კასანო: კვარას თამაშში სიხარულს ვეღარ ვხედავ
გადავა ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ ჟერმენში’’ თუ „ნაპოლიში’’ დარჩება? დღეს ეს კითხვა ნეაპოლელ გულშემატკივარს განსაკუთრებით აწუხებს.
„აძურის’’ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი პარიზელთაგან ზოგი ცნობის თანახმად 80, ხოლო ზოგი ცნობის თანახმად 90 მილიონ ევროს ითხოვს, ვეტერანი თავდამსხმელი, ანტონიო კასანო კი Viva...
ნაპოლი და მსაჯობა
ნეაპოლის პრესაში არ მთავრდება ჩივილი მიკერძოებულ მსაჯობაზე. „ნაპოლის" გულშემატკივრებს განსაკუთრებით ის აღიზიანებთ, რომ არბიტრებს, რომლებიც მათი გუნდის წინააღმდეგ ცდებიან, არავინ სჯის. napolipiu-მ დათვალა, რომ მსაჯებმა „აძურის" წინააღმდეგ თვრამეტჯერ შესცოდეს, მაგრამ საყვედურიც კი არ მიუღიათ, მაშინ როდესაც 2023 წლის 24...
პოლიტანო კონტეს ხელში
ბრაზილიელი გარემარბი დავიდ ნერეში „ნაპოლიმ’’ მარჯვენა ფრთის გასაძლიერებლად იყიდა. „აიაქსის’’, „შახტარის’’ და „ბენფიკას’’ ყოფილ ფეხბურთელს ორივე ფრთაზე ეხერხება თამაში, მაგრამ თავს მარჯვნივ უფრო კომფორტულად გრძნობს. ამის გამო ის ერთი შეხედვით მატეო პოლიტანოს ალტერნატივა უნდა გამხდარიყო, მაგრამ სეზონის მსვლელობისას აღმოჩნდა,...
დი ლორენცო: ნაპოლიში კონტეს გამო არ დავრჩენილვარ
ჯოვანი დი ლორენცოს ჯერიც დადგა. აგენტ მარიო ჯიუფრედის პრეს-კონფერენციიდან რამდენიმე დღის შემდეგ თავად „ნაპოლის" კაპიტანი წარდგა ჟურნალისტების წინაშე და თქვა: „მიხარია ლაპარაკის შესაძლებლობა რომ მომეცა. აქამდე ჩუმად იმიტომ კი არ ვიყავი, რომ გაბედულება არ მყოფნიდა, არამედ გარემოებათა გამო არ...
რა გააუმჯობესა კალცონამ?
„ნაპოლიმ" ფრანჩესკო კალცონას მიყვანა ხომ არ დაიგვიანაო, შიშობს პორტალი tuttonapoli და დასძენს, რომ ეს შეკითხვა ლოგიკურია, რადგან ერთი მხრივ გუნდს ჩავარდნა აქვს, მეორე მხრივ კი ახალი მწვრთნელი სტატისტიკას აუმჯობებსებს. მიმდინარე სეზონში „ნაპოლის" მესამე თავკაცი, რომელიც „აძურის" სათავეში 19 თებერვალს...
ქოჩორა ბურთის ამრთმევი
ესპანური პრესა ხაზს უსვამს, რომ „ლევანტეს" ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი მეოთხედფინალამდე ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო „ორთაბრძოლების მომგები" ან თუ გნებავთ „ბურთის წამრთმევი" ფეხბურთელი გახდა. ეს ინფორმაცია სპორტული სტატისტიკის კომპანია Sofascore-ზე დაყრდნობით გავრცელდა. ქოჩორამ ოთხ შეხვედრაში 31-ჯერ აართვა მოწინააღმდეგეს ბურთი.
მეორე ადგილზე...
მამარდაშვილი: საუკეთესო მეკარე ყველასთვის, უეფას გარდა
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მამარდაშვილის ღირსებები კარგად დაინახა, როდესაც საქმე ევრო 2024-ის სიმბოლური ნაკრების შედგენაზე მიდგა, უეფამ ქართველი მეკარე დაივიწყა. შავიზღვისპირა ქვეყნის ფლეი-ოფში გასვლის არქიტექტორმა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველ მსხვილ საერთაშორისო შეჯიბრებაზე უამრავი, ყველანაირი დარტყმა მოიგერია, მაგრამ ის ეგრეთწოდებული...
სად შეიძლება მოხვდეს ხვიჩა კვარაცხელია?
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი" მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ალბათ ვეღარ ითამაშებს, ქართველი გარემარბი კი, არ არის გამორიცხული, „მარადონაზე" დარჩეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შესაძლოა სხვა ევროპულ საკლუბო შეჯიბრებაში ვიხილოთ, მაგალითად ევროლიგაში, რომელიც გულშემატკივრის წინაშე ახალი ფორმატით წარდგება. თუკი ევროპის...
კაპელო: პენალტი იყო, ოსიმენი არ ვარგოდა!
„ნაპოლის" ოცნება დასრულდა. იტალიის ჩემპიონი „ბარსელონამ" ლიგის მერვედფინალიდან გააგდო. ამ მარცხის გამო „აძური" ვეღარც 2025 წლის კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. გადაწყდა: იტალიიდან შეჯიბრებაში „ინტერი" და „იუვენტუსი" გამოვლენ. შეხვედრის მერე ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ თქვა:
...მე პენალტების მოყვარული არ...
ხვიჩას კომენტარი და იტალიელთა შფოთვა
თუკი საქართველოსა და უკრაინის ნაკრები გუნდების შეხვედრაში (1:1) ვინმე გამოირჩეოდა ეს ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც სწორედ ის ფეხბურთი ითამაშა, ასე რომ მოენატრა ქართველ გულშემატკივარს. მატჩის შემდეგ კვარაცელიამ თქვა:
„ვულოცავ გიორგი მამარდაშვილს, შეხვედრის ბოლოს მან გადაგვარჩინა. თუმცა, ეს მისთვის ჩვეულებრივი ამბავია....
კალცონა სლოვაკეთში აგებს და ნაპოლიზე ფიქრობს
ფრანჩესკო კალცონას სლოვაკეთის ნაკრებმა შინ, ბრატისლავაში, ავსტრიასთან ამხანაგური შეხვედრა წააგო - 0:2. ანგარიში პირველივე წუთზე „ლაიფციგის" კრისტოფ ბაუმგარტნერმა გახსნა, 82-ე წუთზე კი „ვესტ ბრომვიჩის" ანდრეას ვაიმანმა შეაგდო მეორე გოლი. ეს გახლდათ კალცონას მეოთხე მარცხი სლოვაკეთის ეროვნული გუნდის თავკაცის რანგში.
„ნაპოლის"...
სარდინიელთა აგრესია: ნეაპოლელები ნაგავი და კამორისტები ხართ!
სარდინიაში გამომავალი რეგიონული გაზეთის „ლ'უნიონე სარდას" თანამშრომელმა სტეფანია ლა პენიამ თავის X პლატფორმაზე „ნაპოლისა" და ნეაპოლელებს შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც სკანდალში გაეხვა. ამბობენ, რომ სარდინიელი ქალბატონის გაწიწმატება კალიარიში სტუმარი გუნდის გულშემატკივართა მიერ გამოფენილმა პროვოკაციულმა პლაკატმა გამოიწვია. პლაკატზე ეწერა: „ცხვრებზე...
ოქროს ბურთის მთავარი კანდიდატი
მადრიდული AS წერს, რომ თუკი წლეულს „ოქროს ბურთის" მოგებაზე ვინმეს პრეტენზია ექნება, ეს ვინისიუსია. თან ეს მოხდება ახლა, როდესაც „რეალში" სავარაუდოდ კილიან მბაპე გადავა. ადრე საკითხს ასე სვამდნენ: რა ეშველება ვინისიუსს როდესაც „სანტიაგო ბერნაბეუზე" მბაპე გადავა? ახლა პირიქით კითხულობენ:...
ქართველთა ენთუზიაზმი და ბერძენთა ცივი სისხლი
თბილისში, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის მისია უნდა აღსრულდეს, და არა მარტო თბილისში, არამედ არანორმალურად ლამაზი საქართველოს ყველა კუთხეში ყველა სამშაბათის თამაშზე ფიქრობს. ქართველები დარწმუნებულები არიან, რომ ისინი ამ შეხვედრას არ წააგებენ და მარჩინიაკის საფინალო სასტვენის შემდეგ ევრო 2024-ის ფინალურ...
ვალენსია – გუნდი, რომელსაც პენალტებს ურტყამენ და იგერიებს
„ვილიარეალთან" შეხვედრაში „ვალენსიას" კარში პენალტი დაინიშნა. ხოსე გაიამ ბერტრანდ ტრაორე წააქცია და ფიგეროა ვასკესმა ალექს ბაენა თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან დააყენა. ამ ორი გუნდის შეხვედრაში ბოლო ოთხი მოგერიებული პენალტი „ღამურების" მეკარეებზე მოდის. ამჯერად, სანტიაგო კანისარესის, ვისენტე ხუაიტას და ჯასპერ სილესენის მსგავსად...
წადი შე შავოს გაგრძელება
სანამ ქართველი გულშემატკივარი ნაკრების ევრო-შესარჩევი თამაშებით იყო გატაცებული და ისტორიაში პირველად დიდ შეჯიბრებაში გასვლას ზეიმობდა, ნეაპოლში, თუმცა არა მხოლოდ ნეაპოლში, არამედ მთელს იტალიაში, ჟუან ჟესუსისა და ფრანჩესკო აჩერბის საქმეს არჩევდნენ. მოგეხსენებათ, „ინტერისა" და „ნაპოლის" შეხვედრაში მილანელმა ფეხბურთელმა აჩერბიმ „აძურის"...
კულიბალი: კალცონა მართალი აღმოჩნდა
„ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა 32 წლის კალიდუ კულიბალიმ თავისი ოდინდელი გუნდი „ბარსელონასთან" ჩემპიონთალიგური მატჩის წინ, „გაძეტა დელო სპორტის" ფურცლებიდან გაამხნევა და მეოთხედფინალში გასასვლელად წააქეზა.
- „ნაპოლის" მეოთხედფინალში გასასვლელად ყველა პირობა აქვს, — თქვა საუდის არაბეთის კლუბ „ალ ჰილალში" მოთამაშე საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილმა...
კანტონა: ფრანგული ფეხბურთი ემიგრანტებმა გადაარჩინეს
საფრანგეთის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ვარსკვლავმა ერიკ კანტონამ The Athletic-ს ინტერვიუ მისცა. კანტონამ საზოგადოებას ახალი Ford Capri წარუდგინა, საუბარი კი თანამედროვე ფეხბურთს შეეხო.
„მე ქვეყნიერებაზე დაკვირვება მიყვარს. ეს ჩემი ცხოვრების დევიზია. ვაკვირდები ადამიანებს და მერე საკუთარ სამყაროს ვქმნი", —...
მხოლოდ ერთი ან ორი…
გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა თქვა, აპირებს თუ არა ეროვნული გუნდის შემადგენლობის რადიკალურად შეცვლას ევრო 2024-ზე, რომელიც გერმანიაში გაიმართება.
„თუ ყველა ფორმაში იქნება, მაშინ ზაფხულში გუნდში დიდ ცვლილებებს არ განვახორციელებთ. არც 10 და არც ხუთი ცვლილება იგეგმება. შეიძლება მხოლოდ ერთი...
იამალმა რონალდუ გაიმეორა
თავდამსხმელი ლამინ იამალი პირველი მოზარდია, რომელმაც რამდენიმე საგოლე გადაცემა შეასრულა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, პორტუგალიელი ფორვარდის კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ იამალ საგოლე პასით გამოირჩა ტურნირის მერვედფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებთან (4:1). 16 წლის ფორვარდი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ევროფლეი-ოფის ისტორიაში,...
მეხი მოწმენდილ ცაზე
„ნაპოლის’’ მწვრთნელის ანტონიო კონტეს პრეს კონფერენციას ევროპაში გამოხმაურება მოჰყვა. საქმე ეხება ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლიდან „პარი სენ ჟერმენში’’ შესაძლო გადასვლას. საიტი fotmob მკითხველს შეახსენებს, რომ კვარაცხელია „ნაპოლიში’’ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან’’ გადავიდა და პირველივე სეზონში „აძურის’’ სკუდეტოს მოპოვებაში დაეხმარა. იმ სეზონში...
ეს შეხვედრა გონებაში სამჯერ თუ ოთხჯერ ვითამაშე
გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების გმირია, მან თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდი ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა, მაგრამ ამ შეხვედრაში გადამწყვეტი როლი ვალენსიაში მცხოვრებმა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ითამაშა. „ლევანტეს" წევრმა საბერძნეთთან 0:0 დასრულებული შეხვედრის შემდეგ პენალტების სერიაში...
არადა, ნაპოლი მეოთხეზეა
უკვე რამდენი სეზონია რაც napolipiu სერია A-ს ცხრილს ადგენს მსაჯთა შეცდომების გარეშე. ასეთი ანგარიშის დროს ფსიქოლოგიური გავლენების გათვალისწინება შეუძლებელია, მაგრამ ტექნიკურ-არითმეტიკული მხარე მკაფიოდ ჩანს. ნეაპოლური პორტალი წერს, რომ წლევანდელმა საბოლოო დათვლამ აჩვენა, რომ „ინტერი" დამსახურებულად გახდა იტალიის ჩემპიონი. არც...
ყველაზე ძვირი გუნდი
„ინტერს" იტალიაში ყველაზე ძვირადღირებული გუნდი ჰყავს. სერია A-ში სიმონე ინძაგის ფეხბურთელებს სატრანსფერო ფასით ვერავინ შეედრება. მონაცემთა ბოლო განახლების დროს Transfermarkt-მა დაწერა, რომ წინა დათვლასთან შედარებით „შავ-ლურჯების" ჯამურმა ფასმა არც მეტი-არც ნაკლები 33,5 მილიონი ევროთი მოიმატა. ახლა „ნტერის" მოთამაშეთა ღირებულება...
ნერეში ძირითადში ადგილს ითხოვს
„ნაპოლის’’ თავდასხმა მიმდინარე სეზონში ძალიან ძლიერია. იტალიური საიტები ხაზს უსვამენ, რომ ანტონიო კონტეს გუნდის წინა ხაზზე როგორც ძირითადის ასევე თადარიგის ფეხბურთელები უმაღლეს დონეზე თამაშობენ. განსაკუთრებული გამორჩევის ღირსი კი არის ბრაზილიელი დავიდ ნერეში, რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში....
ნაპოლის მწვრთნელის ვინაობა დღეს-ხვალ გვეცოდინება
ნეაპოლური და ზოგადიტალიური საიტები ერთხმად წერენ, რომ „ნაპოლი" ახალი მწვრთნელის ვინაობას დღეს-ხვალ გამოაცხადებს. ტელეკომპანია „სქაის" ინფორმაციით მას მერე, რაც „ატალანტამ" ევროპის ლიგა მოიგო და გაუგებარი გახდა ჯან პიერო გასპერინი კლუბს დატოვებს თუ არა, აურელიო დე ლაურენტისი ანტონიო კონტეზე გადაერთო. „ტოტენჰემის",...
სად იყო ჰარი მაგუაირი, როდესაც მთელი ევროპა ჩემპიონთა ლიგას უყურებდა?
ჰარი მაგუაირს როგორც ჩანს ჩემპიონთა ლიგა მაინცდამაინც არ აინტერესებს. მაშინ, როდესაც „რეალი" და „მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო შეხვედრას მართავდნენ ის ინგლისის მეორე ლიგის თამაშის სანახავად იყო წასული: „ვრექსჰემი" „ქროული თაუნს" ხვდებოდა.
„მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი 27 წლის ძმას...
ოთხი ფინალის ოთხი გოლი
ესპანეთის ნაკრებისა და „სოსიედადის“ თავდამსხმელი, მიკელ ოიარსაბალი, რომელმაც ევრო 2024-ის ფინალში ინგლისთან გამარჯვების გოლი გაიტანა (2:1), უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა.
ოიარსაბალმა კარიერის განმავლობაში ოთხ ფინალში მიიღო მონაწილეობა - ოლიმპიური თამაშების, ესპანეთის თასის, ერთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის. მან თითოეულ ფინალში...
ჰუმელსი, გორეცკა, ბრანდტი
გერმანიაში, ნაკრების გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩატარდა, რის შედეგადაც დაასახელეს, რომლებიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებს დააკლდებიან.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სიაში პირველი ადგილი „დორტმუნდის“ მცველმა მატს ჰუმელსმა დაიკავა, რომელმაც ხმების 56,6% მიიღო. მეორე იყო ბაიერნის ნახევარმცველი ლეონ გორეცკა (34,1%), ხოლო...
რა იყო ნაპოლის პრობლემა ბარსელონაში?
გრძელდება მსჯელობა მარცხზე (1:3), რომელიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ნაპოლიმ" ბარსელონაში იწვნია. რასაკვირველია ამ დღეს მსაჯებმა „პარტენოპეელთა" წინაშე შესცოდეს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩავის გუნდმა სტუმრებს აჯობა და დამსახურებულად გაიკვალა გზა მეოთხედფინალისკენ. საიტი spazionapoli წერს, რომ ფრანჩესკო კალცონას ჯერ კიდევ...
კონტე შეიძლება სპალეტის და ანჩელოტის გაუტოლდეს
„ნაპოლის" თავკაცი ანტონიო კონტე სერია A-ში სექტემბრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. იმას, თუ ვინ არის თვის საუკეთესო მწვრთნელი სპორტული გაზეთების რედაქტორებისგან შექმნილი ჟიური წყვეტს. ჟიური წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს. ტექნიკურ-სპორტული კრიტერიუმის გარდა ყურადღება ექცევა თამაშის ხარისხს და მოედნის კიდესთან ქცევას....
რატომ არ მოსწონდა ლუკაკუს ინგლისი?
„ნაპოლის’’ ახალწვეულმა, ცნობილმა ბელგიელმა თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ პოდკასტ Friends of Sports-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ბევრ სხვადასხვა საკითხზე ილაპარაკა და ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა. თავიდან მან ინგლისში გატარებული პერიოდი გაიხსენა:
„ინგლისში ჩემზე ამბობდნენ, რომ ზარმაცი ვარ, გულმოდგინედ არ ვვარჯიშობ, ლიდერის თვისებები...
ლობოტკა: ჩვენს ხელში გვარდიოლაც საშუალო მწვრთნელი გამოჩნდებოდა
„ნაპოლის" ნახევარმცველი სტანისლავ ლობოტკა სლოვაკეთის ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ისთვის ემზადება და რამდენიმე დღეში შეჯიბრებაში ჩართვება. სწორედ იქ, ნაკრების საწვრთნელ ცენტრში ისაუბრა „აძურის" 2022-23 წლების ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ კლუბსა და მის პრობლემებზე.
„ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. სეზონის შედეგებზე რა გითხრათ, რაც...
ჭადრაკი არსენალთან
„ბაიერნის“ თავკაცმა თომას ტუხელმა ლიგის მეოთხედფინალში „არსენალთან“ მოგება ასე შეაფასა:
„პირველ ტაიმში ჭადრაკი ვითამაშეთ. არავის სურდა პირველი შეცდომის დაშვება. ვფრთხილობდით - ჩვენც გვქონდა მომენტები, „არსენალსაც“.
შესვენებაზე გუნდს ინდივიდუალურობის გამოჩენისა და ცოტა თამამად თამაშისკენ მოვუწოდე. უფრო დინამიურად ვითამაშეთ და მეორე ტაიმი ფანტასტიკური...
ჰაიდენჰაიმი ბუდუს შესახებ
„ჰაიდენჰაიმის პასუხისმგებელ პირებს ძალიან უნდოდათ ჩემი გადაბირება. ამიტომაც ვისარგებლე შემთხვევით და პირდაპირ ბუნდესლიგაში გადავბარგდი. ახლა მინდა FCH-ს იქ დატოვების საქმეში ჩემი წვლილი შევიტანო. მოუთმენლად ველოდები სეზონის განახლებას.’’ - თქვა ბუდუ ზივზივაძემ ახალ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ. ქართველი ფორვარდის ინტერვიუ...
რეალის ფლანგის კაცი ლივერპულშია
„ლივერპულის“ მარჯვენა მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას მადრიდის „რეალში“ გადავიდეს.
კაი ხანია 25 წლის ფეხბურთელი მართლაც „რეალის“ სატრანსფერო სამიზნეა. სამეფო კლუბი დიდად აფასებს ლივერპულის მცველის შესაძლებლობებს და მას დანიელ კარვახალის გრძელვადიან შემცვლელად ხედავს. თუმცა, ამ დროისთვის ესპანურ კლუბსა...
ოსიმენი და კვარაცხელია უნდა წავიდნენ
პორტალი spazionapoli წერს, რომ „ნაპოლის" სეზონი დამთავრებულია. იტალიის აწ უკვე ყოფილმა ჩემპიონებმა „ატალანტასთან" შინ 0:3 წაგების შემდეგ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაზე ოცნებაც დაასრულეს. ამიერიდან კალცონას ბიჭებს ერთადერთი რაც შეუძლიათ ევროპის ან კონფერენციის ლიგაში მოხვედრაა, თუმცა თუ დარჩენილ შეხვედრებშიც...
სუპერლიგა ამ მოსაწყენ ჩემპიონთა ლიგაზე უკეთესი აღარ იქნებოდა?
იტალიური პორტალი ilnapolista გვთავაზობს ჟურნალისტ მარკო პიჩირილოს წერილს სახელწოდებით „სუპერლიგა ამ მოსაწყენ და გაცვეთილ ჩემპიონთა ლიგაზე უკეთესი აღარ იქნებოდა?’’ შესავალში ავტორი წერს, რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთს ტელეეკრანებთან 2025 წლის 4 მარტს შევხვდებით, მანამდე კი საკუთარი საქმეებით ვიქნებით დაკავებულები. პიჩირილო...
მერაბ ჟორდანია: მინდოდა შუქი იმ დღეს კი არა, თუნდაც ორი დღე საერთოდ არ მოსულიყო…
გაგრძელება (დასაწყისი იხილეთ ლინკზე https://www.sarbieli.com/2024/04/05/%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9c%e1%83%98/
... პრეზიდენტის ლოჟაში ვზივარ ედუარდ შევარდნაძესთან ერთად, რომელიც ისე იყო გაცეცხლებული, რომ საჩხუბრად პირველი ვინც დაიჭირა, სპორტის მინისტრის მოადგილე ჩემი ახლობელი ოლიმპიური ჩემპიონი დავით გობეჯიშვილი იყო, მინისტრს ჩემს უახლოეს მეგობარს, ირაკლი მეძმარიაშვილს კი რომელიც კოლეგის,...
კვარაცხელიას სხვა ფუნქცია ნაკრებში
საქართველოს ნაკრები და ხვიჩა კვარაცხელია თავიანთი პირველი ევროსთვის ემზადებიან. იტალიურ მედიაში წერენ, რომ „ნაპოლის" ვარსკვლავი ეროვნული გუნდის ლიდერია და შეეცდება ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლიოს. ამ ეტაპზე კი ქართველების მეტოქეები არიან თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია.
The Athletic-მა შეჯიბრების დაწყების წინ საქართველოს...
მსოფლიოს საუკეთესო მეკარის გზაჯვარედინი
„ჩემი ოცნება „ვალენსიაში" დარჩენაა, მაგრამ ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული", — თქვა გიორგი მამარდაშვილმა კვირას „მესტალიაზე" „რაიო ვალეკანოსთან" 0:0-ის შემდეგ. მეკარეს კარგად ესმის, რომ მისი სურვილისგან დამოუკიდებლად ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე შეიძლება „ვალენსიას" მთავარ კოზირად იქცეს, მითუფრო თუ გუნდი ევროთასებზე...
მო ოლდ ტრაფორდზე
„ლივერპულის“ გარემარბმა მოჰამედ სალაჰმა პრემიერლიგის ისტორიაში „ოლდ ტრაფორდზე“ მეექვსე გოლი გაიტანა.
სტატისტიკური პორტალის, Opta-ს ცნობით, ეგვიპტელი ტურნირის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ამას მიაღწია. მან აჯობა მერსისაიდელთა ყოფილ კაპიტან სტივენ ჯერარდს, რომელსაც პრემიერლიგაში „მანჩესტერის“ სტადიონზე ხუთი გოლი აქვს გატანილი.
ადრე გავრცელდა...
კონტემ დი ლორენცოს პირადად დაურეკა, მაგრამ…
„ნაპოლის" კაპიტნისთვის ჯოვანი დი ლორენცოსთვის მნიშვნელოვანი დღეები დგას, წერს spazionapoli და ადასტურებს, რომ მარჯვენა მცველმა კლუბს ტრანსფერი მოსთხოვა. ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი თავგადასავალი „დიეგო მარადონაზე" დასრულებულია და ამიერიდან ახალ გუნდში აპირებს თამაშს. ეს ახალი გუნდი კი „იუვენტუსია".
ცნობილი გახდა, რომ...
მოსალოდნელია ზღვარგადასული შეთავაზება
რადიო „პუნტო ნუოვოს" სპორტულ გადაცემას Tuttomercatoweb-ის დირექტორი, ჟურნალისტი ნიკოლო ჩეკარინი ესტიმრა, რომელმაც „ნაპოლისა" და მის მომავალზე ილაპარაკა. ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, თუ რა თქვა მან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ.
...„ნაპოლი" კვარაცხელიას „გამომწყვდევას" შეეცდება, მაგრამ ზღვარგადასული წინადადებებისთვის უნდა იყოს მზად. ძნელია ფეხბურთელის შენარჩუნება,...
ოსიმენის ცუდი სეზონი
გასული წლის ზაფხულიდანვე ცხადი იყო, რომ ვიქტორ ოსიმენს რთული სეზონი ელოდაო, წერს პორტალი tuttonapoli და თავის მოსაზრებას იმ აურაცხელი სატრანსფერო ჭორით ამტკიცებს, რომელიც ნიგერიელს იმ პერიოდში აუგორეს. რას აღარ მოისმენდით მაშინ. პრესა აჭრელებული იყო ერთმანეთის გამომრიცხავი მოსაზრებებით. თავად თავდამსხმელის...
ნეაპოლური განწყობები
არის იტალიაში 50 წლის ვეტერანი ვიტორიო ტოსტო, რომელიც მცველი იყო, თამაშობდა ათზე მეტ სხვადასხვა კლუბში, მათ შორის „ფიორენტინაში’’, „ნაპოლიში’’, „ჯენოასა’’ და „ემპოლიში’’. დღეს ის ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვით არის დაკავებული. მისი მოსაზრება ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან’’ „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლასთან დაკავშირებით იმიტომ...
კონტეს ნაპოლიში სულ სამი კაცის დამატება უნდა
იტალიური პრესა სულ უფრო აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ „ნაპოლის" მომავალი მწვრთნელი ანტონიო კონტე იქნება. რასაკვირველია, იმასაც ამბობენ, რომ კლუბის მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისს თადარიგში სხვა ვარიანტებიც აქვს, მაგრამ უპირველესი სამიზნე კონტეა. გავლენიანი გაზეთი „რეპუბლიკა" ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ის...
კვარა ნაპოლიდან უეჭველად წავა
იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლიმ’’ „ვენეციას’’ შეცვლაზე შესული ჯაკომო რასპადორის გოლით 1:0 მოუგო და „ატალანტას’’ წამოეწია. ბერგამოელები „პარტენოპეელებს’’ მხოლოდ გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობით ჯობიან.
შეხვედრის პირველ ტაიმში რომელუ ლუკაკუმ პენალტი ვერ გაიტანა. ციდან ვარსკვლავები არც სხვა ნეაპოლელებს მოუწყვეტიათ,...
ოღონდ სეზონის ბოლოს
როდესაც დე ლაურენტისს კვარაცხელიას შესაძლო გაყიდვის შესახებ ჰკითხეს, „ნაპოლის’’ პრეზიდენტმა მხრები აიჩეჩა, თუ წავა, გადავიტანთო. კონკრეტული მდგომარეობის გათვალისწინებით კონკრეტული პასუხია. ქართველს კლუბთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 2027 წლის ბოლოს გასდის. ერთი ხანია მის გასაახლებლად მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ეს...
კავანიზე წლები არ მოქმედებს
არგენტინის თასის ოცდამეთორმეტედფინალში „ბოკა ხუნიორსმა" „სენტრალ ნორტეს" 3:0 მოუგო და ამ შეხვედრაში ორი გოლით თავი „ნაპოლის" ყოფილმა თავდასხმელმა, შემდეგ კი „ვალენსიაში" გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელმა, 37 წლის ურუგვაელმა ედინსონ კავანიმ გამოიჩინა. ხოლო თუ ვინმეს ჰგონია, რომ თასის ოცდამეთორმეტედფინალი გამორჩევით აღნიშვნისთვის...