ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი სემ ელერდაისი ამბობს, რომ „ლივერპულს’’ მოჰამედ სალაჰისთვის კონტრაქტი არ უნდა განეახლებინა. სერ ალექს ფერგიუსონი „ლივერპულის’’ თავკაცი რომ ყოფილიყო ეგვიპტელს გაყიდდაო. საინტერესოა, რომ 70 წლის მენეჯერმა ასეთი რამ თქვა რამდენიმე თვეში მას მერე, რაც სალაჰმა მერსისაიდელთა გაჩემპიონებაში დიდი წვლილი შეიტანა და ერთ სეზონში შესრულებული გოლს პლუს საგოლე პასების საკლუბო რეკორდი გაიმეორა. სალაჰის...
ჭდე: ალექს ფერგიუსონი
ჯიუტი კაცი
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი აღიარებს, რომ „აიაქსიდან“ ინგლისურ კლუბში გადასვლა სარისკო იყო. „ცხადია, როცა „აიაქსიდან“ „მანჩესტერში“ გადავდიოდი, რისკი დიდი იყო. მაგრამ ჯიუტი ადამიანი გახლავართ. საქმეს ხელი მაინც მოვკიდე. მიყვარს ეს გუნდი. ჩვენი ურთიერთობა გულშემატკივრებთან და „ოლდ ტრაფორდთან“. ალექს ფერგიუსონმა შთამბეჭდავი მემკვიდრეობა დატოვა. ეს გუნდი ისტორიას წერს. „მანჩესტერი“ ჩემთვის შესაფერისი კლუბია“. გუშინ, 26...
ფერგიუსონის დაბრუნება
სერ ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედში” მმართველობის წევრად დაბრუნდა. კლუბმა გადაწყვიტა 80 წლის ლეგენდარული მწვრთნელი ოფიციალურ თანამდებობაზე აეყვანა. იდეა აღმასრულებელ შეფ რიჩარდ არნოლდს ეკუთვნის, რომელმაც შექმნა ანალიტიკური ცენტრი, რომლის რჩევებსაც კლუბის დირექტორატი გაითვალისწინებს. „დეილი მეილი” წერს, რომ ცენტრში ფერგიუსონის გარდა იქნებიან გუნდის ყოფილი კაპიტანი ბრაიან რობსონი, ოდინდელი აღმასრულებელი შეფი დევიდ გილი, მოქმედი დირექტორი ჯონ მარტო და...
ბექზი და ფერგი
ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ვარსკვლავი დევიდ ბექემი მეუღლესთან, ვიქტორია ადამსთან ერთად იტალიაში, ზღვისპირა ქალაქ ამალფიში ისვენებს. დევიდს ახალი იახტა შეუძენია. ის არ არის ძალიან მდიდრული, თუმცა ბექზს თავად მიუღია მშენებლობაში მონაწილეობა და ამით ძალიან ამაყობს. წინა დღეს კი ბექემები ზღვის პროდუქტების რესტორანში სარა ფერგიუსონს შეხვედრიან. მოგეხსენებათ, სარა იორკის ჰერცოგინიაა. მწერალი, ფილანტროპი, საზოგადო მოღვაწე,...
კლოპი დაფასდა!
ლიგის მენეჯერთა ასოციაციამ იურგენ კლოპი წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. მარტივად რომ ვთქვათ, მან პრემიერლიგელი კოლეგების გამოკითხვაში გაიმარჯვა და ჯილდოც მიიღო. კლოპის „ლივერპულმა” მიმდინარე სეზონში ორი ინგლისური თასი მოიგო — ფეხბურთის ასოციაციისა და ლიგის. ორივე შეჯიბრების ფინალში მერსისაიდელებმა პენალტების სერიაში დაამარცხეს „ჩელსი”. რაც შეეხება ჩემპიონატს, მართალია კლოპის გუნდმა ბოლო ტურამდე იბრძოლა, მაგრამ ბოლო დღეს ტიტულის ბედი...
ფერგი მწვრთნელი იყო, მაგრამ უხეშობისთვის გააძევეს
დროდადრო სერ ალექს ფერგიუსონს ნერვების მოთოკვა უჭირდა. ყოფილა შემთხვევები, ფეხბურთელები დაუწიოკებია; ხანდახან მსაჯებს უყვიროდა. გამოთქმა „ფენით მკურნალობა” (ღრიალის გამო თმის ყალყზე დადგომას ნიშნავს) ფერგიუსონამდე არ არსებობდა. „მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებული 26 წლის განმავლობაში მას ჩვიდმეტჯერ მიუსაჯეს დისკვალიფიკაცია, თუმცა არის ერთი სახალისო ისტორია, რომელიც მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდა ფერგი შოტლანდიურ „სენტ მირენს” ედგა სათავეში. „სენტ მირენი” მწვრთნელი-სერ...
რონალდუ კარგად ვეღარ თამაშობს, მაგრამ ნერვებს ისევ შლის
როდესაც უეინ რუნი „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და ინგლისის ნაკრებში ბრწყინავდა, გულშემატკივარს ხომ უყვარდა და უყვარდა, მაგრამ მის მიმართ თანაგუნდელებიც მეგობრულად იყვნენ განწყობილნი. არადა, „დერბი ქაუნთის“ დღევანდელი თავკაცი ბიჭებზე თურმე სახალისო ისტორიებს აგროვებდა და შაბათს, მანჩესტერში გამართულ ვახშამზე, საზოგადოებას მათი ნაწილი უამბო. აი, მაგალითად რა თქვა თავისი ოდინდელი პარტნიორის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ: „კრიშტიანუ ძალიან ძლიერი და იმავდროულად...
მანჩესტერმა ამოისუნთქა
რალფ რანგნიკის პირველი პერიოდი „მანჩესტერ იუნაიტედში“ რთული გამოდგა. ამიტომ, ვითარების განმუხტვისთვის ასეთი მოგება მისწრება იყო: 3:1 „ბარნლისთან“. და აქ მხოლოდ ანგარიშზე არ ვამახვილებთ ყურადღებას, თამაშის ხარისხიც კარგი გამოვიდა. არადა, რა არის დასამალი, „ოლდ ტრეფორდის“ გარშემო უკვე კამათობენ იმის შესახებ, შეძლებს თუ არა გერმანელი მწვრთნელი ისეთი კალიბრის გუნდის გაძღოლას, როგორიც „მანჩესტერ იუნაიტედია“. თავად განსაჯეთ, აქამდე იყო...
პოჩეტინო მანჩესტერში ჩავიდა
მესი თუ რონალდუ? ჰკითხეს „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელს მაურისიო პოჩეტინოს, ანუ სად უფრო სურს, მანჩესტერში კრიშტიანუსთან თუ პარიზში – ლეოსთან? „მე ვცხოვრობ ფეხბურთით, ადრე თავად ვთამაშობდი და აგერ, უკვე 12 წელიწადია რაც მწვრთნელი ვარ. ვთამაშობდი პსჟ-ში და მიყვარს ეს გუნდი. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, კონტრაქტი 2023 წლამდე მაქვს გაფორმებული. პირადად ჩემთვის არავის დაურეკავს და...
ვენგერი უკანა ხედვის სარკეში
დოკუმენტურ ფილმში, „დაუმარცხებელი“, 72 წლის არსენ ვენგერი სერ ალექს ფერგიუსონთან ჯიბრის წლებს იხსენებს. „არსენალისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული თავკაცები 17 წლის განმავლობაში 49-ჯერ დაპირისპირებიან ერთმანეთს. „ალექს ფერგიუსონი ინგლისურ ფეხბურთში მთავარი ფიგურა იყო, — ამბობს ვენგერი, — მისი ყველას ეშინოდა, პრესით დაწყებული, მსაჯებით დამთავრებული. მე კი ვიფიქრე, რომ შესანიშნავი შესაძლებლობა მეძლეოდა. შემეძლო დამემტკიცებინა, რომ მხოლოდ ინგლისში...









