პროფესორი
ჩანაწერი

პროფესორი

მაღალი, თხელი, ულვააშა – რაღაცით ქართველ თავად მოგაგონებს კაცს. აი, შეხედვისთანავე რომ იგრძნობ, მიხვდები. იცნობ: ქართველია და რა ქართველი – გენით, ჟესტით, მანერით… მინდორზეც ასევე – სამხრეთული, ტემპერამენტიანი, აზარტული, რაინდი და ქართველი, ქართველი, ქართველი. ალექსანდრე ჩივაძე ქართული ფეხბურთის ისტორიას ერთ-ერთ უდიდეს და კაშკაშა ვარსკვლავად შემორჩა, ერთგვარ სიმბოლოდაც კი. არამარტო თავისი თაობის სიმბოლოდ, საერთოდ, ელეგანტური, დარბაისელი...

გმადლობთ!
ჩანაწერი

გმადლობთ!

სკოლიდან დაბრუნებული პატარები ბურთს აგორებენ. ზოგი იტალიის ნაკრების მაისურშია გამოწყობილი, ზოგიც ბრაზილიელია, ზოგი ზიდანია, უმეტესობა დელ პიერო, ბაჯო, რონალდო. უნებურად მახსენდება ჩემი ბავშვობა, როდესაც ჩვენ მაისურებს საღებავით ჩვენივე ხელით დაწერილი ნომრები ამშვენებდა, მაგრამ თითქმის ყველა ქართველ ფეხბურთელთა უცილობელი თაყვანისმცემლები ვიყავით. ჩვენი პატარა ფანტაზიით ჩვენს კერპებს ისეთ რამეებს ვაკეთებინებდით მწვანე მინდორზე, რომლის მსგავსიც თვით პელესაც შეშურდებოდა....

ჩანაწერი

მარჯვნივ და მარჯვნივ

ქართული ფეხბურთის ისტორიამ ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი შემოინახა. ბევრი დიდი ფეხბურთელის, რამდენიმე დიდი გუნდის სახელი, მაგრამ თუკი ფეხბურთში ყველაზე მაღლა მისი უდიდებულესობა შედეგი დგას, ყველაზე დიდი „დინამო“ 1975-81 წლების „დინამოა“. და როცა ამ „დინამოზე“ ვლაპარაკობთ გვერდს ვერაფრით ავუვლით თამაზ კოსტავას — ფეხბურთელს, რომელმაც თავის თანაგუნდელებთან ერთად ზიდა უმძიმესი, ზოგჯერ გაუსაძლისი ტვირთიც კი და ამ ტვირთის ტარება,...

ელეგანტური ნახევარმცველი ყუმბარისებური დარტყმებით
ჩანაწერი

ელეგანტური ნახევარმცველი ყუმბარისებური დარტყმებით

საბჭოთა კავშირის ნაკრების სახეს წლების მანძილზე მოსკოვის კლუბების, კიევისა და თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები განსაზღვრავდნენ. მართლაც გამორჩეული, ჭეშმარიტი ლიდერი უნდა ყოფილიყო სხვა კლუბის ფეხბურთელი, რომ ამ სახელგანთქმული კლუბების მოთამაშეებთან ერთად საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოხვედრილიყო. იმ ქართველ ფეხბურთელებს შორის, რომელთაც საბჭოთა კავშირის ნაკრებში უთამაშიათ, მხოლოდ ორი არ წარმოადგენდა თბილისის „დინამოს“ (სლავა მეტრეველი და ანზორ კავაზაშვილი არა გვყავს...

ემოციური ადამიანი
ჩანაწერი

ემოციური ადამიანი

კარგი მეკარე ნახევარი გუნდის ტოლფასია. ბევრია დამოკიდებული თანაგუნდელთა იმედსა და ხერხემალზე. ქართველებს არაერთი ჩინებული მეკარე გვყოლია, ამათგან ჩემს თაობას მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი უნახავს მინდორზე. დანარჩენების დიდებაზე მხოლოდ ლეგენდები მოუსმენია. დღევანდელ ქართულ ფეხბურთში არ არიან მაღალი კლასის მეკარეები. ხშირად გაიგონებდით, ალბათ, ოთარ გაბელიას დონის მეკარე რომ გვყავდეს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს არა გაუჭირდებაო. სწორედ გაბელიაა ის კაცი,...

მთავარი თემა
ჩანაწერი

მთავარი თემა

ეს ამბავი კარგა თხუთმეტი წლის წინ მოხდა გაგრაში. შავიზღვისპირეთში წინასასეზონო სამზადისისთვის ჩასული მოსკოვის „დინამო” გაგრის ნაკრებთან ამხანაგურს მართავდა. ადგილობრივ გუნდში ახალგაზრდებთან ერთად სამი თმაშეთხელებული, ჭარმაგი კაცი თამაშობდა და არცთუ ურიგოდ. ტრიბუნები განსაკუთრებით ერთ-ერთ ძიაკაცს ქომაგობდნენ. მერე სწორედ ეს ძიაკაცი მოსკოველ მცველთან ორთაბრძოლაში ჩაება. საკმარისი იყო მოეტყუებინა მცველი და მეკარე პილგუისთან ერთი ერთზე დარჩებოდა. ამაოდ იბრძოლა...

ამბავი ოქროს პასისა
ჩანაწერი

ამბავი ოქროს პასისა

ფეხბურთი შექმნის დღიდან ვითარდება და ვითარდება. თუმცა უკანასკნელ წლებში ამ მილიონების თამაშში ბევრი სიახლე აღარავის შეუტანია. ბოლო „აღმოჩენად” შეიძლება მსოფლიოს წამყვან გუნდებში ეგრეთ წოდებული კულუარის მოთამაშეების გამოჩენა ჩაითვალოს. ეს ისეთი ფეხბურთელები არიან, რომლებსაც მთელი ფლანგის გაკონტროლება ევალებათ. ისინი ძირითადად მცველები არიან, ხოლო როცა მათი გუნდი შეტევაზე გადადის, ეს განაპირა მცველები გარემაბებად გარდაიქმნებიან და მეტოქის კართანაც...

მან იცოდა ფეხბურთი
ჩანაწერი

მან იცოდა ფეხბურთი

1999 წელი. თებერვალი. სპორტის სასახლე და მიხეილ მესხის ხსოვნის ტურნირი მინიფეხბურთში. ჟურნალისტები უფრო მეტი, ვიდრე მაყურებელი. ტაშიც და ფეხბურთიც ერთნაირი — აქა-იქ და კანტიკუნტი. ჟურნალისტებს შორის ჯერაც ახალგაზრდა, შავგვრემანი, უკვე სრული კაცი. მშვიდი, მაგრამ ფიქრიანი სახე. მშვიდადვე უცქერს დარბაზის ფეხბურთს და ამ დროს შეკითხვა: — ვოვა, თქვენ თუ თამაშობდით მინის? პასუხი: — კი, როგორ არა....

საბჭოთა ნაკრების პირველი ქართველი მერცხალი
ჩანაწერი

საბჭოთა ნაკრების პირველი ქართველი მერცხალი

გივი ჩოხელმა ძალიან ადრე, 26 წლისამ დატოვა დიდი ფეხბურთი, მაგრამ მის ისტორიაში მაინც ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ დარჩა. თელაველი ჭაბუკის გამოჩენა თბილისის „დინამოში” მოულოდნელი იყო. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ჩვენი ქვეყნის უძლიერეს გუნდს უფრო დასავლეთ საქართველოს რგონები კვებავდნენ მაღალი კლასის ფეხბურთელებით და კახეთიდან ასეთი დონის ფეხბურთელის გამოჩენას არავინ ელოდა. გივი ჩოხელმა თამაში თელავში დაიწყო და 1956 წელს,...

დიდი კაცი
ჩანაწერი

დიდი კაცი

მე არ მახსოვს მურთაზ ხურცილავას ფეხბურთი. მიყურებია კი, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზორში და ტელევიზორში ნანახით ფეხბურთელზე წარმოდგენას ვერ შეიქმნი. ჩემს მეხსიერებას მურთაზ ხურცილავას ფეხბურთიდან საზეიმო გაცილება შემორჩა ბუნდოვნად — ითამაშეს „დინამომ“ და სსრკ ნაკრებმა, მერე სხვა ფეხბურთელებმა ხურცილავა მხრებზე შეისვეს და ტრადიციულად გაიყვანეს მოედნიდან. ეს არის და ეს, მინდორზე სხვაგვარი მურთაზ ხურცილავა მე არ...