ორი წაგებული ფინალის შემდეგ ინგლისელმა ქალებმა, როგორც იქნა, ევროპის ჩემპიონატი მოიგეს. „უემბლიზე“ ძუ ლომებმა, ალბათ, ყველაზე საძულველი მეტოქე, გერმანია დამატებით დროში 2:1 დაამარცხეს და სიხარულით მეცხრე ცას ეწივნენ… ინგლისის მწვრთნელი სარინა ვიგმანი კი ზედიზედ მეორედ გახდა კონტინენტის ჩემპიონი – 2017 წელს მან ნიდერლანდების ნაკრები მიიყვანა ევროპის ჩემპიონობამდე. ზედ ფინალური მატჩის წინ, მოთელვისას, გერმანელებს ლიდერი, კაპიტანი,...
