფიცილაურ არხს ინტერვიუ მისცა. მოგეხსენებათ, იტალიაში ნერეშს ბევრი ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენტად მიიჩნევს და მავანნი იმასაც ამბობდნენ, რომ ანტონიო კონტეს უჯობს სასტარტო შემადგენლობაში ის ათამაშოს ვიდრე კვარაცხელია. ზემოხსენებულ ინტერვიუში ბრაზილიელმა გულშემატკივარს თავი უკეთ გააცნო. „ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ქუჩაში მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი, მეტწილად ბურთს დავდევდი. ჩემი კერპები იყვნენ რონალდინიო, მესი და [...]
სამი მძარცველი დააკავეს
ნეაპოლში დააკავეს სამი კაცი, რომელთაც „ნაპოლის’’ ბრაზილიელ ფეხბურთელს დავიდ ნერეშს 1 სექტემბერს 100 000 ევროიანი საათი წაართვეს. დანაშაული ქალაქის საგამოძიებო სამსახურის კარაბინიერებმა გახსნეს, პროკურატურამ კი დაკავებულებს ბრალი წაუყენა. შეგახსენებთ, რომ ნერეში „მარადონას’’ სტადიონიდან „პარმასთან’’ შეხვედრის (2:1) შემდეგ შინ ბრუნდებოდა, როდესაც საცობში მოხვდა და მძარცველებმაც სწორედ მაშინ ჩაიდინეს დანაშაული. მათ ფეხბურთელს ავტომობილს უკანა შუშა ჩაუმტვრიეს და [...]









