ესპანეთის საკლუბო ფეხბურთში ერთხანს მშვიდობა სუფევდა. ისტორიულად დაპირისპირებული კლუბები თითქოსდა აღარ მტრობდნენ ერთმანეთს, რაც უპირველეს ყოვლისა სუპერლიგის პროექტით იყო განპირობებული, მაგრამ აი, ჩაიშალა ეს პროექტი და მათ კვლავ ხმლები იშიშვლეს. „რეალისა’’ და „ბარსელონას’’ გაუთავებელ ქიშპობაზე ბევრი დაწერილა, ახლა კი მადრიდის ორი კლუბის „რეალისა’’ და „ატლეტიკოს’’ კონფლიქტზეც დაიწყეს ლაპარაკი. საქმე ის არის, რომ ესპანეთის დედაქალაქის ორ...
