ასეთ თანხაზე მსოფლიო სპორტში ჯერ არ უსაუბრიათ. რუსმა მილიარდერმა მიხაილ პროხოროვმა NBA-ს „ბრუკლინ ნეთსი“ და მისი საშინაო არენა ჯამში 3.5 მილიარდ დოლარად გაყიდა. თავის დროზე პროხოროვს კლუბის სრული აქტივების გამოსყიდვა 1.7 მილიარდი დაუჯდა, თუმცა საშინაო არენა მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა და მშენებლობა პროხოროვის ხელში დასრულდა. ყველაზე ცუდი სეზონი (2013-2014 წ.წ.) კლუბმა 144 მილიონი ზარალით დაასრულა, თუმცა [...]
