ესეც ფრენკ ლემპარდის პირველი მატჩი „ჩელსის” მწვრთნელის რანგში. დასავლეთ ლონდონელებმა ირლანდიურ „ბოჰემიანსთან” 1:1 ითამაშეს. ლემპარდის შეგირდთაგან ანგარიში მიჩი ბატშუაიმ გახსნა, მაგრამ „ბოჰემიანსში” გასინჯვაზე მყოფმა ერიკ მოლოიმ ბოლო წუთებში გაათანაბრა. ლემპარდმა შესვენებისას 11 ფეხბურთელი შეცვალა. ვინც ხელთ ჰყავდა, ყველას შეავლო თვალი, მათ შორის 17 წლის ჰოლანდიელ იან მაატსენს. „ჩელსის” საიტზე მატჩის გარჩევა გუნდის ყოფილმა ფორვარდმა ჯიმი...
