ინგლისის ნაკრების მარცხმა არგენტინასთან მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში (1:2) ფეხბურთის სამშობლოში დიდი ბრაზი გამოიწვია. გულშემატკივრები მწვრთნელს თომას ტუხელს განურისხდნენ. მიზეზი: როდესაც ინგლისელები ენტონი გორდონის გოლით დაწინაურდნენ, 52 წლის გერმანელმა ანგარიშის შენარჩუნების მიზნით მოედანზე მცველები შეიყვანა, რამაც ცუდი შედეგი მოუტანა. ფეხბურთის ასოციაცია იწყებს საკითხის საფუძვლიან შესწავლას. ტუხელი კონტრაქტის თანახმად თანამდებობაზე ევრო 2028-ის დამთავრებამდე უნდა დარჩეს. ნაკრებთან დაახლოებული...
ჭდე: გარი ლინეკერი
ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს
მსოფლიოს ჩემპიონატის მეთექვსმეტედფინალში საფრანგეთი შვედეთს, ხოლო გერმანია პარაგვაის ხვდება. თუ ორივენი წარმატებით დაძლევენ ბარიერებს, მათი გზები მერვედფინალში გადაიკვეთება. ინგლისის ნაკრების ვეტერანის, BBC-ს მიმომხილველის გარი ლინეკერის აზრით გერმანელებს ფრანგებთან შანსი არ აქვთ. ფრანგულ „ეკიპთან“ ინტერვიუში მან თქვა: „შეიძლება ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლანდელი გერმანია ერთ-ერთი ყველაზე სუსტია იმ გერმანიებიდან, რომლებიც ცხოვრებაში მინახავს. საფრანგეთი მეოთხედფინალში უპრობლემოდ გავა....
ლინეკერმა მარადონას სიგიჟე გაიხსენა
თუ ვინმემ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა, ეს დიეგო მარადონა იყო. „პიბე დელ ოროს”, რაც ესპანურიდან ქართულად ითარგმნება, როგორც ოქროს ბიჭი, ბევრი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს, თუმცა ვარსკვლავების ასეთი დახარისხება რასაკვირველია ძალიან პირობითია. ინგლისური ფეხბურთისა და ჟურნალისტიკის ლეგენდამ გარი ლინეკერმა არგენტინელთან დაკავშირებით ერთი ისტორია გაიხსენა. „ერთხელ დიეგომ მატჩის წინ წარმოუდგენელი რაღაც გააკეთა....
თოფი და ოქროს ბურთი
„ოქროს ბურთის“ მფლობელი იგორ ბელანოვი (ფოტოზე მარცხნივ) იარაღით ხელში გამოჩნდა და უკრაინას იცავს. „დღეს შევხვდი ჩვენი ქვეყნის მებრძოლებს, მადლობა გადავუხადე მამაცობისთვისა და ვაჟკაცობისთვის, რომელსაც იჩენენ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ! დიდება უკრაინას, დიდებმა გმირებს!“ – დაწერა ბელანოვმა სოციალურ ქსელში. 61 წლის ბელანოვი ოდესაში დაბადებულ-გაზრდილია, საუკეთესო წლები კი კიევის „დინამოში“ გაატარა: ვალერი ლობანოვსკის სუპერგუნდში თავდამსხმელი იყო, თასების თასი...
ზინჩენკო: ვამაყობ რომ უკრაინელი ვარ!
ოლექსანდრ ზინჩენკო ამბობს, რომ ფრონტის წინა ხაზზე მხოლოდ ოჯახის გამო არ არის. „მანჩესტერ სიტის” მცველმა რუსული აგრესიის შესახებ იმ ავბედით ღამეს მეუღლისგან გაიგო, რომელმაც გააღვიძა და შემზარავი ამბავი შეატყობინა. მეორე დღეს ზინჩენკომ მაინც გამონახა ძალა მისულიყო „მანჩესტერ სიტის” ვარჯიშზე, ხოლო სამშაბათს ფეხბურთის ასოციაციის თასზე „პიტერბოროს” წინააღმდეგ უკაპიტნა კიდეც გუნდს. მეგობრები შინიდან უამრავ ვიდეოს უგზავნიან მას....
ევულუციიდან მილიონი წლის მერე …
რუსეთ-უკრაინის ამბები იცით და ცნობილმა ინგლისელმა საფეხბურთო ექსპერტმა, 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირმა გარი ლინეკერმაც გააკეთა კომენტარი. „ევროპა ომის ზღვარზეა. ხალხი – ეს არის საკვირველი ქმნილება. ევოლუციიდან მილიონი წლის შემდეგაც კი ისეთი დაბალი ინტელექტით, რომ სულელზე დაბლა დგანან“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ნაწილი – „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“ – სცნო...
ლინეკერი უოტფორდზე
ორშაბათს „უოტფორდმა“ კლაუდიო რანიერი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან 112-დღიანი მუშაობის შემდეგ დაითხოვა და მის მაგიერ სეზონის ბოლომდე 74 წლის როი ჰოჯსონი დანიშნა. ლინეკერი რის ლინეკერი იქნებოდა, თავისებური არ ჩაეენაკვიმატებინა. „უოტფორდმა“ როი ჰოჯსონთან სეზონის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება. მიკვირს, ასეთ ხანგრძლივ კონტრაქტზე როგორ დათანხმდნენ,“ – დაწერა ტვიტერში ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ამჟამად კი საფეხბურთო ანალიტიკოსმა. საქმე ის არის,...
პაიჭაძიდან კალაძემდე
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ყველა ქვეყნის ოცნების გუნდი შეადგინა. ცხადია, საქმეში საქართველოც მოხვდა. ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში მოქმედი ფეხბურთელებიდან, ცხადია, ვერავინ მოხვდა, ხოლო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან მხოლოდ კახა კალაძე. 10 ფეხბურთელი კი საბჭოთა პერიოდიდან არის. IFFHS-ს ვერსიით, საქართველოს ყველა დროის ნაკრები ასე გამოიყურება. ანზორ კავაზაშვილი; რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, კახა...
ლინეკერმა ინტრიგა გააჩინა
წარსულში ინგლისის ნაკრების ფორვარდ გარი ლინეკერს სამი სეზონი „ბარსელონაშიც“ აქვს გატარებული და ახლა, გუნდიდან მესის თემას გვერდს როგორ აუვლიდა? „თუ მესი პსჟ-ში აღმოჩნდა, რაც აბსოლუტურად მოსალოდნელი ვარიანტია, გამოვა, რომ პარიზელებმა დონარუმა, ვეინალდუმი, რამოსი და ფეხბურთის ისტორიაში უდიადესი მესიც უფასოდ დაიმატეს, – ვითომ ?! “ – დაწერა ლინეკერმა სოციალურ ქსელში. რას ნიშნავდა ეს ბოლო სიტყვა და...
ლესტერის ფანმა სამსახური დატოვა
გარი ლინეკერი ტელეომპანია BT Sport-იდან მიდის. მიზეზი: ლეგენდარულ ფეხბურთელსა და არანაკლებ სახელოვან ტელეწამყვანს მომავალ სეზონში თავის ოთხ ვაჟთან ერთად „ლესტერის” ევროპულ თამაშებზე სურს სიარული. ყოფილმა თავდამსხმელმა, რომელიც უკვე 60 წლისაა და რომელსაც BT Sport-ზე 2015 წლიდან ჩემპიონთა ლიგის რეპორტაჟები მიჰყავს, თავისი გადაწყვეტილების შესახებ ტვიტერზე დაწერა. „მანჩესტერ სიტისა” და „ჩელსის” შორის ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი ფინალი ამ...









