ბორჯღალოსნები სტარტისთვის მზად არიან
კვირას, თბილისის დროით საღამოს 5 საათზე საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ახალი ზელანდიის XV-ს დაუპირისპირდება.
ეს იქნება ბორჯღალოსნების პირველი მატჩი 2024 წლის შემოდგომის ტესტ-მატჩებიდან. ახალი ზელანდიის XV არის „ოლ ბლექსის“ უახლოესი რეზერვი, ბორჯღალოსნებს მონპელიეში, GGL Stadium-ზე, რომელსაც „ალტრად...
ქართველთა ორიაკი!
საფრანგეთში სარაგბო ჩემპიონატის მე-9 ტურმა ტოპ 14-ის ქართველთათვის წინა ტურივით ნაკლებად ნაყოფიერად ჩაიარა, პრო დ2-ში კი ჩვენებურები კვლავ წამყვან როლებში იყვნენ:
ტოპ 14
ლიდერად ქვეყნისა და ევროპის ჩემპიონი „ტულუზი“ დარჩა, რომელმაც „ბაიონთან“ გასვლაზე 8:12 კი წააგო, მაგრამ ბონუს-ქულის მიღებით ერთპიროვნული პირველადგილოსნობა...
საქართველო საბერძნეთით იწყებს
6 ნოემბერს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევრო 2026-ის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. ტიტე კალანდაძის გუნდი პირველ მატჩს საბერძნეთთან სტუმრად გამართავს.
გუნდი უკვე ელადაშია, სადაც მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ 16 ხელბურთელი იახლა:
გიორგი ლაპიაშვილი, ირაკლი გოგოლაძე, ზურაბ აბრამიშვილი (ყველა ბათუმი),აკაკი პატაშური, ხაზეინ რუსტამოვი (ორივე სლობოდა,...
ზურაბ ფოცხვერია: მიკვირს, რომ მამარდაშვილი მეშვიდე ნომრად დაასახელეს…
https://www.youtube.com/watch?v=0RXD4Eui2t0
ტრადიციულად, 1994 წლიდან საქართველოდან „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვაში მონაწილეობს „სარბიელის“ დამფუძნებელი ზურაბ ფოცხვერია. აი, მისი რჩეულები:
საუკეთესო ფეხბურთელი
1. ჯუდ ბელინგემი (რეალი)
2. როდრი (მან. სიტი)
3. ლაუტარო მარტინესი (ინტერი)
4. დანი ოლმო (ბარსელონა, ლაიპციგი)
5. ვინისიუსი (რეალი)
საუკეთესო მეკარე
1. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია)
2. იან ზომერი (ინტერი)
3. მაიკ...
31-ე იბერიისთვის
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 31-ე ტური „იბერიისა“ გამოდგა. ლევან კორღალიძის შეგირდებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს, ამჯერად სტუმრად, „დინამოსთან“- 2:0. ორივე გოლი მალელმა შეიკნე სილამ გაიტანა. ახლა მას 13 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა მარაქაშიც გაერია.
დინამოელები მე-17 წუთიდან კაცნაკლულნი დარჩნენ, მსაჯმა მათი...
იბერია თავში დაბრუნდა
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 30-ე ტურში ლიდერი კვლავ შეიცვალა. სამტრედიაში გამარჯვების შემდეგ (0:1) პირველ ადგილზე „იბერია“ დაბრუნდა. ერთადერთი ბურთი შეცვლაზე შესულმა ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა 89-ე წუთზე.
ტურის გვიან შეხვედრაში „ტორპედომ“ 2:0 სძლია „დინამოს“ და მეორე ადგილზე აინაცვლა. მეორე ბურთი ნორვეგიელმა ბიორნ...
ქართველების სუპერტური
ფრანგული სარაგბო პირველობის მე-8 ტური მეტად ნაყოფიერი გამოდგა ქართული ლეგიონისთვის. უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ, წარმატებული ტური პრო დ2-ში მოთამაშე ქართველებისთვის იყო, კიდევ მეტად რომ დავკონკრეტდეთ, მთავარი ამბები ხსენებული ლიგის ორ კონკრეტულ მატჩში მოხდა - ჯამში 6 ლელო, 4 ჯარიმა...
ვასკას, ლუკას და თედოს ტური
გასულ უქმეებზე საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ორ მთავარ ლიგაში მე-7 ტური გაიმართა და ქართველმა ლეგიონერებმა თავის გამოჩენა მხოლოდ პრო დ2-ში მოახერხეს: ლუკა ნიორაძემ და ვასილ ლობჟანიძემ თითო ლელო გაიტანეს, ხოლო თედო აბჟანდაძემ ზუსტი დარტყმებით თავის გუნდს 8 ქულა შესძინა.
ტოპ 14
მე-7...
დილა ისევ პირველია
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 29-ე ტურში ლიდერი ისევ შეიცვალა. „ტორპედომ“ უშუალო კონკურენტ „იბერიასთან“ 0:3 წააგო და პირველიდან მესამე ადგილზე დაქვეითდა. ეს ქუთაისელთა მიჯრით მეორე მარცხი გახლდათ.
„დილამ“ კი დაძაბულ ბრძოლაში მოუგო „სამგურალს“ – 2:1. გამარჯვების გოლი 91-ე წუთზე გაიტანა ირაკლი ბუღრიძემ.
ახლა...
ლელოები თედოს გარდასახვით
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის გასული ტური ორივე ელიტურ ლიგაში ძალზე წარმატებული გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის - 6 ლელო და ზედაც თედო აბჟანდაძის ჯარიმა-გარდასახვები!
ტოპ 14
„ლა როშელმა“ „ბაიონთან“ გასვლითი მატჩი აშკარად ჩააგდო - 30-ქულიანი სხვაობით დამარცხდა და ბასკებს ბონუსიც დაუტოვა: 7:37. სტუმართა ერთადერთი...
მამარდ, იფრინე მარად!
საქართველოს 2023-2024 წლების საუკეთესო ფეხბურთელი - ინგლისური „ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი!!!
... „სარბიელის" გამოკითხვაში მონაწილე ჩვენი კოლეგები დაგვეთანხმებიან, წინა სეზონის ბოლოს, ისე როგორც არასდროს, საუკეთესო ფეხბურთელის არჩევა-დასახელება ყველაზე რთული გამოდგა. აქით კვარამ იფრინა... იქეთ გიორგი ქოჩორაშვილმა... გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატის...
გამარჯვებულები !!!
„სარბიელი“ წარმოგიდგენთ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვას – ტრადიციულად 1993 წლიდან და გახსენებთ, რომ სწორედ „სარბიელის“ ვერსია ითვლება ყველაზე ღირებულ გამოკითხვად, რომლითაც ქართველი ფეხბურთლების გამორჩევა ხდება.
ვთქვით, 1993 წლიდან-თქო და ამ 31 წელიწადში გვქონდა „ჩავარდნებიც“. მაგალითად, 2019-2020 წლების სეზონი კოვიდ-პანდემიამ შეიწირა...
კვარა, მამარდა, ჟორჟი…
რამდენიმე დღეც და თბილისის „შერატონ მეტეხი პალასში“ „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის შედეგები გამოცხადდება.
ჩვენი ტრადიციული გამოკითხვა, რომელიც უკვე სამ ათეულ წელიწადს ითვლის, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოეწყო, ანუ რჩეულები დავასახელეთ 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის ივლისამდე პერიოდში ნაჩვენები შედეგების მიხედვით.
ვთქვათ ისიც, რომ...
ვილის ქულები უნდა…
უკრაინასთან ერთა ლიგის მატჩამდე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადებაზე ისაუბრა.
„წარუმატებელი სერია მუდმივად არ გაგრძელდება. უკრაინა საკმაოდ ძლიერი ნაკრებია, სადაც ინდივიდუალურად ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. ამიტომ, მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენმა ფეხბურთელებმა საკუთარი შესაძლებლობები სწორად წარმოაჩინონ. ვიცით,...
კერკეტი
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ დასრულებამდე 8 ტური დარჩა და ცხრილის ორივე პოლუსზე ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ლიდერმა „ტორპედომ“ მოულოდნელად აუტსაიდერ „სამტრედიასთან“ წააგო (1:2), „დილამ“ და „იბერიამ“ კი თავისი მატჩები მოიგეს, თანაბარი ქულები მოუგროვდათ და ახლა ორივე მხოლოდ ორი პუნქტით ჩამოჩება...
აფრასიძის 50-ე, სუთიძის – პირველი
ტოპ 14-ის მე-5 ტური ქართველი მორაგბე ლეგიონერებისთვის ინდივიდუალური თვალსაზრისით ნაკლებად პროდუქტიული იყო, თუმცა, ერთი-ორი ღირსშესანიშნავი ამბავი მაინც დაფიქსირდა.
ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში „ბორდო“ დარჩა, რომელმაც „ბაიონს“ შინ მოულოდნელად დიდი გაჭირვებით, 30:27 მოუგო. ბორდოელთა ყოფილი თანალიდერი და მოქმედი ჩემპიონი „ტულუზი“ კი...
ოთხი დუბლი
„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ მესამე წრე დასრულდა. ლიდერმა „ტორპედომ“ უშუალო კონკურენტ „დილასთან“ სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა, სტუმრად „თელავს“ მოუგო (2:1) და ახლა უკვე 5 ქულით უსწრებს გორელებს, რომლებიც 2:0 უგებდნენ „კოლხეთს,“ მაგრამ უპირატესობა ვერ შინარჩუნეს და ფრეს (2:2) დასჯერდნენ.
ეს ქუთაისელთა...
ტორპედო პირველია
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 26-ე ტურის მთავარი ამბავი ის არის, რომ ლიდერი შეიცვალა. „ტორპედომ“ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, ამჯერად „სამგურალთან“ (1:0), „დილას“ გადაუსწრო და 54 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა.
ქუთაისელები წყალტუბოელებთან მატჩში თავიდანვე რთულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ, მსაჯმა მე-16 წუთზე მათი კაპიტანი მერაბ...
ჰამშიკი: კვარა? მაინც ინსინიე
„ნაპოლის“ ყოფილ კაპიტანს მარეკ ჰამშიკს „გაძეტა დელო სპორტმა“ ინტერვიუ ჩამოართვა. მილანურმა გაზეთმა სლოვაკს „აძურის“ თანამედროვე ფეხბურთელების მისი დროის მოთამაშეებთან შედარება სთხოვა:
კარში მორგან დე სანკტისი თუ ალექს მერეტი?
გამოცდილების გამო დე სანკტისი.
მარჯვენა მცველი კრისტიან მაჯო თუ ჯოვანი დი ლიორენცო?
დი ლორენცო, რადგან...
მაგრამ ის კვარაა
ტურინში „იუვენტუსთან" კვარა საკუთარი თავის ჩრდილიც კი არ იყო. სად იყო მისი ელვასავით სწრაფი, შედეგიანი შეტევა და აგრესიული, დაჟინებული თამაში დაცვაში. ღთვის გულისათვის, ასეთი რაღაცები როგორ არ ხდება, მაგრამ მისი და ლუკაკუს იმდღევანდელმა ფეხბურთმა — ნაცრისფერსა და გაუმჭვირვალეს შორის...
პოკერი
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 25-ე ტური უხვგოლიანი გამოდგა. ვიხილეთ სეზონის პირველი პოკერიც და სადებიუტო გოლებიც.
თავიდანვე ვთქვათ, რომ ლიდერთა სამეულმა უდანაკარგოდ გაიარა ეს ტური: „დილამ“ „სამტრედიას“ მოუგო (3:2), „ტორპედომ“ – „გაგრას“ (3:0), ხოლო „იბერიამ“ – „კოლხეთს“ (6:2).
ტურის გმირი „იბერიის“ 25 წლის...
ოთხი ქართული ლელოს ამბავი
გასული უქმეები საფრანგეთის სარაგბო ლიგებში მოასპარეზე ქართველი ლეგიონერებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. ტოპ 14-ში გიორგი ახალაძემ წყვილი ლელო გაიტანა, ხოლო პრო დ2-ში თავი მამუკა მსტოიანმა და თორნიკე ჯალაღონიამ გამოიჩინეს. მათ გარდა კი დაჩი პაპუნაშვილმაც გაისროლა ერთი ზუსტი საჯარიმო...
ტოპ 14
საქართველოს ნაკრების...
ორი განსხვავებული შავი ლომი
„შავმა ლომმა“ ესპანელებს პორტუგალიელებიც მიაყოლა - „რაგბი ევროპის“ სუპერთასის მორიგ ტურში ლისაბონში იქაური „ლუზიტანუში“ 38:14 დაამარცხა.
საინტერესოა, რომ ქართული და პორტუგალიური სარაგბო ფრენჩაიზების აწ უკვე სამივე მატჩი ლისაბონში გაიმართა და თითოეული რადიკალურად განსხვავებული სცენარით წარიმართა.
2022-ში ფინალი იყო და „შავმა ლომმა“...
დილასთან ახლოს…
სანაკრებო პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგის გათამაშბა განახლდა. გაიმართა 24-ე ტურის მატჩები, რომლებსაც სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილება არ შეუტანია.
„იბერია“ აგრძელებს ტრიუმფალურ სვლას. ლევან კორღალიძის შეგირდებმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგეს, თანაც ოთხივეში სამ ბურთზე ნაკლები არ გაუტანიათ. ბათუმელებს კი რთული პერიოდი...
რეკორდები
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი თანდათან ხურდება და ქართველ ლეგიონერთა პროდუქტიულობაც შესაბამისად მატულობს.
ტოპ 14-ის მეორე ტურში, უნაყოფო სტარტისგან განსხვავებით, ერთბაშად ორი ქართული ლელო გავიდა, ხოლო პრო დ2-ის მესამე ტური - 3 ლელო და თედო აბჟანდაძის საოცარი წარმოდგენა.
ტოპ 14
„ლიონმა“ მეორე ტურშიც იმარჯვა...
დაუსტვინე ბებიაშენს
როგორც აღმოჩნდა, ალბანელთა მუქარა, ჯოჯოხეთს მოგიწყობთო, ჩვენი ჰიმნის დროს სტვენას გულისხმობდა.
სხვა მხრივ კი, რომ ვთქვათ, ვინმე შეაშინესო, სასაცილო იქნება. კი, ხმაურობდნენ, მთელი მატჩის განმავლობაში სკანდირებდნენ და ჩვენი ქომაგების მცირერიცხოვანი ჯგუფის ხმასაც, ცხადია, ფარავდნენ, მაგრამ თამაშს, ხმაური კი არა, სწორი...
სამივლინებო ჩანაწერები
ჩეხეთთან მოგების სიხარული იოტისოდენადაც არ იყო განელებული, რომ უკვე თვითმფრინავში ვიჯექი და ალბანეთისკენ მქონდა გეზი აღებული.
ტირანაში ნაკრებთან ერთად გამოვფრინდით რამდენიმე კოლეგა და ქართული სპორტის ქომაგთა ერთი ჯგუფი, რომლებიც, ეჭვი არ შეგეპაროთ, ომახიანად კი უგულშემატკივრებენ ჩვენს ბიჭებს, ოღონდაც გადაჭედილ...
სერგო, ვანო, თედო
საფრანგეთში ტოპ 14 დაიწყო - ევროპის უძლიერესი სარაგბო ჩემპიონატი. პრო დ2-ში კი მეორე ტური შედგა. მთავარ ლიგაში ვანო კარკაძემ და სერგო აბრამიშვილმა სეზონი ლელოებით გახსნეს, ხოლო თედო აბჟანდაძემ ზუსტი დარტყმების შესრულება ამ ტურშიც გააგრძელა.
ტოპ 14
გასულ უქმეებზე ორ ბორჯღალოსანს დებიუტი...
არის ხვიჩა, რომელიც „მარადონას” უყვარს
დღევანდელი ნეაპოლური მედია ერთხმად განიხილავს „კორიერე დელო სპორტის" წერილს, რომლის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ხვიჩა კვარაცხელიას გარდასახვა გარემარბიდან ათ ნომრად.
„კვარევოლუცია ცოტა რევოლუციაა და ცოტაც ევოლუცია. მას მერე, რაც ნეაპოლში მისტერ ანტონიო კონტე ჩავიდა კვარას ჩათვლით ყველაფერი...
მადა თამაშში მოდის…
საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს ერთა ლიგის ახალ სეზონს ჩეხეთის ნაკრებთან მატჩით იწყებს. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.
მანამდე კი საქართველოს ნაკრებისმთავარმა მწვრთნელლმა, ვილი სანიოლმა და კაპიტანმა გურამ კაშიამ საგურამოში პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
ვილი სანიოლი:...
პოლიტანო: მე და კვარა მეტოქის კართან უფრო ახლოს ვართ
რადიო CRC-თან ინტერვიუში „ნაპოლის" გარემარბმა მატეო პოლიტანომ გუნდსა და ახალ მწვრთნელზე ანტონიო კონტეზე ილაპარაკა. აღსანიშნავია, რომ პოლიტანო 2018-20 წლებში „ინტერში" თამაშობდა, სადაც კონტესთან გადაიკვეთა. „ინტერმა" 2020-21 წლებში კონტეს ხელმძღვანელობით სკუდეტო მოიგო.
„კონტეს კვლავ შევხვდი, რაც ძალიან სასიამოვნოა. მე მისი ხელმძღვანელობით...
42 ქართველი ევროპის ტოპ-ლიგაში
ევროპის უძლიერესი სარაგბო ჩემპიონატი, საფრანგეთის ტოპ 14 7 სექტემბერს აიღებს სტარტს.
ქართველებისთვის 2024-2025 წლების რეგულარული სეზონი კი იმითაა გამორჩეული, რომ მის მონაწილე 14 კლუბში ჩვენი თანამემამულეების უპრეცედენტო რაოდენობა ირიცხება. უფრო ზუსტნი თუ ვიქნებით, ქართველები ლიგის 14 კლუბიდან 12-ში არიან თავმოყრილნი...
სარბიელის სინი რუსთავში
საქართველოს შიდა სარაგბო სეზონი 6 სექტემბერს დიდ 10-ში დაბრუნებული დედაქალაქური „არმიასა“ და ქვეყნის ჩემპიონ „აიას“ ჯახით გაიხსნება.
2024/2025 წლების რეგულარულ სეზონში დიდ 10-ში შემდეგი გუნდები იასპარეზებენ: სამი თბილისური - „ლელო-სარასენსი“, „ხვამლი“ და „არმია“; ორი ქუთაისური – „აია“ და „არესი“; და კიდევ...
ესპანელი ექსპერტი გიორგი მამარდაშვილის შესახებ ინგლისურ გამოცემას ესაუბრა
„წითლების" ბანაკში წყნარი ზაფხული იყო. ახალ მწვრთნელ არნე სლოტს გუნდში ახალი ჯერ არავინ მიუყვანია. ამას „ლივერპულისთვის" პრემიერლიგის სეზონის კარგად დაწყებაში ხელი არ შეუშლია: სლოტის გუნდმა „იფსვიჩ თაუნს" 2:0 მოუგო. თუმცა, იმის გამო, რომ სატრანსფერო ფანჯრით არ ისარგებლეს, მერსისაიდში ერთგვარი...
ირლანდიასთანაც იგივე
18-წლამდელთა სარაგბო ნაკრებმა, რომელსაც ზურაბ ამონაშვილი წვრთნის, სამხრეთ აფრიკაში გამართული ტესტების სერია მარცხით დაასრულა.
ფაქტია, რომ პატარა ბორჯღალოსნებმა სამივე მატჩი წააგეს, მეტოქეებიც ბობოლათა რიცხვიდან იყვნენ - სამხრეთ აფრიკა, ინგლისი და ირლანდია, მაგრამ მაინც დასანანია, რომ ჩვენმა ჭაბუკებმა თუნდაც ერთი თამაშის...
არასერიოზული
ამბის არსი ასეთია: წინასაარჩევნოდ პრემიერ მინისტრი ვაზიანში ახალი სტადიონის აშენების ინიციატივით გამოვიდა.
ცხადია, გაჩნდა კითხვა: რატომ არის ეს წარმოუდგენელი სიძვირის მშენებლობა აუცილებელი და რა ბედი ელის უფუნქციოდ დარჩენილ „დინამოს“?
კითხვის პასუხად ითქვა, რომ „დინამო“ ამორტიზებულია.
გაჩნდა მომდევნო კითხვა: როდის ამორტიზირდა „დინამო“?...
U18-ის სტარტი – 3:20 აფრიკასთან
საქართველოს 18 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში საერთაშორისო სერიის პირველი მატჩი წააგო. მასპინძელთა 18-წლამდელთა A ნაკრებმა ზურაბ ამონაშვილის მიერ გაწვრთნილ პატარა ბორჯღალოსნებს 20:3 მოუგო, არადა ანგარიში ქართველებმა გახსნეს და მასპინძელმა ჭაბუკებმა მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლოს შეძლეს ჯერ გათანაბრება,...
საქართველო პარიზში – საუკეთესო ისტორიაში
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები უკვე ისტორიის კუთვნილებაა.
პარიზში გამართული თამაშები ისტორიული გამოდგა ქართული დელეგაციისთვის: ჩვენებმა 3-3 ოქროსა და ვერცხლის, ასევე 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
საქართველო 206 ქვეყანას შორის 24-ე ადგილზე გავიდა, რაც საუკეთესო შედეგია ისტორიაში. აქამდე თავს 28-ე ადგილით ვიწონებდით –...
მე-4 სუპერთასისთვის
„რაგბი ევროპის“ სუპერთასის გათამაშებას „შავი ლომი“ ტურნირის სამგზის და ერთადერთი ჩემპიონის რანგში ხვდება. პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი ახალ გათამაშებას ტურნირის ზედა ეშელონში - „ს“ პულში შეუდგება ტიტულის დაცვას, ოღონდ განსხვავება ის იქნება, რომ ამ ჯერზე შეჯიბრში მონაწილეობას ისრაელის „თელ...
ორი თვის შემდეგ
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ სეზონი ორთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა. მესამე წრე დაიწყო და მე-19 ტურში გოლების ანტირეკორდიც დამყარდა. მეტოქეებმა ერთურთს მხოლოდ 6 გოლი გაუტანეს, რაც ყველზე დაბალი მაჩვენებელია წლევანდელ სეზონში (მანამდე ასეთი მე-12 ტური გახლდათ - 7 გოლი).
ლიდერმა „დილამ“ ქულები...
უმედლობა გრძელდება
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართული უმედლობა გრძელდება. უკვე მესამე დღე მიილია და ჩვენი დელეგაციის მონაგარში ისევ ნულები წერია.
ერთადერთი, ვინც ჯერ გაგვახარა მოკრივე ლაშა გურულია (63,5 კგ.), ვინაც მერვედფინალში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი უშანსოდ დატოვა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა – 5:0....
37 ქართველი გასულ სეზონში
2023/2024 წლების სეზონი ქართველი მორაგბეებისთვის საბოლოო ჯამში წარუმატებელი აღმოჩნდა: ტოპ 14-ში „ვანი“ აღზევდა, რომლის შემადგენლობაში ქართველს უკვე მრავალი წელია არ უთამაშია. აღზევების შანსი ქართველებით სავსე „გრენობლსაც“ ჰქონდა, მაგრამ ალპელებმა ჯერ „ვანთან“ წააგეს ლიგის ფინალი, შემდეგ კი ტოპ 14-ის ბოლოსწინაადგილოსან...
ცუდი დასაწყისი პარიზში
ქართველების სტარტის დღეც დადგა. თუმცა, ოთხი ჩვენებური სპორტსმენიდან მედალს ვერც ერთი შეწვდა... არადა, ამის იმედი ნამდვილად გვქონდა.
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ოლიმპიადას ისევ სკანდალურად ემშვიდობება. თითქმის ანალოგიური სიტუაცია განმეორდა, რაც წინა, ტოკიოს თამაშებზე. ერთია, თუ მაშინ ქართველს ნახევარფინალში წააგებინეს, ამჯერად იგივე...
ხვალ იხსნება, ზეგ ვიწყებთ
26 ივლისს, პარიზში XXXIII-ე ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნება.
ცხადია, მსოფლიოს უმაღლესი სპორტული ფორუმი ქართველების გარეშე არ ჩაივლის და ჩვენგან საფრანგეთის დედაქალაქში 28 სპორტსმენი ჩავიდა.
პირველად ქართველმა სპორტსმენებმა 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზეს და დღემდე 41 ოქროს, 35 ვერცხლის და 57...
ხოხავს, სულს ღაფავს, ხრიალებს…
„თერგი ჰრბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან“...
ამბობდნენ, 1981 წლის გამარჯვებით ნუ ცხოვრობთ, ეგ დრო წავიდა, საქართველოში ფეხბურთი მოკვდაო. დღეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გვყავს. გვყავს შემტევი, რომელზეც ანტონიო კონტე გუნდის აშენებას აპირებს, პსჟ კი ყველაფერს აკეთებს, რომ გადაიბიროს. „მკვდრისთვის“...
საკურების მერე იქნებ ვოლაბებიც?
შაბათს დილაადრიან ბორჯღალოსნები ზაფხულის ტესტების დასკვნით მატჩს დაიწყებენ - სიდნეის „ფუტბოლ სთედიუმზე“, იგივე „ალიანც სთედიუმზე“, ავსტრალიისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა შედგება. დასაწყისი - 9:45-ზე.
მსოფლიო რეიტინგში მე-9 ადგილზე მყოფი ავსტრალია ისტორიაში მესამედ დაუპირისპირდება კლასიფიკაციაში მე-12 საფეხურზე მდგომ საქართველოს. „ვოლაბებისა“ და...
20-წლამდელები იტალიით ამთავრებენ
პარასკევს, 19 ივლისს, სამხრეთ აფრიკის ქალაქ ქეიფთაუნის „ეთლონ სთედიუმზე“ 14:30-ზე საქართველოს 20-წლამდელთა სარაგბო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით მატჩს დაიწყებს. უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე მე-9 ადგილისთვის შეხვედრაში იტალიის U20 იქნება, რომელსაც ლადო კილასონიას გუნდმა ჯგუფური ეტაპის ფინიშზე 28:17 მოუგო.
იტალიის ახალგაზრდული ნაკრები...
ამ ფიჯის კი უნდა მოვერიოთ
კვირას, 14 ივლისს საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე მატჩს გამართავს. მე-9-მე-12 ადგილებისთვის პლეი-ოფის ნახევარფინალში ლადო კილასონიას გუნდი ჯგუფური ეტაპის შედეგების მიხედვით ტურნირის უსუსტეს ნაკრებს - ფიჯის დაუპირისპირდება. შეხვედრა 18:30-ზე დაიწყება.
2019 წლის მსოფლიო...
მეშვიდედ – მამაც საკურებთან
შაბათს, 13 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის სერიის მეორე ტესტ-მატჩს გამართავს. 14:05-ზე იაპონიის ქალაქ სენდაიში დაიწყება ბორჯღალოსნებისა და ადგილობრივი „მამაცი საკურების“ რიგით მე-7 შეხვედრა.
უნდა ითქვას, რომ ფიჯის დარად იაპონიაც ერთ-ერთი უხერხული მეტოქეა ჩვენი გუნდისთვის. 2006 წლიდან მოყოლებული 2018-მდე...
34 კაცით იაპონიასა და ავსტრალიაში
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების თავკაცმა რიჩარდ კოკერილმა 34-კაციანი სია გამოაქვეყნა. ეს იმ 34 მორაგბის ჩამონათვალია, ვინც იაპონიასა და ავსტრალიაში ტესტ-მატჩებისთვის მოემზადება.
გაფართოებულ რაზმში სერიოზული სიახლეებია. კოკერილმა 6 ისეთ მორაგბეს უხმო, ვისაც ნაკრების ბორჯღალიანი კვართი არასდროს მოურგია. ესენი არიან ბურჯი ლუკა...