პოჩეტინო: სიკვდილამდე ტოტენჰემში…
ლონდონის „ტოტენჰემის“ ყოფილ დამრიგებელ მაურიციო პოჩეტინოს „ნიუკასლმა“ ჭეშმარიტად მეფური შეთავაზება გაუკეთა - წლიური 21,7 მილიონი ევრო.
წინადადება მაცდურია, მაგრამ „კაჭკაჭები“ სათადარიგო ვარიანტსაც განიხილავენ. არგენტინელის უარის შემთხვევაში კლუბში ესპანელი რაფაელ ბენიტესი დაბრუნდება. რაფა ამჟამად ჩინურ „დალიან იფანში“ მუშაობს, მანამდე კი (2016-2019)...
ბელარუსის ნაკრები ლუკაშენკოს აუჯანყდა
ბელარუსმა ფეხბურთელებმა გაავრცელეს ვიდეომიმართვა, რომელშიც გმობენ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობას და თანაუგრძნობენ გარდაცვლილთა ოჯახებს.
სულ მიმართვაში 93-მა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა შორის უმაღლესი და პირველი ლიგის მოთამაშეები, ეროვნული ნაკრების წევრები და ლეგიონერები არიან. ვიდეომიმართვის ბოლოს გაკეთებულ ჩამონათვალში ფიგურირებენ ბელარუსის...
რობენი და ბუცები
„შპორტ ბილდი" წერს, რომ ჯერ ცნობილი არ არის, სად მოირგებს მომავალ სეზონში თავის ბუცებს არიენ რობენი. ის კი არა, გამოცემის აზრით, ჯერაც საკითხავია საერთოდ მოირგებს კი რობენი ბუცებს თუ კედელზე ჩამოკიდებს.
ჰოლანდიელი, რომელმაც კარიერის ბოლო ათი წელიწადი „ბაიერნში" გაატარა, მეუღლე ბერნადინთან...
რიგითი რიბარიჩის ზღაპარი
მორჩა. მონდიალი გუშინდელ მოსკოვურ თავსხმას ისტორიაში გაჰყვა. ემოციები გრილდება, თუმცა, საფრანგეთის ქომაგთა გარდა ყველას დაენანა ხორვატია.
არადა, რა აქვთ ხორვატებს დასანანი ან შესაცოდი? 4.5-მილიონიანი ქვეყნისთვის ფინალში თამაშიც ზეწარმატებაა. თუმცა, მოდი, ამჯერად სენტიმენტებს შევეშვათ და ჩემპიონატის კულუარებში შევიხედოთ.
ჩვენი დღევანდელი ისტორია 20...
პირლო სპეციალურად სპეციისთვის?
დიდი შანსია, ანდრეა პირლო სერია A-ში დაბრუნდეს. კერძოდ, „სპეციას“ მწვრთნელი გახდეს. ამ კლუბს ახლა ტიაგო მოტა წვრთნის და პროგრამა-მინიმუმი თითქმის შეასრულა კიდეც: ფაქტიურად, შეინარჩუნა ადგილი უძლიერესთა შორის.
და მომდევნო სეზონისთვის უკვე პირლოს ამზადებენ? ასე წერს იტალიური პრესა.
შეგახსენებთ, პირლო „იუვენტუსს“ თავკაცობდა...
ვირ-ეშმაკები
უეფამ 2019 წლის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელიც გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად გააკეთეს, თუმც ბოლო წუთს ერთი უცნაური რამ მოხდა, რის გამოც, ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ჩინოვნიკები კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოაქციეს.
საქმე ის არის, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ლიონელ მესიზე, სადიო მანეზე...
ჰამანს გული სულ სხვას უგრძნობს
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი თამაშები. გამოიკვეთა ორი მკაფიო ფავორიტი, „მანჩესტერ სიტი" და „ბაიერნი". კარგი შედეგი ჰქონდა კიდევ რამდენიმე გუნდს, მათ შორის „პარი სენ ჟერმენს", რომელმაც „ბარსელონას" სტუმრად 4:1 მოუგო, მაგრამ მეტოქიდან გამომდინარე გადაჭრით მაინც ვერავინ ბედავს თქმას, რომ...
მხოლოდ რანგნიკთან…
„ბაიერნის“ პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა დაადასტურა, რომ კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებს რალფ რანგნიკთან.
„ამჟამად აქტიურ მოლაპარაკებებში ვართ რალფთან, მაგრამ კიდევ რამდენიმე დღე უნდა დაველოდოთ. ის ფეხბურთის შესანიშნავი სპეციალისტია. თუ ყველაფერი გამოვა, დამერწმუნეთ, ძალიან კარგი არჩევანი იქნება“, - თქვა ჰაინერიმა.
შეგახსენებთ, რომ ბავარიელთა ამჟამინდელი...
ორმაგი ხელფასი საჩუქრად
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ბრუნო ფერნანდეშს ხელფასი გაუორმაგოს. არადა, მოქმედი კონტრაქტი კიდევ სამ წელზე იყო გათვლილი შემდგომ 12 თვით გახანგრძლივების ოფციით.
ფერნანდეში აქამდე კვირაში 100 ათას გირვანქას იღებდა. ამდენივეს იღებენ მეორე მეკარე დინ ჰენდერსონი და მუდმივი სათადარიგო ჯესი ლინგარდი.
ხელფასის გაორმაგებით...
ეშმაკი ლაპორტა
„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ დაამტკიცა „კამპ ნოუს“ სტადიონის რეკონსტრუქციის გეგმა, რომელიც 1,5 მილიარდი ევრო დაჯდება. ეს, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ფინანსურ კრიზისშია.
კატალონიელთა პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, ეშმაკურად მოიქცა. ამ უფულობის ჟამს რეკონსტრუქციის (თავად „კაპიტალურ რემონტს“ უწოდებს) წამოწყება პირდაპირ ვერ გაბედა („ბარსელონას“ ვალმა...
მეთოფე ლიოვი?
არსენ ვენგერის ეპოპეა ლონდონურ „არსენალში“ დასასრულისკენ მიდის.
ფრანგი მაესტრო სავარაუდოდ ზაფხულში დატოვებს კლუბს და ასაკის გათვალისწინებით (68-ს მოიყარა) დამსახურებულ პენსიაზე გავა.
მისი მემკვიდრის ძებნა კი უკვე დაწყებულია.
კლუბიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ „მეთოფეები“ ბოსები იოაჰიმ ლიოვს ეკურკურებიან, რომელიც ზახულში მოიმუნდიალებს და გერმანიის ნაკრებს...
მოურინიუ: მატჩის წინ რონალდუ სარკეში იპრანჭება
ჩემპიონთა ლიგის წილისყრამ ფეხბურთის მოყვარულებს გული არ დასწყვიტა — წარმოიშვა რამდენიმე ინტრიგა, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი „მანჩესტერ იუნაიტედისა" და „იუვენტუსის" დაპირისპირებაა: ჟოზე მოურინიუ კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ.
თითქოს ორი პორტუგალიელის შეხვედრაში განსაკუთრებული რა უნდა იყოს, მაგრამ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ...
გახსოვთ ოსკარი? ბარსელონა გაგვახსენებსო
„ბარსელონამ“, შესაძლოა, ჩინეთიდან დაიმატოს ფეხბურთელი. ოღონდ, ერთ დროს მაგარ ფეხბურთელზეა საუბარი: 30 წლის ბრაზილიელ ოსკარზე, რომელიც ბრწყინვალედ იწყებდა კარიერას, მაგრამ 25 წლისა ჩინეთში წავიდა და შემორჩა.
ხან ახალ კაკას ეძახდნენ, ხან ახალ ზიკოს. ოსკარმა იფრინა „ჩელსის“ რამდენიმე მატჩში, ყველაზე დასამახსოვრებელი...
გადაუხადე ორი, გადაგვიხადე – ოთხი
ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი საუბარი მიდის ფინანსურ ფეარ ფლეიზე. სწორედ ამის გამო ვერ შეინარჩუნა „ბარსელონამ“ ლიდერი და ლეგენდა ლეო მესი.
შედეგად, უეფა 2021 წლის სექტემბერში აპირებს დააწესოს ხელფასის ზედა ზღვარი, ხოლო მათთვის, ვინც ამ ზღვარს არ დაიცავს, შემოიღოს „ფუფუნების“ გადასახადი,...
პანათინაიკოსი ევროლიგიდან გარბის
მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს ბერძნული საკალათბურთო კლუბი „პანათინაიკოსი“ – გუნდი მზად არის გაწყვიტოს კონტრაქტი ევროლიგასთან, რომელსაც ხელი 2015 წლის ნოემბერში 10 წლის ვადით მოაწერა.
კლუბის უფროსობის განცხადებით, ბოლო თვეების მანძილზე ევროლიგის ხელმძღვანელობასთან ტურნირის დატოვების შესახებ წერილობით კონტაქტი ჰქონდათ, თუმცა მათი კითხვები...
პიერ დე კუბერტენი საფლავში ტრიალებს
ვის და რატომ დასჭირდა ოლიმპიადის გახსნამდე სამი დღით ადრე მისი ერთ-ერთი სიმბოლოს შეცვლა? რა სარგებელი?
იქნებ მუხლზე დამდგარი თეთრი ან შავკანიანი კაციც (ეგ უკვე სულ ერთია) ოლიმპიადის სიმბოლოდ გვექცია?
მოკლედ: დღეს ტოკიოში სერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხვა საკითხებთან ერთად იმაზეც...
უმნიშვნელო, მაგრამ საჭირო თამაშები
„რეალის" გერმანელი ფეხბურთელი ტონი კროოსი გულწრფელ ადამიანად ითვლება. ის ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს და ფეხბურთელების უმეტესობისგან განსხვავებით არაფრისმთქმელი დიპლომატიური ფრაზებით წყალს არ ნაყავს. ამის კარგი მაგალითი იყო, 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გერმანელ ტელეჟურნალისტს რომ უთხრა, უკეთესი...
ევულუციიდან მილიონი წლის მერე …
რუსეთ-უკრაინის ამბები იცით და ცნობილმა ინგლისელმა საფეხბურთო ექსპერტმა, 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირმა გარი ლინეკერმაც გააკეთა კომენტარი.
„ევროპა ომის ზღვარზეა. ხალხი - ეს არის საკვირველი ქმნილება. ევოლუციიდან მილიონი წლის შემდეგაც კი ისეთი დაბალი ინტელექტით, რომ სულელზე დაბლა დგანან“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ...
დიეგოს ვიწრო თვალები
რა დიდია და რა გადარეული — დიეგო მარადონა კორეელ გულშემატკივრებს სულელურად გაეხუმრა და ისევ შარშია. ამჯერად დიდი სკანდალი ალბათ არ აგორდება, მაგრამ მაინც.
ამბავი კი ასე იყო: მოსკოვში, „სპარტაკის" სტადიონზე, მხიარული კორეელი ფანები მარადონას ხელს უქნევდნენ, მის სახელს ყვიროდნენ და...
ორი განსხვავება ლოპეტეგისა და ზიდანს შორის
ყველა მწვრთნელს თავისი მეთოდი აქვს. ისიც ფაქტია, რომ ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში ამ მეთოდების მიხედვით ბევრს ვერაფერს დაასკვნი, წარმატებული და წარუმატებელი სეზონის ბოლოს გამოჩნდება, მაგრამ თემა მაინც საინტერესოა. „მარკაც" სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას.
ესპანურმა გაზეთმა „რეალის" ვალდებებასის საწვრთნელ ცენტრში შეიხედა. მართალია, „რეალის"...
სერენას სიბერე და აქილევსი
სერენა უილიამსი საფრანგეთის ღია პირველობიდან მეორე წრის მატჩის წინ მოიხსნა და ბულგარელი ცვეტანა პირონკოვა 1/16-ფინალში უბრძოლველად გაატარა.
სერენას მოხსნის მიზეზი აქილევსის მყესის ტრავმა გახდა, რომელმაც ჯერ კიდევ ამერიკის ღია პირველობისას იჩინა თავი.
ჩოგბურთის ცოცხალ ლეგენდას „როლან გაროსი“ სამჯერ ერთეულთა,...
გოგოვ, გნახე ინსტაგრამზე !
გასულ შაბათს გალისიური დერბი „დეპორტივო“ – „სელტა“ 1:3 დამთავრდა. „დეპორის“ ქალ ფეხბურთელთა გუნდის რამდენიმე მოთამაშე დაქალებითურთ სავახშმოდ შეიკრიბა და დერბის ჩაუჯდა. მატჩის დამთავრების შემდეგ ერთ-ერთმა, პატრისია დიას რუისმა, ინსტაგრამზე დადო გახარებული გოგოების სურათი წარწერით: „ვზეიმობთ „სელტას“ მოგებას” ! მალე...
კვერცხები
პიოინგჩანგის ზამთრის ოლიმპიადის ზოგიერთი მონაწილე ჯერ კიდევ თამაშების გახსნამდე კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ცნობილი გახდა, რომ გუნდურ ჩათვლაში გამარჯვების უმთავრესი ფავორიტი ქვეყნის, ნორვეგიის დელეგაციის მზარეულმა შეკვეთილი 1500 კვერცხის ნაცვლად 15 ათასი კვერცხი მიიღო. როგორც გაირკვა, შეცდომა შეკვეთის მიცემისას გუგლის მთარგმნელი...
უსიამოვნო სანახაობა და უპატივცემულობა
„მანჩესტერ იუნაიტედმა" კრიშტიანუ რონალდუს უსაყვედურა, რომ ის, რაც მან „რაიო ვალეკანოსთან" ამხანაგური შეხვედრის დროს გააკეთა, ახალგაზრდებისთვის ცუდი მაგალითია — პირველი ტაიმის მერე შეცვლილმა პორტუგალიელმა თამაშის ბოლომდე არ დაიცადა და სტადიონი დატოვა. არადა, ერიკ ტენ ჰაგმა ბევრჯერ თქვა, რომ ახალი...
რატომ მიულოცა ჯულია რობერტსმა პეპ გვარდიოლას?
ჯულია რობერტსი ჰოლივუდის პირველი ქალი ვარსკვლავია, რომლის სახელიც ტიტრებში ფილმის სახელწოდებამდე დაწერეს: „ჯული რობერტსი ფილმში..." მაგრამ ამჯერად ის სულ სხვა მიზეზით უნდა ვახსენოთ. რობერტსმა „მანჩესტერ სიტისა" და პეპ გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა.
რა კავშირშია მსოფლიო კინოს ლეგენდა კატალონიელ მწვრთნელთან?...
კრიშტიანუს ანტირეკორდი
პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ევრო 2024-ის სლოვენიასთან მერვედფინალურ მატჩში პენალტი ვერ გაიტანა.
39 წლის პორტუგალიელის დარტყმა იან ობლაკმა 105-ე წუთზე მოიგერია.
რონალდუსთვის ეს გაცუდებული პენალტი პირველი იყო 2022 წლის თებერვლის შემდეგ. თავის მხრივ, ობლაკმა 2022 წლის იანვრის შემდეგ პირველად მოიგერია...
მო-ჟორდი აქედანო
ესპანურ რადიოს Cadena SER-ს აქვს გადაცემა, რომელსაც El Larguero ჰქვია და ამ გადაცემის წამყვანთა თანახმად, როდესაც ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მორიგ შემადგენლობას გამოაცხადებს, მასში ბარსელონელი ჟორდი ალბა კვლავ არ იქნება.
ამბობენ, რომ ნაკრების თავკაცის მხრიდან ალბას ასეთი უგულებელყოფის მიზეზი მასა და ფეხბურთელს...
და მას არ უნდა სხვა ნეტარება
მესუთ იოზილი და უნაი ემერი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პოზიციის შეცვლა არც ერთს არ უნდა. „არსენალის" თავკაცმა ემერიმ განაცხადა, რომ თურქული წარმოშობის გერმანელი ვეტერანი აღარ სჭირდება და ის „ემირეიტ სთედიუმიდან" უნდა წავიდეს, 30 წლის იოზილს კი ლონდონში აწყობილი ცხოვრება აქვს და...
რვიდან ექვსს ლიგა არასდროს მოუგია
კორონავირუსის პანდემიით განპირობებულმა იძულებითმა პაუზამ ჩემპიონთა ლიგას ფორმატი შეუცვალა. შედეგად, მივიღეთ მდგომარეობა, როდესაც თასი შესაძლოა ისეთმა გუნდმა აღმართოს, რომლის წარმატებასაც შეჯიბრების დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა.
თუმცა, ვინ რას წარმოიდგენდა იქით იყოს და მათემატიკურად დიდია ალბათობა იმისა, რომ ლიგას შემორჩენილი რვა კლუბიდან...
არინა მოწოდებაზე ურევს
საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ტორონტოს მასტერსზე. ტურნირის მესამე წრეში ამერიკელმა თინეიჯერმა კოკო გაუფმა 7:5 4:6 7:6 სძლია მსოფლიოს მეექვსე ჩოგან არინა საბალენკას და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
მატჩის მიმდინარეობისას კი ორივე ჩოგბურთელმა ჯამში 33 ორმაგი შეცდომა დაუშვა (საბალენკა 18, გოფი 15), რაც...
ჩამოვთვალოთ კონტეს შემცვლელები
28 წელიწადი არ წაეგო „ჩელსის" „ტოტენჰემთან" „სტემფორდ ბრიჯზე", კვირას კი 1:3 დამარცხდა და „ლურჯების" მწვრთნელის ანტონიო კონტეს კლუბიდან წასვლას კიდევ ერთი ძახლის ნიშანი დაუსვა — აბა, სად გაგონილა ჩემპიონი მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგაშიც ვერ ხვდებოდეს. იმას, რომ გუნდს ჯერ...
როცა კლოპი მთვრალია
„ლივერპულის“ მცველმა, ენდრიუ რობერტსონმა, ჟურნალისტებს უამბო, თუ როგორ იქცევა წითლების მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, როცა ნასვამია.
„როცა კლოპი მთვრალია, ის ორმაგად კლოპია. ყოველთვის ამბობს, თუ რაიმეს აკეთებ, ასი პროცენტით უნდა შეასრულო, ასი პროცენტით დაიხარჯო თამაშისას, ასი პროცენტით იმუშავო ვარჯიშებზე, ასევე...
კუნთები ჩვენი საქმე არ არის
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს ფერნანდო იეროს პრეს-კონფერენციაზე ჰკითხეს ხომ არ აპირებს მაროკოსთან უფრო ათლეტური გუნდით თამაშს და საერთოდაც, ხომ არ გადახედავდა სამომავლოდ „ლა როხას" სტილს.
„კუნთები მოედნის ცენტრში? არა, კუნთები ჩვენი საქმე არ არის... ჩვენ სხვა უპირატესობა გვაქვს და ეს კუნთები...
ზიდანისთვის ფავორიტი ატლეტიკოა
ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში მადრიდული დერბია – „ალფრედო დი სტეფანოზე“ „რეალი“ „ატლეტიკოს“ დაუხვდება. „თეთრების“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მიიჩნევს, რომ ლა ლიგაში ყველა მატჩი ფინალის ტოლფასი, ხოლო მეტოქე ამ სეზონში ჩემპიონობის ფავორიტია.
„როგორც ყოველთვის, მატჩი ბევრი ასპექტისგან შედგება. ჩვენ კარგი...
ნაპოლი — 80 პროცენტით ჩემპიონი
ამერიკულ ABC News-ს აქვს მონაცემთა ანალიზის პორტალი FiveThirtyEight, რომელმაც ქიციც შეისწავლა, ქიცმაცურიც, აწონ-დაწონა და დაასკვნა, რომ „ნაპოლი" სკუდეტოს უკვე 80%-ით ფლობს, ჩემპიონთა ლიგაში კი 99%-ით გაიმარჯვებს. ხსენებული პორტალი ყოველი ტურის შემდეგ ამატებს ახალ მონაცემებს თავის უკვე დამუშავებულ რიცხვებს. ის წამყვანი...
პოგბამ დრო იხელთა
პოლ პოგბამ ხანმოკლე შვებულებით ისარგებლა და მექაში ჰაჯი შეასრულა. „მანჩესტერ იუნაიტედისა" და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველს თავისუფალი კვირა სეზონის დასრულების შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატისწინა შეკრებამდე გამოუჩნდა და მანაც არ დაახანა, მუსლიმთა წმინდა ქალაქის მოსალოცად გასწია.
25 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ვიდეო დადო,...
ოსიმენის ცუდი სეზონი
გასული წლის ზაფხულიდანვე ცხადი იყო, რომ ვიქტორ ოსიმენს რთული სეზონი ელოდაო, წერს პორტალი tuttonapoli და თავის მოსაზრებას იმ აურაცხელი სატრანსფერო ჭორით ამტკიცებს, რომელიც ნიგერიელს იმ პერიოდში აუგორეს. რას აღარ მოისმენდით მაშინ. პრესა აჭრელებული იყო ერთმანეთის გამომრიცხავი მოსაზრებებით. თავად თავდამსხმელის...
ვის უყვარს ბურთი ლა ლიგაში?
ესპანეთის ჩემპიონატთან დაკავშირებით საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა Opta-მ. ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ, რომ ლა ლიგაში ბურთაობის სუფთა დრო ბევრი არ არის. „ბეტისის“ მწვრთნელმა, ცნობილმა მანუელ პელეგრინიმ ამის შესახებ თავისი უკმაყოფილებაც გამოხატა. და აი, გულშემატკივრის ინტერესის დასაკმაყოფილებლად დათვალეს, თამაშის განმავლობაში საშუალოდ...
ვენგერს ზამთარი მოსწონს…
ფიფას ფეხბურთის გლობალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი არსენ ვენგერი, წინადადებით გამოდის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მომავალშიც ზამთარში გაიმართოს.
„თუ გვინდა, რომ ფეხბურთი უფრო დემოკრატიული გახდეს, აუცილებელია, მსოფლიო ჩემპიონატი აფრიკულ ქვეყნებშიც ჩატარდეს, სადაც ზაფხულში თამაში თითქმის შეუძლებელია. ყატარში მიმდინარე ტურნირი აჩვენებს, რომ ზამთარში...
მესი კომფორტია
კილიან მბაპემ ქება და ქება მიუძღვნა ლეო მესის.
ეს პსჟ - „სენტ ეტიენის“ მატჩის მერე, რომელიც 3:1 დასრულდა და რომელშიც მბაპემ ორი გოლი გაიტანა.
„მესი ძალიან დიდია. მოხარული ვარ, რომ პსჟ-ში თამაშიდან თამაშამდე უკეთესი ხდება. „ოქროს ბურთის“ 7-გზის მფლობელსაც კი სჭირდება...
კაცი ბარსელონას სათადარიგო სიიდან
კატალონიური „სპორტი" წერს, რომ „ბარსელონას" ამ ზაფხულში შესაძენი ფეხბურთელების კარგად გათვლილი სია აქვს შედგენილი. ის კი არა და „ბლაუგრანას" შეფებს სათადარიგო სიებიც კი ჩამოუწერიათ. ასე მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ რაიმე მიზეზით „ატლეტიკოსგან" ანტუან გრიზმანის ყიდვა ჩაეშლებათ, „ტოტენჰემისგან" დანიელი კრისტიან...
გზა მშვიდობისა ლეროი
ილქაი გუინდოგანმა ლეროი სანეს „ტვიტერზე" გულთბილი სიტყვები დაუწერა — გერმანიის ნაკრების ეს ორი ფეხბურთელი ოთხი წლის განმავლობაში ერთად თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში".
ამიერიდან სანე „ბაირნის" ღირსებას დაიცავს.
„შენ ჩემთვის ყოველთვის მეტი იყავი ვიდრე უბრალო თანაგუნდელი, — დაწერა გუინდოგანმა სოციალურ ქსელში, — მომენატრება...
მკვეთრი ვარდნა…
გამოქვეყნდა ჩოგბურთელთა განახლებული რეიტინგები, რომელშიც მკვეთრად გაიუარესა მდგომარეობა საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ნიკამ გასულ პერიოდში 600 ქულა დაკარგა, 57 საფეხურით დაქვეითდა და 36-დან 93 პოზიციამდე ჩავარდა. სხვა ქართველ ჩოგბურთელებს რაც შეეხება, აღსანიშნავია საბა ფურცელაძის წინსვლა - ის ერთეულებში...
აბსოლუტური სიყალბე
„პარი სენ-ჟერმენის“ დიდვარსკვლავის, ლიონელ მესის გარემოცვამ უარყო ინფორმაცია, თითქოს 35 წლის არგენტინელი „ბარსელონას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას ესაუბრება და გაისად კატალონიურ კლუბში დაბრუნებას აპირებს. ამ ამბავს მათ „აბსოლუტური სიყალბე“ უწოდეს.
მესი „ბარსელონას“ აკადემიაში 13 წლის მიიყვანეს. ჯამში, პირველი გუნდის შემადგენლობაში მან...
ჯიჯი 44
ჯანლუიჯი ბუფონი 44 წლის გახდა.
27 წელი ხდება, რაც დებიუტი ჰქონდა დიდ ფეხბურთში, დიახ, 27!
1995 წლის ნოემბერში „პარმა“ „მილანს“ უნდა შეხვედროდა. პარმელთა ძირითადი მეკარე ლუკა ბუჩი ტრავმირებული გახლდათ, ასევე მანამდე დაშავდა მეკარე ალესანდრო ნისტა და მწვრთნელმა ნევიო სკალას სხვა რა...
სილესენი ყველა დროის ათეულში
Sportslens.com-ის თანახმად გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი, „ვალენსიას" ნიდერლანდელი მეკარე ჯასპერ სილესენი 30 წელს გადაცილებულ უძვირეს ფეხბურთელთა ყველა დროის ათეულშია. სიაში, რომელშიც შედიან კრიშტიანუ რონალდუ, მირალემ პიანიჩი, რობერტ ლევანდოვსკი, გაბრიელ ბატისტუტა და სხვები, ის მეცხრე პოზიციაზეა.
2019 წელს „ვალენსიამ" სილესენი „ბარსელონასგან" 36...
არ დანებდე!
ავსტრალიის ღია პირველობაზე ვნახეთ ეს მომენტი. ესპანელმა პაბლო კარენო-ბუსტამ ასე მოიპოვა ქულა ნიდერლანდელ ტელონ გრიკსპორთან... ნახეთ, როგორ ირბინა და საიდან ჩააგდო. ქულა ჩაეთვალა, ბადეს არ შეხებია. ეს ბრეიქ-პონტი იყო.
შეხვედრაც სწორედ კარენო-ბუსტამ მოიგო 5 სეტში. საინტერესოა, რომ ნიდერლანდელ გრიკსპორს აქამდე...
ვერ გაუგიათ, რომ სუპერლიგა უკვე არსებობს
„იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ უეფას პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინისთან ურთიერთობა გაიფუჭა და მიზეზი ცნობილია: სუპერლიგის შექმნის მცდელობა.
ჩეფერინიმ ანიელის გველიც უწოდა, თაგვიც და სხვა ეპითეტებითაც შეამკო... ანიელის ახლანდელი კომენტარი კი ასეთია:
„მშვიდად დაველოდებით ევროპულ სასამართლოს და გავიგებთ, გვაქვს თუ არა სუპერლიგის შექმნის...
რაღა დროს ცრემლებია?!
იტალიის ნაკრების გოლკიპერი ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-ში გადადის...
ეს ამბავი დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენდა, რადგან 22 წლის ფეხბურთელმა მილანი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
„მილანი“ ჩემი მეორე სახლია და ყოველთვის ამ გუნდის ქომაგად დავრჩები“, - ცრემლიანი თვალებით იძლეოდა ინტერვიუს დონარუმა და ალბათ ფიქრობდა,...
რეალს აზარი შეეცვალა
„სანი" წერს, რომ ედენ აზარს შეუძლია „რეალში" გადასვლაზე ოცნება მოთოკოს — მადრიდელები ბელგიის ნაკრების კაპიტანზე აღარ ფიქრობენ და „ჩელსისგან" მხოლოდ მეკარე ტიბო კურტუა უნდათ.
დასავლეთ ლონდონელები აზარის სანაცვლოდ „რეალისთვის" 150 მილიონი გირვანქის გამორთმევას აპირებდნენ, მაგრამ „თეთრებს" გადაუწყვეტიათ არ აჩქარდნენ —...