ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” თურქულ „ადანა დემისფორთან” 2:2 ითამაშა. ნეაპოლელთაგან ორივე გოლი 26 წლის მექსიკელმა თავდამსხმელმა ირვინგ, იმავე ჩაკი ლოსანომ გაიტანა. პირველ შემთხვევაში მას ჩინებული საგოლე პასი მოედანზე მეორე ტაიმში შესულმა კვარაცხელიამ ჩააწოდა. ვინაიდან, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხვიჩას თამაშია, აქვე ვთქვათ, რომ მან კიდევ ერთ ეპიზოდში გაიბრწყინა, როდესაც თავისი ფრთიდან მეტოქე მცველების ლაბირინთში გაინავარდა და დაარტყა,...
