საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „მიხეილ მესხზე“ საკმაოდ თვალსასეირო თამაშში ტონგის ნაკრებს 22:7 მოუგო და შემოდგომის ტესტების სეზონი პოზიტიურად დაასრულა. ბორჯღალოსნების მესამე საშემოდგომო ტესტ-მატჩი წინა ორისგან რადიკალურად განსხვავებული გამოვიდა. თუკი ახალი ზელანდიის xv-სა და იტალიასთან საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავი პირველი ტაიმები ჩაატარა, რასაც უქულო მეორე ნახევრები მიაყოლა, 24 ნოემბერს ტონგასთან მატჩის პირველი ტაიმი უქულოდ დასრულდა – 0:0, რაც...
ჭდე: გოდერძი შველიძე
ლეგიონის უქმეები: 38 ქულა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ორ მთავარ ლიგაში რეგულარული სეზონი იწურება და ეს სწორედ ის დრო ყოფილა, როცა ქართველი ლეგიონერები ძალიან პროდუქტიულები გახდნენ. უკვე მერამდენე უქმეებია, ჩვენი ბიჭები მრავალ ლელოს დებენ და თავიანთი კლუბების შედეგებს განსაზღვრავენ. გასულ უიქ-ენდზე ტოპ 14-სა და პრო დ2-ში ჯამურად 5 ქართული ლელო, 2 გარდასახვა და 3 ჯარიმა გავიდა, რამაც სათაურში გამოტანილი 38...
გადატრიალებული მსოფლიო რაგბი
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც მათზე იყო დამოკიდებული – 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში იტალიელი თანატოლები 30:17 დაამარცხეს, გზად 4 ლელო დაუდეს, რამაც ბონუს-ქულაც მოუტანა. შედეგი უკვე დღესაა ისტორიული – საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს! ყოველ შემთხევაში, როცა ეს სტრიქონები იწერება, ლადო კილასონიას ოქროს ბიჭები ჯგუფის პირველ ადგილზე...


