22-ე ტურის მთავარი ამბავი ის იყო, რომ გია გეგუჩაძემ „ბათუმი“ დატოვა. ის ადრეც აპირებდა წასლას, „შავი ზღვის მეკობრეების“ ულტიმატუის შემდეგ, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ გააჩერა, სეზონს ჩავამთავრებთ და მერე ვნახოთო. მაგრამ გეგუჩაძე მაინც წავიდა, თავისი ნებით. ალბათ ბოლო წვეთი ერთ-ერთ აუტსაიდერ „სამტრედიასთან“ ნათამაშები ფრე იყო. ბათუმელები იმერლებთან აგებდნენ და ლიგის საუკთესო მეგოლემ, ჯოვინო ფლამარიონმა...
ჭდე: გიორგი ჭელიძე
სარეკორდო – 22
„სამგურალმა“ ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო. წინა ტურში წყალტუბოელები ნახევარი საათით გალიდერდნენ, ვიდრე „ბათუმი“ თავის მატჩს გამართავდა. ახლა, მე-14 ტურში, ამბავი გამეორდა, იმ განსხვავებით, რომ გიორგი ჭელიძის შეგირდები მთელი ხუთი საათის განმავლობაში გახდნენ ერთპიროვნული ლიდერები. „ბათუმმა“ შემდეგ მოიგო და ისევ პირველ ადგილზე დაბრუნდა. „სამგურალზე“ გვინდა ვთქვათ. რამდენიმესაათიანი გალიდერება, ცხადია, ნახევრად ხუმრობითაა ნათქვამი, მაგრამ ფაქტია,...
დინამო პირველზე გადადიოდა…
ეროვნული ჩემპიონატის მე-12 ტურში, ლიდერმა „ბათუმმა“ შინ „დილასთან“ 0:2 წააგო (ეს ბათუმელთა პირველი მარცხი გახლდათ მიმდინარე სეზონში) და უშუალო მდევარ „დინამოს“ ერთპიროვნულად გალიდერების შანსი მისცა, თუმცა გიორგი ჭიაბრიშვილის ბიჭებმა ერთ-ერთ აუტსაიდერ „გაგრას“ ვერ მოუგეს (0:0). ეგ კი არა, მეორე საფეხურიც „სამგურალს“ დაუთმეს. „დილა“ შესანიშნავ ფორმაშია, ზედიზედ სამი მატჩი მოიგო, თან ვისთან: „დინამოსთან“ – 2:1, „ტორპედოსთან“...
უკვე +4
ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე საინტერესოდ დაიწყო. ჯერ კიდევ სამშაბათს, „დინამომ“ მოულოდნელად „დილასთან“ 1:2 წააგო. ნომინალურ მასპიძლებად დინამოელები ითვლებოდნენ, მოგეხსენებათ „დინამო არენაზე“ 21-წლამდელთა ევრიოპის ჩემპიონატის გამო სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ჩემპიონს საშინაო მატჩების გამართვა გორში უწევს. ამისდაკვალად, გორელებს გულშემატკივრებიც მეტი ჰყავდათ ტრიბუნებზე და გაიმარჯვეს კიდეც. „დინამომ“ ზედიზედ მეორედ წააგო, რაც, დაგვეთანხმებით, ჩვენ ჩემპიონატში ძალიან იშვიათად ხდება....
ახალი დირექტორი ახალი მწვრთნელით
წყალტუბოს „სამგურალი“ ახალ სეზონს სიახლეებით ხვდება. როგორც ცნობილია, გუნდის მწვრთნელ გიორგი მიქაძეს კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს. კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი გიორგი მიქაძის ნაცვლად ახალი სეზონიდან გუნდს გიორგი ჭელიძე გაწვრთნის. ჭელიძე გასული სეზონის დასაწყოსში „თელავში“ მუშაობდა, საიდანაც სეზონის შუაში წამოვიდა, გასული ჩემპიონატის ბოლოს ის ბოლნისის „სიონში“ დაინიშნა, მაგრამ გუნდის ეროვნულ ლიგაში დატოვება ვერ მოახერხა. მთავარი მწვრთნელის...




