შარშან ვიალი იყო, კლუივერტიც
ვერ გავიგე, რას ველოდებოდი მთელი წელიწადი.
ალბათ სულელი ვარ, მაგრამ მართლა ვერ გავიგე.
ჩემპიონთა ლიგის ფინალს მშვიდად ვუყურებ, რადგან არცერთ იქ გასულ გუნდს არ ვგულშემატკივრობდი.
მიუნხენში მაღალი კლასი იყო, მაგრამ მე მაინც ვერაფერი გავიგე.
ალბათ იმიტომ, რომ კლასი იყო მაღალი.
აი, 26 მაისს თბილისის...
ფეხბურთის ყურების დროს
ამ სვეტს რომ ვწერ თქვენთვის, ძვირფასო ტელემაყურებლებო, „საფრანგეთის ტურნირის“ ბოლო მატჩი მიმდინარეობს.
მეზობელთა შორის თამაშს საომარი პირი უჩანს, ხომ არ შეიძლება, რომ გამუდმებით ფრეები ჩაიწერო აქტივში და იძახო, მოსამზადებელი ეტაპი წარმატებით მიმდინარეობს, კმაყოფილი ვარო?
ბოლოს და ბოლოს, თამაშს ხალხი ესწრება და...
გაცდენილი ფინალი
საქართველოს თასის ფინალი არასოდეს გამიცდენია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ფინალი წმინდა საქმეა. რაც არ უნდა უვარგისი იყოს, ფინალია და მორჩა. დღეც საუცხოო აქვს შერჩეული და ყველაფერი. მერე რა, რომ თამაში მაინცდამაინც არ გამოდის ხოლმე. ფინალი ფინალია და საყურებელი რამეა.
საქართველოს...
გულშემატკივრის ცნობარი (ნაწყვეტი)
ამიერიდან კარგად ვიცი, როგორ მოვიქცე სტადიონზე.
უფრო სწორად, ვიცი, რა არის საჭირო იმისთვის, რომ გუნდმა ქომაგის მხარდაჭერა იგრძნოს.
ამისათვის უპირველესად ის არის საჭირო, რომ ქომაგმა ანალიტიკოსობას არ მიჰყოს ხელი და საყვარელი გუნდის ავ-კარგის გარჩევას სტადიონზევე, თამაშის მსოვლეობისას არ მოჰყვეს. სტადიონზე გუნდს...
იმნაირი ლაპარაკი
ქვეყანაში კრიზისი მობრძანებულა და ყველაფერი გაუძვირებია - პაპიროსიც და ბენზინიც.
ფეხბურთის მოყვარე ხალხისთვის, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, რომ კარაქის ფასი ძველებურ ნიშანზე დარჩენილიყო და თუ გაძვირებაა, ქართული ფეხბურთი გაძვირებულიყო საერთაშორისო სატრანსფერო ბაზარზე.
მართლაც კარგი და სასიხარულო გაძვირება იქნებოდა.
აბა, სად გაგონილა ბურთი, ბუცი...
ფანი ბუნების მოვლენებთან ბრძოლაში
უცნაური ამბავია: ასეთი საფეხბურთო კვირა გვქონდა და ლაპარაკი ერთი ჩვეულებრივი რამით დაიწყო.
სინათლე! სინათლე ჩვენს ფანჯრებში.
ფანჯრებში კი ტელევიზორს ვგულისხმობ, რადგან ღირსეული ანტენით შეჭურვილი ტელევიზორი დღეს ნამდვილი ფანჯარაა ევროპაში, გამორჩევით კი საფეხბურთო ფანისათვის. რა, რა და ტელევიზორი მთავარი რამ არის.
არიან „დვიჟოკიანი“...
ლივერპული, ენფილდ როუდი. რობი ფაულერს
არიან ფეხბურთელები, უსაზღვროდ რომ უყვართ თამაში.
არიან ფეხბურთელები, რომლებისთვისაც თამაში უბრალოდ პროფესიაა.
ასევე, არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რახან მოედანზე გამოვიდნენ, უნდა მოიგონ და მათთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, როგორ მიაღწევენ გამარჯვებას.
მაგალითად, ხუან ესნაიდერს შეუძლია ადამიანს ტყუპი წიხლი ჩაჰკრას, რადგან ხედავს,...
ზინედინ არაბი
და თქვა გოგია მესვეტემ:
ქალაქ ბორდოსა ერთი ახალგაზრდა კაცი იყო და ბურთაობდა. კარგი მობურთავე იყო და პატივიც ფრიადი ჰქონდა. მთელი ბორდოს ქალაქის ბავშვები იმას დასდევდნენ. ამ ახალგაზრდა კაცს ზინედინ ზიჰდანი ერქვა და ქონებაც ფრიადი მოეგროვებინა.
ერთხელ ზინედინი მეჯლიშში იყო და ქეიფობდა,...
BODYPUNCHER და KO PUNCHER
„ბოდიპანჩერი“ საკრივო ტერმინია და სიტყვასიტყვით სხეულზე დამრტმელს, ტანზე მცემელს ნიშნავს. ეს ტერმინი იმ მოკრივეთა მიმართ გამოიყენება, რომელთათვისაც ღმერთს მართლად ცემის ნიჭი მოუმადლებია, მაგრამ არ მიუნიჭებია კრივში ეგოდენ საჭირო და პრესტიჟული უნარი სანოკაუტო დარტყმისა.
დიახ, კრივში არსებობს სხვა ტერმინიც - „ქეიოპანჩერი“,...
მანჩესტერიდან მოვდივარ, უკან მაბრუნებს ქარიო
მდაა, ოთხი წელიწადი.
ეს ოთხი წელიწადი სულ ერთნაირი დამარცხების, სირცხვილის, დაცინვის ეპოქაა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გამარცხებს ვოლგოგრადი, ტრაბზონი, ავტოქარხანა, ისთანბულის გარეუბანი, სოფელ ვარიანის მეფრინველეობის კომლექსის დუბლშემადგენლობა. გიგებს ლამის რომ აბოვიანის „კოტაიკი“ და შენა ხარ შვიდგზის შერცხვენილი, რადგან ზედიზედ...
ღამის ზარების ამბავი
იცით, რაშია საქმე?
ქართული ფეხბურთის ქომაგთა მრავალათასიანი არმია დაიღალა. მას აღარ აინტერესებს ლაპარაკი სავარძლების, გავლენის სფეროების, ფეხბურთელების ლათობა-არლოთობის შესახებ. მას ფეხბურთი აინტერესებს.
ამას რატომ ვამბობ?
საქართველოს ნაკრებმა მალტის ტურნირი მოიგო. ეს სანაკრებო ისტორიაში პირველი მოგებული ტურნირია. მიუხედავად ამისა, ეს არ არის ისტორიული...
დუდუს ოცნება
ხომ გახსოვთ დუდუ?
წმინდა იანუარიუსის წინ რომ აღიმართება და მოსაპარი საგანძურის სანაცვლოდ რომ სთავაზობს: - ჩვენ შენ ეუსებიოს გიყიდით. „ნაპოლი“ ჩემპიონთა თასს მოიგებს...
დუდუმ ეგრეც ვერ შეინარჩუნა მოპარული საგანძური, ეუსებიო ვერ იყიდა და „ნაპოლის“ დღემდე არ აუღია ჩემპიონთა თასი. ნეაპოლელი ქურდის...
ძველ ჭეშმარიტებათა გახსენება
„ვ სავრემენნომ ფუტბოლე სამოე გლავნოე პერეხოდ ოტ ატაკი კ აბარონე ი ნააბაროტ,“ - იტყოდა ხოლმე ძველ, ზასტოის დროში ნიკოლაი ოზეროვი, რუსთა უპირველესი ტელეკომენტატორი.
ოზეროვი ამას იმეორებდა ტაიმში სამჯერ და იმგვარი ინტონაციით, რომ თქვენი არ ვიცი და, მე ყოველთვის მეცინებოდა.
დიახ, ოზეროვს...
ბოსმანი და მზიური საქართველო
ჟან მარკ ბოსმანის სახელი გაგეგონებათ - უმისოდ დღეს სუფრა არ გაიშლება ევროპაში. იმსიშორეს გაუვარდა სახელი, რომ ყველას უნდა ეს საოცარი ახალგაზრდა კაცი დაპატიჟოს. ძველ და კურთხეულ დროში კი საქმე ისე იყო, რომ ფეხბურთელს მხოლოდ თამაშით თუ გაიცნობდი. მისი სახელი...
ეგებ კევინმა უთხრა თავის თავს
რის გამო ვილაპარაკოთ? რა მოგითხროთ ამ გაქანებული ქეიფების შემდეგ?
მოდით, ვთქვათ, კაცის მოსვლასა და წასვლაზე - ახალი წლის ყველაზე მეტად ხმაურიან ამბავზე.
ევროპაშიც გვარიანად მოულხინეს ამ უქმეებზე. პრინციპში, იქ მოულხინეს, თუ მოულხინეს. ფეხბურთელებს ღიპები დაედოთ. გერმანელებმა თითქოს სამუდამოდ შეწყვიტეს თამაში. ევროპის...
ცოტა-ცოტა ფეხბურთზე ახალი წლის დღეებში
ჩვენ რომ ტრონჰეიმში ვცხოვრობდეთ, ახლა წითელი ბურთით ვირბენდით დათოვლილ მოედანზე და მადრიდის „რეალს“ დავამარცხებდით, მაგრამ განა ჩვენ ნორვეგიელები ვართ?
არა, ჩვენ არა ვართ ნორვეგიელები. თუნდაც იმიტომ, რომ ისინი უკვე მეორედ არიან მსოფლიოს ჩემპიონატზე. ეგილ ოლსენმა წესად შემოიღო, რომ თავისი გუნდი...
ლონდონში (თბილისში) შუქი არ არის!
ო, იესპიენო, ქართველი ქომაგის ერთგულო მეგობარო.
ფეხბურთის მოყვარული კაცი ბევრ რასმეს გაპატიებს, იმასაც კი, რომ როცა ნაღდი დიდი ფეხბურთი გაქვს გამოცხადებული, კრიკეტის ლაივს დაგვაჯახებ, კალიფსოს სერიას ან რაღაც ეგეთს. განა არ ვიცით?
ხალხში აზიურ ვერსიას გეძახიან, ჰინდუსტანს კი ფეხბურთზე ათასჯერ მეტად...
კეთილი სურვილებით, იოზეფ ბლატერი
აბა, რა სასიამოვნოა ასეთ საკითხზე წერა? აგერ რამდენი ხანია, ეს ამბავი მიმდინარეობს და ერთხელაც ვერ ავავსე სვეტი საჭირო მასალით. მიზეზი ესაა: ამ ამბავში მადლს ვერა ვხედავ და კიდევ - ერთი ალალი ხელის ჩამორთმევა მირჩევნია მთელს ამ ისტორიას. არა იმიტომ,...
ვითომ ჯორდი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
ევრო 96-ზე მოთამაშე პატარა კრუიფს რომ ჰკითხეს, ზურგზე გვარი რატომ არ გაწერიაო, მან მედიდურად მიუგო: სირცხვილია ჰოლანდიის ნაკრებში ვინმეს ეწეროს ეს გვარი და არ ამძიმებდეს, ამიტომაც ჩემი ჯორდი მირჩევნიაო. გამოხდა ხანი და პატარა კრუიფი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვიხილეთ. ზურგზე მამისეული...
NEVER-SAY-DIE და GIANT-KILLER
რას ნიშნავს ეს ერთ აზრად შეკრული სამი სიტყვა, რომელიც მალიმალ იელვებს ხოლმე საერთაშორისო სააგენტოთა ფურცლებზე?
NEVER-SAY-DIE - სიტყვასიტყვით რომ გადმოვთარგმნოთ, ასე გამოდის: არასოდეს თქვა სიკვდილი.
საზოგადოდ კი, ეს სიტყვათა შეთანხმება გულისხმობს უდრეკ, ასე ვთქვათბ აგუტეხელ კაცს, იმას, ვისი ხასიათიც აშკარად გამოჩნდება...
ბრუს სელდონი?! ჰმ…
ორი დღის წინ გვარიანი კამათი მომიხდა „რეზონანსის“ საკრივო მიმომხილველ ალბერტ ხაჩატურიშვილთან. ეს ხაჩატურიშვილი კრივის მცოდნე კაცია და მძიმე წონაც ძლიერ უყვარს, მაგრამ ერთი ახირებული ზნე სჭირს - ტაისონი ეზიზღება.
რახან ტაისონი ეზიზღება, ჩვეულებრივ, ათას რამეს გამოიგონებს ხოლმე მის საწინააღმდეგოდ და...
ყველაფერი ძველებურად?
ჰეი, თქვენ, ალბანელებო, გაუმაძღარნო ომითა, რამდენჯერაც შეგვხდით, იმდენჯერაც მოგიგეთ! ეს ამბავი მომხდარა სრულ სამჯერ, თქვენ კი, მაინც არ იშლით და კიდევ ჩვენსკენ მოიწევთ, გინდათ თუ არა, ერთად უნდა ვსწიოთ შესარჩევის ჭაპანიო.
ჰეი, კიდევ თქვენა, საქართველოს ნაკრებო, რომ ალბანელებს ყოველთვის ამარცხებდით...
ვეტერანებო, დაწერეთ
უცხოეთიდან ერთი კარგი წიგნი მომივიდა. სქელი წიგნია, მშვენიერი ყდითა და თავისი საინტერესო ფოტოალბომით. ის დაუწერია „არსენალის“ კაპიტან ტონი ადამსს, რომელსაც გადაუწყვეტია, ჩემი არეული ცხოვრება პირუთვნელად უნდა აღვწეროო.
თუმცა, „დაუწერია“ მთლად ზუსტი სიტყვა არ არის. დაწერით ეს წიგნი მავანმა განთქმულმა ჟურნალისტმა...
აქედანა და გორამდე
ხვლა, გორის მაზრაში, ჩვენი ფეხბურთის ისტორიის ერთი ხმაურიანი, ცოცხალი ფურცელი დაიწერება.
ასე თქვი, ისე თქვი, “დინამო” მოიგებს, თუ “დილა” შესძლებს ფინალში გასვლას, ფურცელი დაიწერება. “დილა” რომ თასის ფინალში გავიდეს, ეს ფურცელი უფრო ხმაურიანი და ფეთქებადი იქნება, უფრო ბევრი რამ დაიტევა...
STILL KETS!
STILL მავანიო, ასე შესძახებენ ხოლმე ინგლისელი ტელეკომენტატორები, როცა მავანი ყაჩაღი ფეხბურთელი ბურთს არ დაჰკარგავს და მონდომებით მიიწევს წინ. ადვილი გადმოსათარგმნია, STILL მავანიო, ნიშნავს კვლავ ესო, ესე იგი, არ დაადგა საშველი ამ ფეხბურთელის დაკავებასო. თანაც იმათ რეპორტაჟი არ ესწავლებათ და...
ფეხბურთელებო, ქომაგებო, ქურდებო და პოლიციელებო – შევიკრათ!
ჩვენი სტადიონი ჭეშმარიტად ისტორიული არენაა. ვის აღარ უთამაშია აქ? დაპყრობილ-კოლონიური ქვეყნის პირობაზე პაიჭაძის (ძველად, იდიოტურ წესისამებრ ბერიას და ლენინის) სახელობის საფეხბურთო სახლში მართლაც დიდი და დიადი გუნდები გაგვიცნია.
ამათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა და ნაკრებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, კლუბებიც არ გვივიწყებდნენ....
შენ ყარაჩოღელი გიჟუა გაგიგონია?
ყველაზე უცნაური რაც ჩვენს ფეხბურთს სჭირს, მედიდურობაა.
„დინამომ“ რომ „ტილბურგთან“ წააგო, სამი დღეა გასული და ამ დღეში, ბარე შვიდი ფეხბურთის მოყვარე კაცი შემხვდა და მითხრა, აგვისტოში რომ დაწერე „დინამომ“ გამოიღვიძა, აჩქარდი, ბევრი მოგივიდაო. როცა რაიმე გაგეხარდება, ბევრიც მოგივა ხოლმე. მიუხედავად...
ბოდიში და გმადლობ
ეგებ ლირიკაზე გველაპარაკა?
ან საფეხბურთო ბედის კვანტისტრიალზე? ალალად - არ ვიცი, რა ჰქვია ამას.
ჩვენებურ ქომაგს უცნაური მახსოვრობა აქვს. თბილიცა და დაუნდობელიც. აი, შარშან ზაფხულში „მარშრუტკაში“ ვიჯექი. ჩემს წინ კი ნოდარ ხიზანიშვილი მოხვდა. დაღლილი სახე ჰქონდა და მოწყენილი თვალები.
ეგებ ამის გამოც...
ერთი მუჭა დოლარისათვის
რახან ეს საქმე დამთავრდა, რახან სააგენტოები ყოველ საათს აღარ მოგვაწვდიან რონალდოს გადასვლა-არგადასვლის ამბავს, მე, პირადად ვკისრულობ პეროვსკაიაზე გასეირნებას და ათიოდ პინტა ლუდს.
არ ამოვისუნთქეთ?
რაღა ეშველებოდა მსოფლიო ფეხბურთს, პატარა რონალდო რომ „ინტერში“ არ გადასულიყო? დასრულდა ეს განუმეორებელი პოსტბოსმანური ისტორია. ოცი წლის...
ძველი და ახალი
მისალოცი წერილები, ჩვეულებრივ, ერთი ტიპისაა:
„ძვირფასო „რეალ“,
მოგილოცავ დიდ გამარჯვებას, იყავი ბედნიერი, მშვენიერო და ა.შ.“
ამდენი წლის შემდეგ საკლუბო ფეხბურთის ისტორიამ თავის მთავარ ადგილას დაიბრუნა მადრიდის „რეალი“.
ამ საქმეში არის სამართლიანობა და ამ საქმეში არის ერთგვარი გახსენებაც მადრიდელთა რამდენიმე ბრწყინვალე თაობისა, ჩემპიონთა თასს...
ამ საქმის ვერ გავიგე
საკვირველია საფეხბურთო მწვრთნელის ხელობა. ძალიან გაგიჭირდება გაიგო, რატომ გახდა ესა თუ ის კაცი კარგი მწვრთნელი.
ამისთვის რომ დიპლომი არ არის საკმარისი, ცხადია, მაგრამ ისიც ხომ ნათელია, რომ ხშირად უდიპლომო მწვრთნელებიც არ ვარგანან მწვრთნელებად.
მწვრთნელის ხელობა დიდი საიდუმლოა. არსებობს აზრი, რომ დიდი...
უძვირფასესი მელოუნი ყოფილა, ჯორდანს კი ვირის თავ-ფეხი?
155 კალათბურთზე მწერალი კაცი ხუმრობა არ გეგონოთ, თქვენი ჭირიმე. მითუმეტეს, ის 155 კაცი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ამბებს რომ მიმოიხილავს. ჰოდა, ამ ხალხმა გადაწყვიტა, რომ ენბიეის უძვირფასეს მოთამაშედ წელს მეილმენი უნდა ყოფილიყო.
მეილმენი - იგივე კარლ მელოუნია, მორმონთა ქვეყნის ცნობილი გუნდის,...
ტინსაიდელი ცინიკოსები
ესენი ვინა ყოფილან?
მთელი ნიუკასლი, მთელი საჯორდეთი ფეხზე დგას.
ხალხს გუნდის აღზევება ევალება და თურმე რეებს ლაპარაკობენ?
კლუბის ოდინდელ თავმჯდომარეს სერ ჯონ ჰოლს ვაჟიშვილი ვერ გამოდგომია.
საქმე კი იმაშია, რომ ინგლისურმა ტაბლოიდებმა, კრეძოდ კი „უორლდ ონ სანდიმ“ ნუიკასლ იუნაიტედის“ ორი თავკაცი, თავმჯდომარე ფრედი...
პირდაპირ თვითმფრინავიდან
ახლა მანდ შაბათია და საქართველოს ნაკრების „უემბლიზე“ გასვლამდე ოთხი დღე დარჩა. ამ არცთუ დალაგებულ სვეტს რომ ვწერ, პარასკევის ადრიანი დილაა და მე მრავალ სხვა ადამიანთან ერთად ცაში ვიმყოფები.
დაბლა მხოლოდ ღრუბლებია და, თქვენ წარმოიდგინეთ, არცერთი სტადიონი არ ჩანს.
სტადიონი იმიტომ ვახსენე,...
აიაქსი და სინათლე
სამშაბათ ღამით ერის ერთ ნაწილს, გამორჩევით ქალაქის რამდენიმე უბანს რომ შუქ-სინათლე მიეცა, სულ ტყუილი გამოვიდა.
ის სინათლე სასიხარულოდ არ დაურჩა ხალხს, ვინაიდან შუქი იმ მიზეზით გამოშევათ ჩვენს სახლებში, რომ „აიაქსს“ მოეგო და ჩვენ მთელი ჩვენი უსინათლობა და ევროპასთან ოთხსაათიანი ჩამორჩენა...
ჩემი უტოპიური ჩემპიონი
ბოლო ათი დღეა, „იესპიენის“ ტელეარხებზე სამხრეთამერიკულ ფეხბურთს გადმოსცემენ. ბრაზილიასა და არგენტინაში ახლა ორ ჩემპიონატს შორის შესვენებაა და კლუბების სხვადასხვა ტურნირებში ჩაბმულან: ბრაზილიაში ლიგა პაულისტა და რიოს პირველობა ტარდება, არგენტინაში „ტორნეო სიუდად დე მენდოსა“ და სხვა.
ამ თამაშების ცქერისას ის ლაპარაკი...
კიდევ რამდენი ჩემპიონატი, კიდევ რამდენი წელი…
აჰა, გაილია საქართველოს კიდევ ერთი ჩემპმიონატი ფეხბურთში. მგონი მეშვიდე.
რამდენი ჩემპიონატიც არ გაილია, „დინამო“ იმდენჯერ გახდა ჩემპიონი და ალბათ კარგახანს გასტანს ასე.
ეს ჩვენა, „დინამოს“ ქომაგსა, კიდევაც გაგვეხარდება, მაგრამ მალე აღარც გაგვეხარდება. იმიტომ რომ მივეჩვევით და დილით რომ ჩაის სვამ, განა...
სულ სხვადასხვა ამბები დროზე
მოდით, ჭრელად ვილაპარაკოთ, მითუმეტეს, რომ გვარიანი ამბები ხდებოდა ამ კვირაში და თითო-ოროლა სიტყვა ყველაფერს გადავუგდოთ.
დროზე წასვლა - აი, რა არის მეტად ლამაზი. ხალხით გაძეძგილ მედისონ სკვერ გარდენში, დიდი საჩოგბურთო ტურნირისას, კორტებს გამოეთხოვა არასაჩოგბურთო გარეგნობის ჩოგბურთელი გაბრიელა საბატინი. გაბრიელა 26...
არასოდეს თქვა არასოდეს…
ამ განთქმულ კინოსურათს მე ასე გადავაკეთებდი - არასოდეს სთქვა „მანჩესტერ იუნაიტედი“, გამორჩევით მაშინ, როცა ეს გუნდი კარგა მანძილით გასცდება იმ მოხდენილ „ოლდ ტრეფორდს“, ლა მანშს გადაცურავს და კონტინენტზე გადავა.
როგორც კი ალექს ფერგიუსონის გუნდი ევროპის რომელიმე ქალაქში მოხვდება სათამაშოდ (გინდა...
ერთი, პოდლის ბლოკნოტი ჩამაგდებინა ხელში
დღესასწაულიო! პრინციპში სხვა რა უნდა ვუთხრა? თავადვე დავწერე, ამ ოხერი ცაცია ხელით, იქნება დიდებული თამაში, ორივე მხრიდან ხასიათები და გმირები-მეთქი.
რატომ დავწერე ასე, არ ვიცი, ალბათ, გასამხნევებლად, ხმაურის გსაძლიერებლად, სტადიონზე ჩვენი სიმღერის მოსასმენად.
გუშინწინ საღამოს „სარბიელში“ ინგლისელთა სავარაუდო შემადგენლობას ადგენდნენ. თავი...
წინ, ევროპისაკენ, ავტოქარხნის გავლით!
რაღაც წვიმები მოგვეძალა. გასაკვირიც არაა - შემოდგომა მოვიდა. თანაც, წვიმა ჩვენს სტადიონზე კარგად დაცდილი რამ არის, ხომ გახსოვთ, „ლივერპულიც“ წვიმაში გავაცურეთ. ეს ამბავი ზუსტად ჩვიდმეტი წლის წინათ იყო.
აჰ, ნეტავ იმ დროებას - ყიფიანმა მარჯვნიდან ჩამოაწოდა, გუცაევი კი ბურთიანად შევარდა...
ფეხბურთის ღამე და საფეხბურთო ამქარი
ეგებ ბართლომეს ღამეც კი დამერქმია ამ ოხრადდასარჩენი სვეტისთვის, ან გრძელი დანების ღამე - ან ღამე იმედისა და იდუმალ კრთომისა, როგორც ამას რომელიმე რომანტიკოსი მესვეტე უწოდებდა, მაგრამ განა ჩვენ რომანტიკოსები ვართ?
ჩვენ ქალაქელი ხალხი გახლავართ და ფეხუბრთის ყურებაში ჭირი მოგვიჭამია.
ჩვენ ძველი...
მარშრუტის გამო
რა და...
მარშრუტის გამო მინდა ვთქვა.
უცნაური მარშრუტი, რომელიც, ალბათ, არცერთ ქალაქში არ არსებობს.
ერთის მხრივ ეს ჩვეულებრივი მარშრუტია, ხალხი ყოველდღე გადიგამოდის ამ გზაზე, მაგრამ თბილისში გაჩნდა დღეები, როცა ადამიანთა უზარმაზარი ჯგუფები ამ მარშრუტს დიდი მონდომებით, ჩქარი და საქმიანი ნაბიჯით გადიან.
რას იზამ...
მარადონა პედერასტ?
გუშინწინ ბუენოს-აირესიდან ამბავი რომ მოვიდა, ყველას გეცოდინებათ. ითმინა, ითმინა მარიანა ნანისმა და ბოლოს მთელი არგენტინის გასაგონად გადმოანთხია თავისი ეჭვები. ცოლი იმისია, იეჭვიანოსო, იტყვიან ქალაქში. ქმარი კიდევ იმისია, რომ ცოლი აეჭვიანოსო. მაგრამ ქმარიც არის და ქმარიც, როცა ქმარი სხვისი ცოლი...
არასოდეს სთქვა არასოდეს… ანუ ორი მანჩესტერი
ამ განთქმულ კინოსურათს მე ასე გადავაკეთებდი - არასოდეს სთქვა “მანჩესტერ იუნაიტედი”, გამორჩევით მაშინ, როცა ეს გუნდი კარგა მანძილით გასცდება იმ მოხდენილ “ოლდ ტრეფორდს”, ლა მანშს გადაცურავს და კონტინენტზე გადავა.
როგორც კი ალექს ფერგიუსონის გუნდი ევროპის რომელიმე ქალაქში მოხვდება სათამაშოდ (გინდა...
მოგონილი გოლებიო, და
ძმებო, ფეხბურთის გიჟებო!
ორი რამაა ჩართული ამ ამბავში - წარსული და ჟურნალისტის ხელობა. წარსული ისეთი რამ გახლავთ, რომ კაცი ხეირიანად ვერ აღიდგენ თვალწინ. ჟურნალისტის ხელობა კი იმგვარი პროფესიაა, რომ სილამაზის დედოფალსაც კი ნაკლი უნდა აართვას.
მთელი ევრო 96-ის განმავლობაში ამ ოხერ...
მოკლე ისტორია ქალაქელთა კლუბისა
ახლა, რახან ინგლისში საფეხბურთო სეზონი დაიწყო და ოთხ იქაურ ლიგაში ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, გაზეთები და გამორჩევით “სარბიელი” ყოველ იქაურ ნაბიჯს აღბეჭდავდნენ ხოლმე თავის ფურცლებზე.
ჩვენებური მკითხველი ისე გაუშინაურდა ალბიონის ფეხბურთს, რომ მისი გაკვირვება ძნელია და სიმართლე ითქვას, აღარც არის...
ხუთი გოლის იმედით
რაც უფრო ახლოვდება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი, მით უფრო დიდია საფრთხე იმისა, რომ ამ ფინალურმა მატჩმა ვერ ივარგოს. ამის მწარე გამოცდილება საერთაშორისო ფეხბურთის გულშემატკივრებს აქვთ.
თორმეტი წელიწადია, გემრიელი ფინალი არ ყოფილა. თორმეტი წელიწადია, ფინალში თამაშიდან გოლი არ გასულა. სინამდვილეში, ეს...
„მატჩი მესამე ადგილისთვის“
ჩემპიონატი მთავრდება. რაღა დარჩა?
ოთხიოდე თამაში. მაგრამ ეს ოთხიოდეა, კაცს რომ გულს უხეთქავს. თუმცა, ამ ოთხიდან ერთი, მატჩი მესამე ადგილისთვის (ასე ჰქვია ოქმებსა და ქაღალდებში დამარცხებულ ნახევარფინალისტთა შეხვედრას), ყოველთვის სულელურია ხოლმე. უეფა დიდი ხნის მიხვედრილია იმას, დიდი შეჯიბრის ნახევარფინალისტი ისე...
მსოფლიოს ჟანდარმი
ყოველ შეხვედრის წინ, სათადარიგოთა სკამზე რომ დაიჭერს ადგილს, მიროსლავ ბლაჟევიჩი გვერდით მოიდებს ხოლმე ფრანგ ჟანდარმთა ქუდს. ამბობენ, რომ ეს ქუდი ერთმა ფრანგმა ჟანდარმმა აჩუქაო. მერე ხორვატიის ნაკრები მოიგებს, ბლაჟევიჩი ქუდს დაიხურავს და გასახდელისკენ მიაბიჯებს. ეს ქუდი ალბათ (ალბათ კი...