კატეგორია: სიახლეები

Home სიახლეები
მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა
ჩანაწერი

მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა

მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ თამაშში, რომელშიც მექსიკამ სამხრეთ აფრიკას 2:0 მოუგო, მსაჯმა უილტონ სამპაიომ სამი ფეხბურთელი გააძევა. მან ჯერ ორ სამხრეთ აფრიკელს იაია სითოლესა და თემბა ზვანეს დაატოვებინა მოედანი, 90+2 წუთზე კი მექსიკელ სეზარ მონტესსაც მიუთითა გასახდელისკენ. BBC წერს, რომ წინა ორი მუნდიალის დროს რუსეთსა და ყატარში არბიტრებმა მხოლოდ ოთხჯერ მიმართეს უკიდურეს ზომას, აი, 20 წლის...

მოუ მენდეშთან შეკრულია?
ჩანაწერი

მოუ მენდეშთან შეკრულია?

ჟოზე მოურინიუ „რეალის“ ახალი მწვრთნელია. პორტუგალიელი ესპანეთის დედაქალაქში გუშინ ჩავიდა და კლუბის წარმომდგენლებთან სატრანსფერო გეგმებზე ლაპარაკიც მოასწრო. მადრიდელებს მთელი რიგი პოზიციების გაძლიერება სჭირდებათ. ცნობილი გახდა, რომ „განსაკუთრებულმა“ კლუბს მოსთხოვა რუბენ დიაშის, მატეუს ფერნანდეშის, მატეუს ნუნიეშის და ბერნარდო სილვას გადაბირება. გარდა იმისა, რომ ოთხივე ჩამოთვლილი პორტუგალიელია, მათ საერთო აგენტი ჰყავთ – ჟორჟე მენდეში. მავანს შეიძლება გაუჩნდეს...

მთავარი მეკარე უნაი სიმონი იქნება
ჩანაწერი

მთავარი მეკარე უნაი სიმონი იქნება

ესპანეთის ნაკრები რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია ლაპარაკი არ უნდა. ერთადერთი, რაზეც ბოლოხანს გულშემატკივრები დავობდნენ მეკარის პოზიცია იყო. ვინ უნდა იდგეს მუნდიალზე „ლა როხას“ კარში? – აი, ეს კითხვა აწუხებდათ იბერიის ნახევარკუნძულზე, მაგრამ, როგორც გაირკვა, მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს ყველაფერი იმთავითვე მოფიქრებული ჰქონია. მეტიც, ესპანელთა თავკაცს თურმე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გადაუწყვეტია, თუ...

ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა
ჩანაწერი

ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა

დიახ, ტოპ 14-ში ისეთი კონკურენციაა, რომ „ბორდო“, რომელმაც სულ ახლახან ევროპის რაგბის ჩემპიონთა თასი ზედიზედ მეორედ მოიგო, შიდა სარბიელზე ჩაფლავდა და ჩემპიონობისთვის მებრძოლთა ექვსეულში ვერ მოხვდა. რეგულარული სეზონის ბოლო ტურში ევროპის საკლუბო ჩემპიონმა „კლერმონს“ უმასპინძლა, რომელიც ასევე ლამობდა ზედა ექვსეულში მოხვედრას. ჰოდა, „ვულკანებმა“ სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს – 34:31, მასპინძლებს ბონუს-ქულა დაუთმეს და ამ შედეგმა ორივე...

ფლორენტინო: წინ ბევრი ისტორიული მოვლენაა!
ჩანაწერი

ფლორენტინო: წინ ბევრი ისტორიული მოვლენაა!

ფლორენტინო პერესი კვლავ „რეალის“ პრეზიდენტია. მან კვირას, 7 ივნისს, მის მიერვე გამოცხადებულ ვადამდელ არჩევნებში დაამარცხა კონკურენტი ენრიკე რიკელმე და 2030 წლამდე უხელმძღვანელებს „ლოს ბლანკოსს“. არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ „რეალის“ გულშემატკივართა შორის ბოლო წლებისთვის უჩვეულო აზრთა სხვადასხვაობაა. ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ხმათა 65%-ი 35%-ის წინააღმდეგ დიდი უპირატესობაა, მაგრამ თუ წინა არჩევნებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ სურათი მნიშვნელოვნად...

ერიქსენი სიკვდილს მოედანზე ეთამაშება
ჩანაწერი

ერიქსენი სიკვდილს მოედანზე ეთამაშება

კრისტიან ერიქსენი ისევ გადარჩა… დანიისა და უკრაინის ამხანაგური მატჩისას ის ცუდად გახდა და მოედანზე უგონოდ დავარდა. საზარელი ინციდენტი იყო. ერიქსენს პირველადი სამედიცინო დახმარება იქვე აღმოუჩინეს და ითქვა, რომ ის გონზე მოვიდა. ცხადია, დანიელი ფეხბურთელი მაშინვე ქალაქ ოდენსეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.  მატჩის ორგანიზატორებმა, ორივე ნაკრების წარმომადგენლებმა და მსაჯთა ბრიგადის გადაწყვეტილებით მატცი ჩაიშალა.  ჯერჯერობით სულ ესაა, ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობის...

ალანია – ჩემპიონი
ჩანაწერი

ალანია – ჩემპიონი

მართალია, მიშიკო ალანიას პრო დ2-ის ნახევარფინალსა და ფინალში არ უთამაშია, მაგრამ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რეგულარული სეზონის 30 მატჩიდან ბორჯღალოსანმა 9 ნომერმა 25-ში მიიღო მონაწილეობა და პლუს ამას, თავი 3 ლელოს გატანით გამოიჩინა, ამდენად, მისი „ვანის“ ჩემპიონობა და ტოპ 14-ის საგზურის მოპოვება მისი დამსახურებაცაა. ფინალში, რომელიც ტულუზაში გაიმართა, „ვანმა“ თორნიკე ჯალაღონიას „პროვანსს“ უდაძაბულეს ბრძოლაში 18:14 სძლია...

ჭუმბაძე ნახევარფინალშია
ჩანაწერი

ჭუმბაძე ნახევარფინალშია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე ინგლისის პრემიერშიპის რეგულარული სეზონის ბოლო ტურში თავის „ექსეტერს“ ლონდონის „სარასენსის“ ძლევაში დაეხმარა – 32:12. „ბელადებმა ბონუსიც მიითვალეს და 65 ქულით ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულეს. ჭუმბაძე „ექსეტერის“ მარქაფაში იყო და დასკვნითი 18 წუთი ითამაშა, ხოლო ჯამურად ისე გამოვიდა, რომ ბაჩუკიმ მთელი ჩემპიონატის მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა, რაც დებიუტანტობის კვალობაზე ჩინებული...

ფეხბურთი იწყება უბნიდან
ჩანაწერი

ფეხბურთი იწყება უბნიდან

საუბნო საფეხბურთო ტურნირი „ბეგის თასი 2026“ 7 ივნისს დღის 12:00 საათზე შ. ნუცუბიძის ფერდობზე, მე-3 მიკრო რაიონში, მე-4 კვარტალში მდებარე სპორტული მოედანზე გაიმართება. ბეგი მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული საუბნო საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა უბნის მოზარდი ფეხბურთელები. ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილის სიგელი, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები და და სამახსოვრო საჩუქრები. გამოვლინდებიან საუკეთესო მეკარე, საუკეთესო მცველი, საუკეთესო თავდამსხმელი,...

საქართველომ ვარჯიში მოიგო
ჩანაწერი

საქართველომ ვარჯიში მოიგო

საქართველოს ნაკრებმა ივნისის ფანჯრის პერიოდში მეორე ამხანაგური მატჩი ითამაშა და ბაჰრეინს 2:0 მოუგო. რუმინეთისგან განსხვავებით ვილი სანიოლმა სხვა შემადგენლობა ათამაშა. შერეული შემადგენლობით ფრანგმა სპეციალიტმა ის ფეხბურთელები მოსინჯა, ვისაც დრო იშვითად ეძლევა. ფაქტობრივად, ვივარჯიშეთ, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ კარგად ვითამაშეთ. ფაქტი ერთია – მარტივად მოვიგეთ. გასაკვირიც არ იყო – სუსტი მეტოქე გვყავდა. უგოლო და უინტერესო პირველი...