ისევ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ: პორტუგალიელი ვარსკვლავის „მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩენა-არ დარჩენის საკითხი კვლავ გასარკვევია. იმავდროულად, ჩემპიონატი რომ დაიწყება, მას სათადარიგოთა სკამზე მოუწევს ჯდომა. 37 წლის თავდამსხმელისთვის ეს შეურაცხმყოფელია. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა გამოტოვა „იუნაიტედის” სეზონისწინა შეკრებები ბანგკოკსა და ავსტრალიაში, რის შემდეგაც „რაიო ვალეკანოსთან” ამხანაგური შეხვედრის ერთ ტაიმში მიიღო მონაწილეობა. ფეხბურთელის ასეთი მომზადება ჰოლანდიელი მწვრთნელისთვის ერიკ ტენ...
ჭდე: ანტონი მარსიალი
რეალის აღზრდილი ბარსელონაში?
ჩავის „ბარსელონაში“ ალვარო მორატას მიყვანა სურს. მადრიდის „რეალის“ აღზრდილი (15 წლის ასაკიდან), რომელიც ახლა „იუვენტუსშია“… ფორვარდი, რომელიც ბევრს არ უყვარს მომენტების განიავების გამო და ხშირად ამით GIF-ებსაც ქმნიან ხოლმე. ტრანსფერი რეალური ყოფილა. ესპანური და იტალიური პრესა წერს, რომ ჩავი პირადად ესაუბრა მორატას. მორატა „ატლეტიკოს“ ეკუთვნის და „იუვეში“ იჯარითაა, თუმცა ტურინელებს გამოსყიდვის უპირატესი უფლება აქვთ. ახლა...
იმ კვირაში წამსვლელ-დამრჩენებს ჩამოწერენ
„მანჩესტერ იუნიტედის” ტექნიკური გუნდი მომავალ კვირაში ოლე გუნარ სულშერთან ერთად დაჯდება და წამსვლელ-დამრჩენი ფეხბურთელების სიას ჩამოწერს. რამდენიმე დღის წინ კლუბი მენეჯმენტის სტრუქტურაზე ჩამოყალიდბა — საფეხბურთო დირექტორად ჯონ მარტუფი, ხოლო ტექნიკურ დირექტორად ყოფილი ფეხბურთელი დარენ ფლეტჩერი დაინიშნა. სულშერთან ერთად თათბირზე მათ გარდა იქნებიან მეტ ჯაჯი, რომელიც გახლავთ საფეხბურთო მოლაპარაკებათა დირექტორი და ვიცე-თავმჯდომარე, მანჩესტერულ საქმეთა მთავარი დამტრიალებელი...
რაღაცის დასაწყისი
მარკუს რეშფორდი ამბობს, რომ ამ სეზონში, „მანჩესტერ იუნაიტედისთვის”, ყველაფერი, ჩემპიონობის გარდა, წარუმატებლობა იქნება. „იუნაიტედი” კვირას „ლივერპულთან” სტუმრად თამაშობს და თუ მოიგებს, ჩემპიონს 6 ქულით გაასწრებს. რეშფორდმა თქვა: „ჩემპიონობას თუ შევძლებთ, დიდებული იქნება, მეორე და მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი ვერ ვიტყვით, რომ კარგი სეზონი ჩავატერთ. მეორე-მესამე ადგილზე გასვლა ის არ არის, რაც სეზონის წინ მიზნად...
კავანი შეეძლოთ გაეძევებინათ
მართალია, „კარაბაოს თასის” მეოთხედფინალში „მანჩესტერ იუნაიტედმა” ლივერპულში „ევერტონს” 2:0 მოუგო და პირველი გოლი ურუგვაელმა ვეტერანმა ედინსონ კავანიმ გაიტანა, მაგრამ თავად კავანი გაძევებას გადარჩა. მსაჯმა ვერ დაინახა, რომ ის მასპინძელთა კოლუმბიელ ცენტრალურ მცველს იარი მინას ყელში სწვდა და მოედანზე წააქცია, რაც ქვემოთ, ვიდეოზე კარგად ჩანს. არბიტრი გახლდათ ენდი მედლი. მოგეხსენებათ, „კარაბაოს თასს” ვიდეორეფერი არ ემსახურება და...
ოთხეულში ფეხის შედგმა-გამოდგმა
ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედის” ადგილი ქარმა მსაჯის დამატებულ დროში წაიღო. გოლი 97-ე წუთზე გავიდა, როდესაც ჯეიმს ვორდ-პროუსის ჩაწოდებულ კუთხურს მიკაილ ობაფემის თავური მოჰყვა და „საუთჰემპტონმა” ანგარიში გაათანაბრა — 2:2. ობაფემი მოედანზე ათი წუთის შესული იყო. ახლა, დარჩენილია სამი ტური და „იუნაიტედის” საქმე გაცილებით რთულადაა, ვიდრე გამარჯვების შემთხვევაში იქნებოდა. როგორც ოლე გუნარ სულშერი ამბობდა, ყველაფერი შეიძლება...
საფოსტო ყუთების ამბავი
გუშინ, მანჩესტერულმა დერბიმ მორიგი რასისტული გამოხდომების და გარჩევების ფონზე ჩაიარა — „იუნაიტედმა” „სიტის” „ეტიჰედზე” 2:1 მოუგო. ამჯერად, რასისტი ფანების შეურაცხყოფის ობიექტები „იუნაიტედის” მოთამაშეები იყვნენ. კერძოდ, „სიტის” ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სტუმარი გუნდის ფერადკანიან ფეხბურთელებს, მათ რიცხვში ფრედს მაიმუნივით დაუწყო გამოჯავრება. სხვებმა კუთხურის ჩასაწოდებლად მისულ ფეხბურთელს სხვადასხვა საგნების სროლა დაუწყეს. „მანჩესტერ სიტიმ” ოფიციალურად განაცხადა, რომ კლუბისთვის პრობლემის შესახებ ცნობილია და...
უსარგებლო მილიონები
ფეხბურთისა და ფულის ურთიერთობა ყოველდღიურად უფრო მეტად ღრმავდება. ფეხბურთელების ხელფასები, მათ შესაძენად გადახდილი თანხები და ის ყოველწლიური ხარჯები, რაც საფეხბურთო კლუბებს აქვთ, უბრალოდ ასტრონომიულია. 2017 წლის ზაფხულში, ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო ფასად ნეიმარის „ბარსელონადან“ პსჟ-ში გადასვლამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ერთი შეხედვით დალაგებულ სატრანსფერო ბაზარზე, ფასები ერთი-ორად გაიზარდა და თუ კი 3 წლის წინ მადრიდის „რეალი“ ფერლან...
იუნაიტედს ათი უბრალო აკლია
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა თქვა, რომ პოლ პოგბა გუნდში დარჩება, მარკუს რეშფორდმა და ანტონი მარსიალმა კი გოლების რაოდენობა უნდა გაზარდონ. პოგბაზე მთელი ზაფხულის განმავლობაში ლაპარაკობდნენ, რომ „რეალში“ გადადიოდა, რასაც სულშერი მთელი ძალითა და ღონით ეწინააღმდეგებოდა. „მე თუ მკითხავთ, ის რჩება, — თქვა ნორვეგიელმა „ვულვერჰემპტონთან“ დღევანდელი შეხვედრის წინ, — პოლის გამო სრულიად არ ვნერვიულობ....
მარსიალს უფრო ადრე გააგდებენ თუ მოურინიუს?
ბოლო ცნობების თანახმად ჟოზე მოურინიუმ მოთმინება დაკარგა და ანტონი მარსიალს კარისკენ მიუთითა — ამბობენ, რომ ფრანგი ფეხბურთელი ან „არსენალში” გადავა ან „ტოტენჰემ ჰოთსპურში”. აქამდე კი ცნობილი იყო, რომ თავად მარსიალმა შეიკავა თავი ახალი კლუბის აქტიური ძიებისგან. ფეხბურთელმა იფიქრა, ჩემამდე შეიძლება თავად მოურინიუ გააგდონ და რატომ ვიჩქარო, იქნებ ის წავიდეს და მე დავრჩეო. მოურინიუსა და მარსიალს...








