ინგლისის ნაკრები პენალტების დარტყმაში მეკარეების გარეშე ემზადება. მწვრთნელს გარეთ საუთგეიტს თურმე თავისი პენალტისტების დაკომპლექსება არ უნდა, რის საშიშროებაც არის რადგან ვარჯიშებზე მეკარეები ბევრ დარტყმას იგერიებენ. ინგლისელებმა ევრო 2000-ის ფინალი იტალიასთან სწორედ თერთმეტმეტრიანებში წააგეს. 24 წლის მეკარე არსენალელი აარონ რემსდეილი ამბობს: „ფეხბურთელებმა პენალტები მეკარეებს რომ გვირტყან, ამას შეიძლება არასასურველი შედეგი მოჰყვეს, რადგან მე უკვე მეცოდინება საით [...]
ჭდე: გარეთ საუთგეიტი
სუპერმასწავლებელი
ინგლისელ გულშემატკივრებს ახალი გმირი ჰყავთ – ქალთა ეროვნული გუნდის ნიდერლანდელი მწვრთნელი სარინა ვიგმანი. პროფესიით მასწავლებელი, რომელმაც სამშაბათს ძუ ლომები პირველად გაიყვანა დიდი ტურნირის ფინალში და ისტორია დაწერა. ინგლისელებმა შვედებს ქალთა ევრო 2022-ის ნახევარფინალში 4:0 მოუგეს და კვირას „უემბლიზე“ ფინალში გერმანია – საფრანგეთს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან. სარინა მესამე მწვრთნელი გახდა ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, ალფ რამსეის და [...]
ინგლისის ნაკრების შიში და პრეტენზიები
ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ყატარში სასტუმრო შეარჩია. დოჰადან 15 კილომეტრში, მეთევზეთა დასახლება ალ ვაკრაში მდებარე ამავე სახელწოდების ოტელი ისევე, როგორც ინგლისელთა წინა ორი სასტუმრო — 2014 და 2018 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე — აღჭურვილია ავტოსიმულატორით, ფლეისთეიშენით, მაგიდის ჩოგბურთით, აუზითა და დართსით. თუმცა, ინგლისელებს, როგორც ყოველთვის, აქვთ პრობლემაც. ჩვეულებრივ, მონდიალებზე, თამაშის წინა დღეს გუნდები მიემგზავრებიან იმ [...]
კეინი წინაპრებს დაერია
ჰარი კეინმა ინგლისის ნაკრების 94 წლიანი რეკორდი დაამხო — ერთი კალენდარული წლის განმავლობაში 16 სანაკრებო გოლი გაიტანა. „ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა ეს სან მარინოს კარში ოთხი გოლის შეგდებით მოახერხა. მოგეხსენებათ, ინგლისელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის I ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში სან მარინოს მისავე მოედანზე 10:0 მოუგეს და „ყატარი 2022“-ის საგზური მოიპოვეს. ჯგუფში მეორე ადგილზე პოლონეთი გავიდა. ხსენებულ [...]
ინგლისელების ჭირვეული სამეული
გარეთ საუთგეიტმა მოყვა, რომ სამი ფეხბურთელი ამ ეტაპზე ინგლისის ნაკრებში თამაშისგან თავს იკავებს. ერთ-ერთი მათგანია „მანჩესტერ იუნაიტედის“ 20 წლის თავდამსხმელი მეისონ გრინვუდი, რომელმაც სექტემბერში მწვრთნელს შვიდი(!) თამაშიდან განთავისუფლება სთხოვა. ოქტომბერში, „დორტმუნდში“ მოთამაშე ჯუდ ბილინგემმაც ითხოვა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევებიდან გაშვება, თუმცა დღეს ის შეკრებაზეა. ბილინგემი 18 წლისაა. „ჩელსის“ 20 წლის ფრთის მოთამაშე კალუმ-ჰადსონ ოდოი კი ამ [...]
ლინგარდი სანჩოს და გრილიშს უტევს
ჯესი ლინგარდი გარეთ საუთგეიტის 23-კაციან სიაში იმკვიდრებს ადგილს. შემტევი ნახევარმცველი, რომელმაც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და გუნდთან ერთად ნახევარფინალამდე იარა, ახლა ისევ გამოჩნდა „არსაიდან” და ევრო 2021-ზე გასამგზავრებლად დიდი კონკურენცია გააჩაღა. მოგეხსენებათ, ლინგარდი „მანჩესტერ იუნაიტედმა” დაიწუნა და იჯარით „ვესტ ჰემს” დაუთმო, სადაც 28 წლის ინგლისელი ისე ათამაშდა, რომ საუთგეიტმა ეროვნულ გუნდში უხმო და [...]
ინგლისი ჩარჩა და უსახურია
არანაირი სისწრაფე შეტევაში, არანაირი ფანტაზია ნახევარდაცვაში და არანაირი ყურადღება დაცვაში — ეს სიტყვები ინგლისურ პრესაში ამოვიკითხეთ. ასე დაახასიათეს ჟურნალისტებმა გარეთ საუთგეიტის გუნდის თამაში ბელგიაში. ეს გახლდათ ერთა ლიგის A2 ჯგუფის შეხვედრა, რომელიც ბელგიელებმა 2:0 მოიგეს და ხუთი ტურის შემდეგ 12 ქულით ცხრილის სათავეში მოექცნენ. მათ შემდეგაა 10 ქულიანი დანია, რომელმაც ისლანდიას 2:1 აჯობა. ინგლისის გუნდი [...]
ჩუმად კოვიდი ჰქონია
ახლაღა გახდა ცნობილი, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელ გარეთ საუთგეიტს covid 19 მოუხდია. დღეს შუა ნოემბერია, მას კი თურმე სიმპტომები ოქტომბრის ბოლოს მიეძალა. 50 წლის ყოფილი ფეხბურთელი ათდღიან თვითიზოლაციაში ჩაკეტეს და შინიდან მხოლოდ მაშინ გამოუშვეს, როდესაც ტესტის პასუხი უარყოფითი გახდა. ინგლისური პრესა წერს, შიშობდნენ, ვაითუ მისი ასაკის კაცს დაავადება გართულებოდაო (სახიფათო ასაკად ხან ერთს ასახელებენ და [...]
ინგლისმა წააგო, ფანები ვენგერს ითხოვენ!
ინგლისელი ფანები ფეხბურთის ასოციაციას ნაკრების მწვრთნელის გარეთ საუთგეიტის გაშვებას და მის ნაცვლად არსენ ვენგერის დანიშვნას სთხოვენ. გულშემატკივარმა გუშინ, შინ, დანიასთან 0:1 წაგება ვერ აიტანა და მიაჩნია, რომ უკვე ყველაფერი გარკვეულია — საუთგეიტი შანსს აღარ იმსახურებს. ეს იყო ერთა ლიგის A2 ჯგუფის შეხვედრა. ჯგუფის მეორე მატჩში ბელგიამ ისლანდიაში 2:1 მოიგო. ამრიგად, ცხრილში 9 ქულით პირველ ადგილზე [...]
საუთგეიტმა უფროსებთან საქმე აღარ გაიფუჭა
მას მერე, რაც ჰარი მაგუაირი საბერძნეთში, კურორტზე ჩხუბის გამო საბერძნეთის პოლიციამ დააკავა და ლამის 21 თვით ციხეშიც ჩასვა, ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი საგონებელში ჩავარდა. როგორ უნდა მოქცეულიყო „მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავის მიმართ? გამოეძახა შეკრებაზე თუ არა? მწვრთნელს გამოსავლისკენ მისი შტაბის წევრებმა და თავად მაგუაირმა უბიძგეს. ხვალ, ინგლისის ნაკრებს რეიკიავიკში, ერთა ლიგის შეხვედრა ელის ისლანდიასთან. მაგუაირმა [...]









