1979 წელი ქართული ფეხბურთისთვის საკმაოდ ტევადი გამოდგა – თბილისის „დინამომ“ პირველად ითამაშა ჩემპიონთა თასზე – მეთექვსმეტედფინალში ინგლისის ჩემპიონ „ლივერპულს“ მოუთავა საქმე და მომდევნო ეტაპზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჩემპიონ „ჰამბურგერ შპორტფერაინს“ დაეტაკა. მაშინ დასავლეთ გერმანიაში ორი გუნდი ბობოქრობდა – მიუნხენის „ბაიერნი“ და „ჰამბურგი“. ეს გუნდები ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესონი იყვნენ. „ჰამბურგს“ ჰყავდა ევროპის 1978-1979 წლების საუკეთესო ფეხბურთელი...
კატეგორია: ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან
ხუმრობით და სერიოზულად: დინამო კაპუტ! 🎥
1987 წელი იმითაა ქართული ფეხბურთისთვის ღირსსახსოვარი, რომ თბილისის „დინამომ“ საბჭოთა ერაში უკანასკნელად ითამაშა ევროტურნირებზე. 1986 წელს ნოდარ ახალკაცი დაბრუნდა „დინამოში“, გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდნას გადაარჩინა და მისი თავკაცობით „დინამო“ მე-5 ადგილზე გავიდა, რითაც უეფას თასზე თამაშის უფლება მოიპოვა. თუმც მაშინდელი „დინამოს“ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ახალკაცს ჯანყი მოუწყვეს. შედეგად, ტიტულოვანი მწვრთნელი გუნდიდან გაუშვეს და...
ბალის ათბალიანმა მიწისძვრამ ორმოც წუთს გაძლო
ფეხბურთი იმისაა, რომ უნდა იკამათო, მაგრამ არის რაღაცები, რაზეც ფეხბურთში არ კამათობენ. მაგალითად, არ კამათობენ იმაზე, რომ 1982 წლის ბრაზილიის ნაკრები ყველაზე ლამაზი ბრაზილიის ნაკრები იყო და ალბათ ყველაზე ესთეტიკური გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში. და ასეთ ბრაზილიას საბჭოთა კავშირის ნაკრები 1982 წლის მუნდიალზე გადაეყარა – ეს მათი პირველი მატჩი იყო ესპანეთი 82-ზე. მთელი საქართველო და...
დინამო პათეტიკის გარეშე. Vol.1: პლეხანოველი პროლეტარები
დროში მოგზაურობა ალბათ ყველა ბავშვის ოცნებაა, ფეხბურთი კი ისე ითვისებს სივრცეებს, ეს ოცნება კიდევ უფრო მძაფრდება. ბავშვობაც ისეთია, ზოგჯერ ძალიან დიდ ხანს გრძელდება, ღრმა მოხუცებულობამდეც კი და ის წარმოსახვა, რასაც დროში მოგზაურობის სურვილი იწვევს, არასდროს არ ნელდება. რადგან დინამო 20-იან წლებში შეიქმნა, მეც ძალიან მომინდა იმ დროში მოგზაურობა. არსებობს ძველი წიგნები, ცნობარები, რომლებიც წარმოსახვის გასამდიდრებლად...



