ჭდე: ბრაზილიის ნაკრები

Home ბრაზილიის ნაკრები
ინგლისელებო, ფრთხილად, წინ ჰოლანდია!
ჩანაწერი

ინგლისელებო, ფრთხილად, წინ ჰოლანდია!

სწორად შენიშნავს BBC: ერლინგ ჰოლანდს მოედანზე უპირველეს ყოვლისა გარეგნობით და ვარცხნილობით შეამჩნევ, მერე კი იწყება თამაში, რომლის დროსაც ის ქარიშხალივით იჭრება თავისუფალ სივრცეებში, ხოლო მცველები ქაოსურად ცდილობენ მის შეჩერებას. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მერვედფინალში ბრაზილიასთან ეს ისე არ იგრძნობოდა როგორც სხვა მატჩებში,  მაგრამ მან მაინც გაიტანა ორი გოლი. ნორვეგიამ 2:1 მოიგო და ისტორიაში პირველად გავიდა...

დავიდე გოლიათ მამას შორდება
ჩანაწერი

დავიდე გოლიათ მამას შორდება

კარლო ანჩელოტი „რეალიდან’’ მიდის, ის ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი გახდა. მამასთან ერთად მადრიდიდან წავა მისი 35 წლის ვაჟი დავიდეც, რომელიც „ლოს ბლანკოსში’’ ოთხი წლის განმავლობაში ასისტენტად მუშაობდა. ესპანეთის დედაქალაქის გარდა დავიდე მამის თანაშემწე იყო „ევერტონში’’, „ნაპოლისა’’ და „ბაიერნში’’, ახლა კი პირველი დამოუკიდებელი სამუშაოს შოვნას ესწრაფვის. იტალიური მედია დაბეჯითებით წერს, რომ უმცროს ანჩელოტის „კომოსთან’’ აქვს მოლაპარაკებები, ესპანურმა...

კარლო ბრაზილიელი
ჩანაწერი

კარლო ბრაზილიელი

დადასტურდა: ბრაზილიის ნაკრები მწვრთნელად 65 წლის იტალიელი კარლო ანჩელოტი დაინიშნა. „ჩვენ ერთად უნდა დავწეროთ ახალი ისტორია. მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ დიდი მიზნები გვაქვს. მალე, ბრაზილია, ისევ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იქნება“, – თქვა ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი ედნალდო გონსალესმა. იტალიელი მწვრთნელი, რომელსაც მადრიდის „რეალში“ აწ უკვე „ლევერკუზენის“ ყოფილი თმწვრთნელი ჩაბი ალონსო შეცვლის, ბრაზილიაში მუშაობას ამ თვის...

დუნგა სიკვდილს გადარჩა
ჩანაწერი

დუნგა სიკვდილს გადარჩა

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა დუნგა სასტიკ ავარიაში მოყვა და საავადმყოფოში გააქანეს. 60 წლის ვეტერანს სან პაულუდან კამპინა გრანდე დო სულისკენ მიმავალ ტრასაზე მანქანა ამოუტრიალდა. ავტომობილში დუნგას გარდა იჯდა მისი მეუღლე ევანირ ვერი. ცოლ-ქმარი ოჯახის წევრების მონახულების შემდეგ თავიანთ სახლში ბრუნდებოდა. წყვილი სასწაულებრივად გადარჩა. მათ მცირე დაზიანებები აქვთ. დუნგას შვილი ბრუნო მადლობას უხდის ექიმებს და საზოგადოებას, რომელთაც...

რიშარლისონმა გამომძალველები მოიშორა
ჩანაწერი

რიშარლისონმა გამომძალველები მოიშორა

26 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რიშარლისონმა თქვა, რომ როგორც კი ინგლისში დაბრუნდება, სადაც „ტოტენჰემში” თამაშობს, დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართავს. ის ნაკრებში იყო გამოძახებული და როდესაც ბოლივიასთან შეხვედრაში შეცვალეს, ტირილი დაიწყო. ბრაზილიამ ბოლივიას 5:1 მოუგო. რიშარლისონმა გოლი ვერ გაიტანა. მან ვერც პერუსთან 1:0 მოგებულ შეხვედრაში გამოიჩინა თავი. ფორვარდს უკვე ოთხი თამაშია, რაც ეროვნული გუნდის შემადგენლობაში გოლი არ შეუგდია....

კაცი, რომელიც სინდისის წინაშე მართალია
ჩანაწერი

კაცი, რომელიც სინდისის წინაშე მართალია

ტიტე რომ ბრაზილიის ნაკრების თავკაცის თანამდებობიდან გადადგებოდა, ეს ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატამდე იყო ცნობილი, ახლა კი ოფიციალურად დადასტურდა. „მწარედ დავმარცხდით, მაგრამ სინდისის წინაშე მართალი ვარ, — თქვა ხორვატიასთან პენალტების სერიაში წაგების შემდეგ „სელესაოს” აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა, — ვადასტურებ, რომ ეს ნაკრებში ჩემი მუშაობის დასასრულია. ამის შესახებ წელიწადნახევრის წინ მქონდა გამოცხადებული”. შემდეგ ტიტეს გაშვებული გოლი...

რატომ იცეკვა ტიტემ
ჩანაწერი

რატომ იცეკვა ტიტემ

„ტოტენჰემის” 25 წლის თავდამსხმელმა რიშარლისონმა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბრაზილიისა და სამხრეთ კორეის მერვედფინალურ შეხვედრაში (4:1), მესამე გოლი გაიტანა, ხოლო „სელეაოს” მწვრთნელმა ტიტემ ბიჭებთან ერთად „მტრედის ცეკვა” სწორედ მისი გოლის შემდეგ იცეკვა. ტიტეს ცეკვამ მსოფლიო მოიარა, ზოგმა იხალისა, ზოგი გაღიზიანდა, თავად მწვრთნელმა კი სიტყვა შეასრულა — თურმე ტიტეს რიშარლისონისთვის უთქვამს, თუ გოლს გაიტან, შენთან ერთად ვიცეკვებო. „ბიჭების...

ცეკვავენ ვარსკვლავები
ჩანაწერი

ცეკვავენ ვარსკვლავები

„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულ კაპიტანს როი კინს ბრაზილიელების ცეკვა ყოველი გოლის შემდეგ არ მოეწონა. ბრაზილიამ სამხრეთ კორეას 4:1 მოუგო და ოთხივე გოლი ჯგუფური ცეკვით აღნიშნა. მეტიც, მესამე გოლის ზეიმს მწვრთნელი ტიტეც შეუერთდა, რაც ნამდვილად უცხო სანახავი იყო. ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა, კინს კი მისი ფეხბურთელების ქცევამ „ცეკვავენ ვარსკვლავები” გაახსენა. „თვალებს ვერ ვუჯერებ, — თქვა კინმა,...

ნეიმარი კი სასტუმროში იჯდა
ჩანაწერი

ნეიმარი კი სასტუმროში იჯდა

ბრაზილიისა და შვეიცარიის ნაკრებთა გუშინდელ შეხვედრაში საინტერესო ამბავი მოხდა, ოღონდ… მოედანს მიღმა. ტრიბუნაზე იჯდა ადამიანი, რომელიც ძალიან ჰგავდა ნეიმარს, ყოველ შემთხვევაში ბევრმა მაყურებელმა ასე მიიჩნია და მას სელფი სთხოვა. ფსევდო-ნეიმარმა ავტოგრაფებიც ბლომად დაარიგა. ნამდვილი ნეიმარი კი სტადიონზე სულ არ ყოფილა, ის სასტუმროში დარჩა და ეკრანზე უყურა, თუ როგორ მოიგეს მისმა თანაგუნდელებმა კაზემიროს გოლით 1:0. ნეიმარს...

ნეიმარს ცრემლი წასკდა
ჩანაწერი

ნეიმარს ცრემლი წასკდა

ნეიმარმა ბრაზილიისა და სერბეთის შეხვედრაში ფეხი იტკინა და ცრემლი ვერ შეიკავა. ბრაზილიელებმა სერბებს 2:0 მოუგეს. „პარი სენ ჟერმენის” 30 წლის თავდამსხმელის წინააღმდეგ „ფიორენტინას” 25 წლის მცველმა ნიკოლა მელინკოვიჩმა იუხეშა. ნეიმარს 79-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუხდა. ექიმებმა ნატკენ ადგილზე დაუყოვნებლივ დაადეს ყინული. ბრაზილიის ნაკრების ექიმმა თქვა, რომ ტრავმის სიმძიმის შესაფასებლად 24-დან 48 საათამდე დასჭირდება. უფრო ოპტიმისტური...