ჭდე: ალექსანდრ ჯიკიჩი

Home ალექსანდრ ჯიკიჩი
დაგეგმილი მარცხი
ჩანაწერი

დაგეგმილი მარცხი

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მარცხი იწვნია. ჩვენი გუნდი ამჯერად ბერძნებს გაეჯიბრა და დიდი ანგარიშით წააგო. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს „დაგეგმილი“ მარცხი იყო. ალეკსანდრ ჯიკიჩმა გოგა ბითაძე საერთოდ არ ათამაშა, ხოლო ლიდერებს დასვენების საშუალება მისცა და აქცენტი უფრო მომავალ მატჩებზე გააკეთა. ვნახოთ რამდენად გაამართლებს სერბი სპეციალისტის ეს ჩანაფიქრი. მატჩის მიმდინარრეობიდან გამომდინარე, დასაწერი ბევრი არაფერია, ამიტომ...

ზედიზედ მეოთხე მარცხი
ჩანაწერი

ზედიზედ მეოთხე მარცხი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, მაგრამ ჯერ მოგების გემო არ იცის. ჩვენი გუნდი ამჯერად პოლონეთს გაეჯიბრა და მეოთხე მარცხი იწვნია – 89:94. ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარა. თუ შესვენებამდე უკეთესები ვიყავით, შემდეგ ავირიეთ და საკუთარ კალათში ბევრი ქულა მივიღეთ. პირველი პერიოდი 26:25 მოვიგეთ. განსაკუთრებით ჩვენი მაღლები აქტიურობდნენ და ქულებს ისინი იხვეჭდნენ. მეორე...

ლიეტუვა არ გვეამხანაგა
ჩანაწერი

ლიეტუვა არ გვეამხანაგა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ამჯერად ლიეტუვას გაეჯიბრა და 54:77 დამარცხდა. წინა მატჩებისგან განსხვავებით, ეს თამაში ღია იყო და პირდაპირ გამოჩნდა საქართველოს ნაკრებისა და ჯიკიჩის შესაძლებლობები. გვაკლდა გუნდის კაპიტანი და ლიდერი თორნიკე შენგელია. მოედანზე ძალიან ცოტა დრო გაატარეს ერთმანეთის გვერდით გუნდის ლიდერებმა. ამ ყველაფერმა კი...

ჯიკიჩის 23 ოლიმპიადისთვის და სამი ამხანაგური
ჩანაწერი

ჯიკიჩის 23 ოლიმპიადისთვის და სამი ამხანაგური

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადება დაიწყო. 2-დან 7 ივლისის ჩათვლით ლატვიის დედაქალაქ რიგაში პარიზის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის ოთხი საგზურიდან ერთი გათამაშდება, რომელშიც 6 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას: A ჯგუფი: ლატვია, საქართველო, ფილიპინები. B ჯგუფი: ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი. ანალოგიური, ექვსგუნდიანი ტურნირები გაიმართება პუერტო რიკოში, ესპანეთსა და საბერძნეთში. გათამაშების ფორმატის თანახმად, თითოეულ ქვეყანაში მოასპარეზე...

ნაკრებს კაპიტანი და ამერიკელი შეუერთდა
ჩანაწერი

ნაკრებს კაპიტანი და ამერიკელი შეუერთდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას ჯერ კიდევ თბილისში აგრძელებს. შეგახსენებთ, ახალი მწვრთნელის, ალექსანდრ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ჩვენი გუნდი პირველ მატჩს 23 თებერვალს დანიაში გამართავს, თუმც გუნდი ჯერ კიდევ არასრული შემადგენლობით ვარჯიშობს. ნაკრებს ესპანეთიდან პირდაპირ დანიაში შეუერთდებიან გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე, ხოლო საფრანგეთიდან მწვრთნელის ასისტენტი მანუჩარ მარკოიშვილი. უკვე ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ კაპიტანი თორნიკე...

ჯიკიჩი: მიზანი – ევრობასკეტი 2025…
ჩანაწერი

ჯიკიჩი: მიზანი – ევრობასკეტი 2025…

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ახალი მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ჟურნალისტებს შეხვდა. მასთან ერთად პრესკონფერენციას კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე და გენერალური მდივანი ლაშა გამყრელიძე ესწრებოდნენ. შეკითხვაზე, რა იყო მთავარი ფაქტორი, რამაც საქართველოს ნაკრებში მუშაობა გადააწყვეტინა, ჯიკიჩმა მოკლედ უპასუხა: – ჩემთვის სიტყვა ბევრს ნიშნავს. ვიქტორ სანიკიძეს დავპირდი და სიტყვა შევასრულე – დღეს თქვენ წინაშე ვარ....

მოვიდა ჯიკიჩი…
ჩანაწერი

მოვიდა ჯიკიჩი…

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს სერბი სპეციალისტი, ალექსანდარ ჯიკიჩი გაწვრთნის. 52 წლის სპეციალისტმა, რომელიც 2023 წლის ისრაელის ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს და მიმდინარე სეზონიც იერუსალიმის „ჰაპოელში“ დაიწყო, ებრაული კლუბი რამდენიმე დღის წინ დატოვა და ახლა ის მხოლოდ საქართველოს ეროვნულ გუნდში იმუშავებს. ჯიკიჩის კონტრაქტი მომავალი, 2025 წლის ევრობასკეტის ციკლზეა მორგებული: მოიცავს მის საკვალიფიკაციო ტურნირს და რაღა თქმა უნდა,...