დაძაბულობა სენტ ეტიენში: ზურიკო ხვიჩას წინააღმდეგ
„პარი სენ ჟერმენის’’ გულშემატკივრები სენტ ეტიენში თამაშს ვერ დაესწრებიან, აუკრძალეს. 27-ე ტურის მატჩი შაბათს 29 მარტს საქართველოს დროით 22 საათზე გაიმართება. ლუარის პრეფექტურა ორშაბათის გადაწყვეტილებას იმით ასაბურთებს, შეხვედრამ შეიძლება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა გამოიწვიოს, რადგან პსჟ-სა და „სენტ ეტიენის’’ ქომაგებს...
დეშამი: ჩვენ მეგობრები არ ვართ, მაგრამ…
„ფიგაროში" გამოქვეყნდა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის დიდიე დეშამის ინტერვიუ, სადაც მან უარყო ხმები იმის შესახებ, რომ მასა და „ლურჯების" მწვრთნელის თანამდებობაზე მის შესაძლო შემცვლელს ზინედინ ზიდანს შორის ცივი ურთიერთობებია.
„ეს მორიგი ჭორია, - თქვა დეშამმა, - ჩვენ ერთად ბევრი წელიწადი გავატარეთ...
ზეიმი მინდორზე…
საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩშიც დიდი ანგარიშით დაამარცხა სომხეთის ეროვნული გუნდი - 6:1 (ორი მატჩის ჯამში - 9:1) და ერთა B ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
დისკვალიფიცირებული კაშია და კვარაცხელია დაბრუნდნენ. სასტარტოში გამოჩდნენ მექვაბიშვილი და წიტაიშვილი.
ზღაპრულ პირველ ტაიმს ცოტა დაბნეული მეორე ნახევარი მოჰყვა....
ოჯახური მედლები
ძიუდოში, თბილისის „გრანდ სლემის“ პირველ დღეს ჩვენმა გუნდმა სამი მედალი მოიპოვა, აქედან ორი ერთ ოჯახში შევიდა.
ოქრო ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, ხოლო ვერცხლი მის მეუღლეს, თემურ ნოზაძეს ერგო. კიდევ ერთი ბრინჯაო კი, ნინო ლოლაძის აქტივშია. არადა, კაცებში რვა მონაწილე გვყავდა, მედლებით...
სკანდალი კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ
ზაფხულში, 14 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდება კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი რომელშიც მექსიკურ „ლეონსაც’’ უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ პარასკევს ფიფამ ის შეჯიბრებიდან მოკვეთა.
ოფიციალურ განცხადებაში წერია: „საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების შეფასების შედეგად ფიფას სააპელაციო კომიტეტის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, რომ...
ტრიბუნაზე ბებია გაგიჟდა
მაილს ლუის-სკელის ოჯახი „უემბლიზე’’ სიხარულისგან მეცხრე ცას ეწია: „არსენალის’’ ჭაბუკმა ვარსკვლავმა თომას ტუხელს იმედი გაუმართლა და ეროვნულ გუნდში თავის სადებიუტო შეხვედრაში გოლი გაიტანა. ეს ინგლისისა და ალბანეთის ნაკრებთა შეხვედრის მე-20 წუთზე მოხდა, როდესაც მარცხენა მცველმა ჯუდ ბელინგემის ჩინებული პასით...
თითქმის B ლიგაში
საქართველოს ნაკრებმა 2025 წელი გამარჯვებით დაიწყო. ერევანში სომხეთის ეროვნული გუნდი დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ერთა B ლიგაში დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. კარგია, რომ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნებმა“ წელიწადი მოგებით დაიწყეს.
ნაკრებს პირველად უკაპიტნა ოთარ კიტეიშვილმა. საბა გოგლიჩიძე კი...
გუგეშაშვილი და პაოკ-ი ოფიციალურად დადასტურდა
საბერძნეთის სუპერლიგის პაოკ-მა ოფიციალურად დაადასტურა „პანსერაიკოსიდან“ საქართველოს ნაკრების მეკარის, ლუკა გუგეშაშვილის ტრანსფერი.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და ის ძალაში 2028 წლის 30 ივნისამდე იქნება.
გუგეშაშვილი სხვადასხვა დროს პოლონეთის „იაგელონიასა“ (16 მატჩი) და ესპანურ „გრანადაში“ (5 მატჩი) გამოდიოდა.
საქართველოს ჩემპიონატში...
ბეისბოლისა და სოფტბოლის ფედერაციის პრეზიდენტად ვახტანგ ნორაკიძე აირჩიეს
15 მარტს, ფიტნეს კლუბ „ასპრიას“ ვაკის ფილიალის დარბაზში, საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართა.
ფედერაციის არჩევნებს ხმის უფლების მქონე 16 დელეგატიდან 11 დაესწრო, რომლებმაც ღია კენჭისყრით ერთხმად აირჩიეს ეროვნული ფედერაციის ახალი პრეზიდენტი - ვახტანგ ნორაკიძე.
არჩევნებზე პრეზიდენტის კანდიდატურა...
ზიზღი პარიზულად
„მარსელის’’ ფეხბურთელის, ადრე „პარი სენ ჟერმენსა’’ და „იუვენტუსში’’ ნათამაშები ადრიან რაბიოს (საფრანგეთის ნაკრებში 50 კეპი) დედა და ოფიციალური მრჩეველი ვერონიკ რაბიო კვირას „პარკ დე პრენსზე’’ ჩატარებული „კლასიკის’’ შემდეგ აღშფოთებული დარჩა ― პარიზელი გულშემატკივარი ტრიბუნიდან მას ლანძღავდა. მადამ რაბიომ „ეკიპის’’...
ზურიკოს დაუმთავრებელი თამაში
„მონპელიეში’’ საქმე ცუდად მიდის. კრიზისმა ტრიბუნებზე გადაინაცვლა. კვირას ლიგა 1-ის აუტსაიდერმა ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენთან’’ თამაში ბოლომდე ვერ მიიყვანა.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის ბოლო წუთიდან რიცხობრივ უპირატესობას ფლობდა, მასპინძელი გუნდი 53-ე წუთისთვის უკვე 0:2-ს აგებდა. თამაში ბოლომდე რომ მისულიყო...
დიდებული კვირის დიდებული დასასრული
კარგი თამაშის მიუხედავად „მარსელმა’’ „პარი სენ ჟერმენთან’’ ფრანგული კლასიკო წააგო: 1:3. მატჩის შემდეგ სტუმართა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ თქვა: „თქვენ ამას კლასიკოს ეძახით, მაგრამ გუნდების შედარება კლუბების ეკონომიკური სიძლიერიდან გამომდინარე შეუძლებელია. კლასიკო ისაა, როდესაც ორი მხარე ერთმანეთს ებრძვის, ერთი...
ჟორჟი – ტურის საუკეთესო
„ლე ავრთან’’ ჩინებული თამაშის შემდეგ „ლიონის’’ ქართველი თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე ლიგა 1-ის 26-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელიაო, წერს პორტალი maxifoot. მისი ვერსიით საუკეთესოთა შორის აგრეთვე მოხვდნენ პსჟ-ს ნახევარმცველი ფაბიან რუისი, „მონაკოს’’ ფორვარდი მიკა ბირეთი, „სტრასბურგის’’ ნახევარმცველი ფელიქს ლემარეშალი და სხვანი.
Maxifoot...
საქართველო – ევროპასთან ძალიან ახლოს
ახლა, სასწაული უნდა მოხდეს, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ვერ გავიდეს. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა ბონსიის ნაკრები სტუმრადაც დაამარცხა. ჩვენებმა ისევ ორი ბურთის სხვაობით იმარჯვეს – 22:20. არადა, საქმე ასე სანერვიულოდავ არ...
ჟორჯმა აიწყვიტა…
სომხებთან, საქართველოს ნაკრების ორ უახლოეს შეხვედრას გიორგი მიქაუტაძე საუკეთესო სპორტულ ფორმაში ხვდება - „ლიონის“ ბოლო ორ მატჩში ჩვენიანმა შემტევმა სამი გოლი და ოთხი საგოლე პასი გააკეთა. ორი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით შუა კვირაში მან სტიაუა დაამწუხრა, სულ რამდენიმე...
პატრის ევრა კლასიკის წინ
დღეს საფრანგეთში „ლე კლასიკია'': „პარი სენ ჟერმენი’’ „მარსელს’’ მასპინძლობს. ეს ლიგა 1-ის 26-ე ტურის შეხვედრაა. გამარჯვების შემთხვევაში პარიზელები მარსელელებს 19 ქულით ჩამოიტოვებენ. ცხრილში კი მათი მდევარი სწორედ რობერტო დე ძერბის გუნდია.
მატჩის წინ თავიანთ მოსაზრებას გამოთქვამენ მწვრთნელები, ჟურნალისტები თუ ვეტერანი...
ვინ თქვა, მამარდა ცუდ ფორმაშიაო
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ’’ სტუმრად „ჟირონასთან’’ 1:1 ითამაშა და ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი შეინარჩუნა. ამასთან აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში „ღამურებს’’ მშობლიური „მესტალიას’’ გარდა სხვა სტადიონზე არ მოუგიათ: 7 ფრე და 7 მარცხი. ვალენსიელები მართალია „წითელ’’ ზონაში აღარ არიან, მაგრამ...
ორი მარცხი
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ ისევ აგებს. ტეხასელები ამჯერად „შარლოტ ჰორნეთსან“ შინ 134:145 დამარცხდნენ და ფლეი ინის ზონას კიდევ უფრო ჩამორჩნენ. მწვრთნელმა სანდრო 17 წუთი ათამაშა და ჩვენებურმაც თავი 13 ქულას, 3 მოხსნას, 2 ჩაჭრას, 2 დაფარებასა და 1...
კვირას პარიზში სარისკო თამაშია
ფრანგული კლასიკო კვირას დიდ დაძაბულობას გვპირდება. ლიგა 1-ის 26-ე ტურში ჩემპიონთა ლიგის მეოხედფინალში ბრწყინვალედ გასული „პარი სენ ჟერმენი’’ „მარსელს’’ მასპინძლობს. საფრანგეთის სიდიდით მეორე ქალაქის გუნდს დედაქალაქის დასალაშქრად ადრიან რაბიო მოუძღვება.
2023 წელს „პარკ დე პრენსზე’’ „მარსელის’’ ფეხბურთელებს პარიზელი მაყურებელი ტრიბუნებიდან...
ჟორჟის საუკეთესო თამაში
ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ „სტიაუას’’ აშკარად აჯობა: სტუმრად მოგებულ 3:1-ს შინ 4:0 დაამატა. ქართველი გულშემატკივრისთვის სასიხარულო იყო, რომ ფრანგული გუნდის ოთხი გოლიდან ორი ჟორჟ მიქაუტაძემ გაიტანა და ორიც საგოლე პასი შეასრულა. ამრიგად, „ლიონი’’ ევროლიგის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედს’’ შეხვდება.
ფრანგულმა...
ესეც დუბლი მიქაუტაძისგან… [VIDEO]
ევროის ლიგის საპასუხო მატჩში „ლიონი“ საკუთარ მოედანზე ბუქარესტის „სტიაუას“ 3:0 ამარცხებს - საქართველოს ნაკრები თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა - გიორგიმ ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა, მეორე გოლი კი 47-ე წუთზე გაიტანა.
გიორგიმ მონაწილეობა მესამე გოლშიც მიიღო - ნაუმამ...
ჟორჟმა სტიაუას გაუტანა [VIDEO]
ევროპის ლიგის საპასუხო მატჩში „ლიონი“ საკუთარ მოედანზე ბუქარესტის სტიაუას მასპინძლობს. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე პაულო ფონსეკამ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ქართველმა ფორვარდმაც მწვრთნელს ნდობა გაუმართალა - შეხვედრის მე-14 წუთზე გოლი გაიტანა და „ლიონი“ დააწინაურა.
სანიოლის სია ერთი დებიუტანტით…
საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას 17 მარტიდან დაიწყებს.
B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი ოფში ჩვენი გუნდი სომხეთს 20 მარტს, ერევანში, 23-ში კი თბილისში შეხვდება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი...
ინტერი ბაიერნს ელოდება, დანარჩენები – შედეგებს
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის მატჩები სამშაბათს ასე დამთავრდა: „ბარსელონა’’ – „ბენფიკა’’ 3:1; „ინტერი’’ – „ფეიენოორდი’’ (2:1); „ლევერკუზენი’’ – „ბაიერნი’’ (0:2); „ლივერპული’’ – პსჟ 0:1 (პენალტებში პსჟ-მ გაიმარჯვა).
„ბარსელონას’’ სტუმრად უკვე მოგებული ჰქონდა 1:0 და შინ, „მონჟუიკზე’’ 3:1 დაამატა. ანგარიში იამალის საუცხოო...
კვარაცხელიას პარიზი მეოთხედფინალშია
ბრწყინვალე ორმატჩიანი დაპირისპირების შედეგი ასეთია: „პარი სენ ჟერმენმა’’ „ლივერპული’’ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გამოთიშა (0:1, 1:0, პენალტებით 4:1). „ენფილდზე’’ ორი მატჩის ჯამური ანგარიში ოსმან დემბელემ მე-12 წუთზე გაათანაბრა. შეხვედრის გმირი კი უთუოდ ჯანლუიჯი დონარუმა იყო, რომელმაც სტატისტიკის თანახმად 3 დარტყმა...
სპალეტის ოთახი ნაპოლის ბაზაზე
იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ტელეკომპანია Nove-ს თოქ-შოუ Che tempo che fa-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც „ნაპოლის’’ პერიოდიც გაიხსენა.
„ნეაპოლში მეორე წელიწადს კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ბაზაზე ვცხოვრობდი. სოფა მივიტანე და ჩემთვის პატარა ოთახი მოვაწყე. ქალაქის ცენტრი ბაზიდან კარგა შორს არის. მგზავრობაში...
საუკეთესო ბუდუ!
მოედანზე მეორე ტაიმში შესული ბუდუ ზივზივაძის მიერ 65-ე წუთზე გატანილმა არაჩვეულებრივმა გოლმა მე-13 ადგილზე მყოფ „ჰოფენჰაიმს’’ ზედიზედ მეორე გამარჯვების საშუალება არ მისცა. „ჰაიდენჰაიმი’’ კი კვლავ ბოლო ადგილზეა, თუმცა ქართველი გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნავსი გაწყდა და ბუდუმ ბუნდესლიგაში...
თუშიშვილი ოქროთი დაბრუნდა
ავსტრიის გრან პრიზე უმედლო ორი დღის შემდეგ, საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებს ნამუსი მძიმე წონაში მოჭიდავეებმა მოწმინდეს და ჩვენს დელეგაციას ერთბაშად სამი მედალი მოუტანეს – ორი ოქროს და ერთი ვერცხლის.
90 კილოგრამ წონაში სულაც ქართული ფინალი შედგა. უფრო სწორად, არ შედგა,...
მამარდა: ვიცი, საუკეთესო ფორმაში არ ვარ!
„მარკა’’ წერს, რომ „ვალენსიასა’’ და „ვალიადოლიდის’’ შეხვედრის უარყოფითი გმირი მასპინძლეთა მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელმაც პირველი ტაიმის ბოლოს ფეხით თამაშში უხეში შეცდომა დაუშვა და ხუანმი ლატასას ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. საქართველოს ნაკრების კარის მცველს ბურთი მისმა მცველმა კრისტიან მოსკერამ...
როგორ მიაბჯინა კვარამ ბრეტონის ცას ფეხი
შაბათ საღამოს რენში ქართველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალე საჰაერო ილეთი შეასრულა, რომელიც „პარი სენ ჟერმენის’’ ოფიციალურმა გვერდმა შესანიშნავი ფოტოთი უკვდავყოო, წერს „პარიზიენი’’. სტუმართა შვიდი ნომრის ფოტო სრულიად ინტერნეტმა აიტაცა.
გავლენიანი ფრანგული გაზეთი ამბობს, რომ ფოტო ქსელს მანამდე მოედო, სანამ კლუბი მას...
სერჟიო კონსეისაუს ავი მუსაიფი
„მილანს’’ ცუდი სეზონი აქვს. ლეგენდარული „როსონერი’’ სერია A-ს ცხრილში მე-9 პოზიციაზეა, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა და... არც მოედანსმიღმა შარი აკლია: ხუთშაბათს გუნდის მწვრთნელის სერჟიო კონსეისაუს პრეს-სპიკერმა ფრანსისკო ემპისმა გაავრცელა წერილი, რომელშიც აღწერა, თუ რა სირთულეებს წააწყდა პორტუგალიელი მწვრთნელი მას მერე,...
ჟორჟის კარგი თამაში და ფონსეკას ემოცია
ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ ევროლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ბუქარესტში „სტიაუას’’ 3:1 მოუგო. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მოედანზე 68 წუთი დაჰყო, შემდეგ კი ის ალექსანდრ ლაკაზეტმა შეცვალა. მიქაუტაძემ ჩინებული საგოლე პასი შეასრულა, როდესაც ნიკოლას ტალიაფიკომ ანგარიში გახსნა. ეს 30-ე წუთზე მოხდა. ზემოთ...
ბასილაშვილი მასპინძელმა გააჩერა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსში მიმდინარე 1 000-იანი მასტერსის ძირითადი ბადის პირველივე წრეში ამერიკელ მარკოს გირონს გაეჯიბრა და ორ სეტში დამარცხდა – 5:7; 6:7 (3:7).
მატჩმა საათსა და 50 წუთს გასტანა და ორივე სეტში დაძაბული ბრძოლა იყო. პირველ სეტში ჩოგბურთელები საკუთარ...
ბრიტანული პრესა პარიზელების და ერთი ბრაზილიელის შესახებ
„პარი სენ ჟერმენმა" „ლივერპულთან" მართალია წააგო (0:1), მაგრამ ინგლისური პრესა მაინც აღაფრთოვანა. დღეს ბრიტანეთში მედიის მთავარი თემა პარიზელთა გუნდისა და ლივერპულელთა მეკარის ელისონ ბეკერის („ლივერპულისთვის" სარეკორდო 9 მოგერიება) საოცარი თამაშია.
„იმას, რომ „ლივერპული" მსოფლიოს საუკეთესო ლიგის ჩემპიონი გახდება წყალი არ...
ოთხი წყვილიდან სამის ბედი ფაქტობრივად გარკვეულია
ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩების მეორე დღე ასე დასრულდა: „ფეიენოორდი’’ – „ინტერი’’ 0:2, „ბენფიკა’’ – „ბარსელონა’’ 0:1, „ბაიერნი’’ – „ლევერკუზენი’’ 3:0, პსჟ - „ლივერპული’’ 0:1.
ბუნდესლიგის ლიდერმა „ბაიერნმა’’ ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონ „ლევერკუზენს’’ გერმანულ დერბიში 3:0 მოუგო. რეკორდმაისტერი ცალი ფეხით...
პარიზელებმა შოუ დადგეს და წააგეს
„პარი სენ ჟერმენისა’’ და „ლივერპულის’’ (0:1) მატჩის დამთავრების შემდგომ პრეს-კონფერენციაზე პარიზელთა გუნდის მწვრთნელ ლუის ენრიკეს უთხრეს, თქვენი სათამაშო სისტემა რთულია, ის ბევრ გადაადგილებას მოითხოვს, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია მას წარმატებით შეერწყა; იქნებ ამის შესახებ უფრო დეტალურად გვითხრათო.
ლუის ენრიკემ უპასუხა: „ჩემს...
ბასილაშვილი მასპინძელზე გავიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის 1000-იანი მასტერსზე ითამაშებს. საამისოდ კი ჩვენიანს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იაპონელ იასუტაკა უჩიამას დამარცხება დასჭირდა – 6:4; 3:6; 6:3.
მატჩი 2 საათს გაგრძელდა და ჩვენებურის უპირატესობა ნათელი იყო. მხოლოდ მეორე სეტში საკუთარი ჩაწოდების წაგება სეტის წაგებად დაუჯდა....
მერვედფინალის პირველი დღე და რეალის მეხუთასე მატჩი
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრების პირველი დღე საინტერესოდ ჩატარდა. „ბრიუგე’’ შინ დამარცხდა „ასტონ ვილასთან’’ 1:3; პსვ „არსენლმა’’ ეინდჰოვენში გაანადგურა 7:1; მადრიდული დერბი „რეალსა’’ და „ატლეტიკოს’’ შორის მასპინძლის სასარგებლოდ დამთავრდა 2:1; „დორტმუნდმა’’ და „ლილმა’’ კი დორტმუნდში 1:1 ითამაშეს.
ანგარიშებიდან ნათლად ჩანს, რომ...
ბასილაშვილს ძირითადამდე იაპონელი აშორებს
ინდიან უელსის 1000-იან მასტერსის ძირითად ბადეში მოსახვედრად ნიკოლოზ ბასილაშვილს ერთი მოგება აშორებს. ჩვენიანმა კვალიფიკაციის საწყის რაუნდში ამერიკელი კრისტოფერ ეუბენკსი 6:2; 6:4 დაამარცხა. მატჩში ძირითადად ერთმანეთის შეცდომების ხარჯზე მიმდინარეობდა. ნიკოლოზმა მეტოქეზე ოდნავ ნაკლები შეცდომა დაუშვა. ამასთან, სწორედ საჭირო მომენტში ყოჩაღობდა...
ლივერპულს ბროკოლის არ ეშინია
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ წყვილში, რომელიც „პარი სენ ჟერმენისა’’ და „ლივერპულისგან’’ შედგება, ფავორიტად ინგლისური გუნდი ითვლება. მიზეზი მარტივია: გარდა იმისა, რომ „წითლები’’ სადღეისოდ კარგ ფორმაში არიან, ისინი ისტორიაში ექვსჯერ ფლობდნენ თასს და კიდევ ოთხჯერ ფინალში იყვნენ. „პარი სენ ჟერმენმა’’ კი...
ლივერპულთან პარიზელებს მასა უმსაჯებს
„პარი სენ ჟერმენი’’ და იტალიელი მსაჯი დავიდე მასა ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარკ დე პრენსზე’’ კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს. კვლავ იმიტომ, რომ მასა და პარიზული გუნდი სულ რაღაც ერთი თვის წინ, 29 იანვარს შტუტგარტშიც გადაიკვეთნენ. იმ დღეს პსჟ-მ 4:1 მოიგო....
კალათები ევრობასკეტისთვის – საქართველო მეოთხეში…
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის საგზური მოიპოვა, რომლის ფინალური ეტაპის წილისყრა 27 მარტს გაიმართება - 24 გუნდი ოთხ ჯგუფში განაწილდება. თითო ჯგუფიდან მერვედფინალში ოთხი გუნდი გავა.
ევრობასკეტი 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება.
ოთხი ჯგუფის გუნდები ოთხ ქვეყანაში განაწილდებიან. კალათები...
სპორტინგი, პარმა, სასუოლო, მონპელიე და… დილა
გორის „დილამ“ ახალი სეზონისთვის ახალწვეულები წარადგინა, მათ შორის ერთი განსაკუთრებული - შიდა ქართლის კლუბში გააგრძელებს კარიერას პორტუგალიელი მცველი პედრო მენდეში.
მენდეშს შთამბეჭდავი კარიერა აქვს, რომელიც ლისაბონის „სპორტინგში“ დაიწყო, საიდანაც მადრიდის „რეალის“ მეორე გუნდში მიიწვიეს. ესპანეთიდან პორტუგალიელი მცველი იტალიისკენ დაიძრა და...
მიქაუტაძის მწვრთნელის მოულოდნელი გახელება
გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა’’ პრინციპულ და ნერვიულ შეხვედრაში „ბრესტს’’ 2:1 მოიგო, მაგრამ მატჩის მთავარი ამბავი მოედანზე კი არა, მოედნის კიდესთან განვითარდა: „ლიონის’’ მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ მსაჯ ბენუა მიიოს (გვარი Millot-ის ფრანგული გამოთქმა ქართული ასოებით ყველაზე ზუსტად ალბათ ასე გადმოიცემა) შუბლი...
კორბერანი: მამარდაშვილს პირად საუბარში ვეტყვი
„ცალკეული ფეხბურთელების თამაშს საჯაროდ არასდროს ვაფასებ. მე ამას კერძო საუბარში ვაკეთებ. ჩავარდნები მუშაობით სწორდება’’, ― თქვა „ვალენსიას’’ მწვრთნელმა კარლოს კორბერანმა, როდესაც ჰკითხეს თუ რატომ ვეღარ თამაშობს გიორგი მამარდაშვილი ბოლოდროს კარგად. ქვემოთ გთავაზობთ „ოსასუნასა’’ და „ვალენსიას’’ შეხვედრის (3:3) მომენტებს, რომელთა...
რუმინეთმა ტოლი ნახოს…
საქართველოს ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ფინალში გზა გაიკაფა და 16 მარტს, გადამწყვეტ მატჩში „მიხეილ მესხზე“ ესპანეთს უმასპინძლებს.
ბორჯღალოსნებმა რუმინელი „მუხები“ 43:5 დაამარცხეს და ზედიზედ მე-8 ჩემპიონობისკენ ბოლოსწინა ნაბიჯი გადადგეს. ბოლო წლებისგან განსხვავებით, ფინალში ქართველთა მეტოქე არა პორტუგალია იქნება, არამედ ესპანეთის...
მსაჯობა ნაპოლისა და ინტერის შეხვედრაში
იტალიის სერია A-ში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა: „ნაპოლიმ’’ „ინტერს’’ უმასპინძლა. მატჩი დასრულდა 1:1. ანგარიში 22-ე წუთზე სტუმარმა ფედერიკო დი მარკომ ეფექტური საჯარიმო დარტყმით გახსნა, მაგრამ მეორეტაიმში მასპინძლების დაჟინებულმა შეტევამ 87-ე წუთზე შედეგი მოიტანა ― დანიელმა ფილიპ ბილინგმა „აძურის’’ ქულა გადაურჩინა.
მატჩის...
პსჟ-მ შოუ დადგა, კვარამ ნახევარი საათი ითამაშა
„პარი სენ ჟერმენმა’’ „ლილთან’’ შეხვედრის პირველ ტაიმში მთელი დატვირთვით ითამაშა და მეტოქეს ყველა პარამეტრით აჯობა - 4:1. ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულთან’’ მერვედფინალური დაპირისპირებამდე რამდენიმე დღით ადრე პარიზელებმა კარგი განწყობა შეიქმნეს. ხვიჩა კვარაცხელია თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო. მან მატჩის საუკეთესო მოთამაშე...
ანასტასიას და ლუკას მსოფლიო…
უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, სპორტულ წყვილებში, ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ.
საქართველოს წარმომადგენლებმა მოკლე პროგრამის მსგავსად, თავისუფალ პროგრამაშიც პირველი ადგილი დაიკავეს, ორი გამოსვლის ჯამში 191.01 ქულა დააგროვეს და მსოფლიო ჩემპიონის...
გოლების გადანაწილება პარი სენ ჟერმენში
„თუ გამოჩნდება ფეხბურთელი რომელიც 40 გოლს გაიტანს ჩვენ მას რასაკვირველია კარს არ დავუკეტავთ, მაგრამ თუ გვეყოლება ოთხი მოთამაშე, რომლებიც 12-12 გოლს გაიტანენ, გოლების რაოდენობა ჯამში 48 გამოვა და ეს უკეთესი იქნება’’, ― თქვა „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ,...